რუმინული ენარუმინელთა და მოლდოველთა ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის რომანულ ჯგუფს. დამწერლობა თავდაპირველად კირილურ ანბანზე იყო, 1860 წლიდან — ლათინურ გრაფიკაზე.

რუმინული ენა
română, limba română
მოლაპარაკეთა რაოდენობა 24 მლნ.
ოფიციალური სტატუსი რუმინეთის დროშა რუმინეთი

მოლდოვის დროშა მოლდოვა სერბეთის დროშა სერბეთი

ვოევოდინის დროშა ვოევოდინა

ევროპის დროშა ევროკავშირი

ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდოევროპული ენები

იტალიკური ენები

რომანული ენები
რუმინული
დამწერლობის სისტემა ლათინური (რუმინული ანბანი)
ენის კოდები ISO1: ro
ISO2: rum
ISO3: ron
რუკა
რუმინული ენის გავრცელების არეალი.
რუმინული ენის გავრცელების არეალი.

რუმინული ენის გავრცელების არეალი.

ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-ro}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიარუმინული ენა

ზოგადი ცნობები რედაქტირება

რუმინული ენა ჩამოყალიბდა რომის იმპერიის მიერ აღმოსავლეთ ბალკანეთის დამპყრობის შემდეგ გადასახლებული კოლონისტების სალაპარაკო-დიალექტური ლათინურისაგან. ამ ენამ განიცადა ადგილობრივი დაკური და ფრაკიული ენების დიდი გავლენა, მოგვიანებით კი — ბერძნულისა და სლავურისა. პირველი წერილობითი ძეგლები (წერილები, საქმიანი ქაღალდები, რელიგიური ტექსტები) XVI ს-ის დასაწყისით თარიღდება. ლიტერატურული ენის ჩამოყალიბება დაიწყო XVII ს-ში.

სტატუსი რედაქტირება

ოფიციალური ენა:

ლექსიკა რედაქტირება

ფრაზები და სიტყვები

  • გამარჯობა - Bună ziua; Salut
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Bun venit
  • გმადლობთ - Mulțumesc
  • კი / არა - Da / Nu
  • გეთაყვა - Vă rog
  • ნახვამდის - La revedere

რიცხვები

  • 1 - un
  • 2 - doi
  • 3 - trei
  • 4 - patru
  • 5 - cinci
  • 6 - şase
  • 7 - şapte
  • 8 - opt
  • 9 - nouă
  • 10 - zece