ვოევოდინა (სერბ. Војводина / Vojvodina, უნგრ. Vajdaság, სლოვაკ. Vojvodina, რუმ. Voivodina, რუსინ. Войводина, ხორ. Vojvodina) — სერბეთის ავტონომიური მხარე, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ ნაწილში მდინარე დუნაის ნაპირებზე. ფართობი 21,5 ათ. კმ². ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ნოვი-სადი. ჰავა ზომიერი და კონტინენტურია. ნალექები 550-750 მმ წელიწადში. მთავარი მდინარეებია: დუნაი, ტისა, ტამიში. ჭარბობს შავმიწა სტეპის ლანდშაფტები.

ვოევოდინის ავტონომიური მხარე
Аутономна Покрајина Војводина
Autonomna Pokrajina Vojvodina
Vajdaság Autonóm Tartomány
Autonómna Pokrajina Vojvodina
Provincia Autonomă Voivodina
Автономна Покраїна Войводина
ვოევოდინა
ვოევოდინის
ვოევოდინის მდებარეობა
დედაქალაქინოვი-სადი
45°19′ ჩ. გ. 19°51′ ა. გ. / 45.317° ჩ. გ. 19.850° ა. გ. / 45.317; 19.850
ოფიციალური ენა სერბული, უნგრული, სლოვაკური, რუმინული
მთავრობა ავტონომიური მხარე
 -  მთავრობის საბჭოს თავმჯდომარე ბოჲან პაიტიჩი
ფართობი
 -  სულ 21 506 კმ2 
მოსახლეობა
 -  2002 შეფასებით 2 031 992 
 -  სიმჭიდროვე 94.51 ად კაცი/კმ2 
ვალუტა სერბული დინარი (RSD)
დროის სარტყელი UTC + 1
 -  ზაფხულის (DST) UTC + 2 (UTC)
სატელეფონო კოდი 381

VI საუკუნეში ვოევოდინას ტერიტორიაზე სლავები დასახლდნენ, IX საუკუნის ბოლოდან — უნგრელები. 1526-1918 წლებში უნგრეთის სამეფოსთან ერთად ჰაბსბურგთა მონარქიას ემორჩილებოდა. 1848-1849 წლებში ვოევოდინას ტერიტორიაზე სერბმა გლეხებმა მოაწყვეს ანტიფეოდალური გამოსვლები. 1848 წლის მაისში გამოცხადდა ვოევოდინის ავტონომია, რომელიც არ სცნო უნგრეთის რევოლუციურმა მთავრობამ. XIX საუკუნის შუა წლებში სრემის, ბანატისა და ბაჩკის გაერთიანების შედეგად შეიქმნა ვოევოდინის საჰერცოგო, რომელმაც 1860 წლამდე იარსება. 1918 წელს შევიდა სერბების, ხორვატებისა და სლოვენების სამეფოს (1929 წლიდან იუგოსლავია) შემადგენლობაში.

მოსახლეობა

რედაქტირება

ვოევოდინა ცნობილია თავისი მრავალეროვნობით. აქ უმეტესობას წარმოადგენენ სერბები, რომლებიც მოსახლეობის 65% შეადგენენ, აქ ასევე ცხოვრობენ უნგრელები — 14%, სლოვაკები — 3%, ხორვატები — 3%, მონტენეგროელები — 2%, რუმინელები — 1,5%, ბოშები — 1,5%, რუსინები — 0,5%.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება