ბოშები — ერი. საკუთარ თავს უწოდებენ „რომას“. ზოგიერთი ჯგუფები საკუთარ თავს მოიხსენიებენ როგორც „სინტი“. ბოშები წარმოშობით ინდოეთიდან მომდინარე ეთნიკური ჯგუფია. ცხოვრობენ ევროპის, აზიის, ამერიკისა და აფრიკის მრავალ ქვეყანაში, ასევე ავსტრალიაში.

ბოშა გოგონები

ინგლისელები მათ ტრადიციულად უწოდებენ Gypsies (Egyptians — „ეგვიპტელები“), ესპანელებიGitanos, ფრანგებიBohémiens (ბოჰემიელები), Gitans ან Tsiganes, გერმანელებიZigeuner, იტალიელებიZingari, ნიდერლანდელებიHeidens („კერპთაყვანისმცემლები“), უნგრელებიCigany ან Pharao nerek („ფარაონის ტომი“), ფინელებიmustalaiset („შავები“), თურქები — Çingerie, Çingane; ებრაელები — Tso’anim (צוענים), მომდინარეობს ბიბლიური ეგვიპტური პროვინცია – „ცოანიდან“. ამჟამად ევროპულ ენებში ფართოდ მკვიდრდება ბოშების ეთნონიმი – „რომა“.

სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემით ბოშათა რიცხვი მსოფლიოში 2,5 – 12 მილიონ ადამიანამდე მერყეობს. ყოფილ საბჭოთა კავშირში მათი რიცხვი ოფიციალური მონაცემით 175,3 ათასი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს დაახლოებით 20 ათასი ბოშა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ნაცისტებმა დახოცეს (იხ. პარაიმოსი).

ბოშები საუბრობენ ბოშების ენაზე, რომელიც რამდენიმე დიალექტად იყოფა. ასევე საუბრობენ იმ ერების ენაზეც, რომელთა შორისაც მომთაბარეობენ და ცხოვრობენ. ისინი ეწევიან მარგინალურ (მარგინალი-მომთაბარე) ცხოვრებას, რაც იმით გამოიხატება, რომ ისინი საზოგადოების მიერ გარიყულნი არიან და იძულებულნი არიან, რომ მომთაბარე ცხოვრებას მიჰყონ ხელი, რათა ცხოვრებისთვის საჭირო პირობები შეიქმნან.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება