მონტენეგროელები — ერი მონტენეგროში. საერთო რაოდენობა დაახლოებით 620 000 ადამიანია. ლაპარაკობენ სერბულ - ხორვატიული ენის შტოკავურ დიალექტზე. მორწმუნეთა უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, არიან მუსლიმანებიც. კულტურასა და ყოფაში ბევრი საერთო აქვთ სერბებთან, თუმცა ბუნებრივი პირობებით იზოლირებამ, მრავალსაუკუნობრივმა ბრძოლებმა, გასამხედროებულმა ყოფამ, შეაფერხა მონტენეგროს სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და ხელი შეუწყო პატრიარქალურ-ტომობრივი წყობის შენარჩუნებას. ტრადიციული საქმიანობაა მესაქონლეობა და მიწათმოქმედება, ხელოსნობა.

მონტენეგროელები
მონტენეგროს ეთნიკური სტრუქტურა
საერთო მოსახლეობა
620 000
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
მონტენეგროს დროშა მონტენეგრო 278 865
თურქეთის დროშა თურქეთი 250 000
სერბეთის დროშა სერბეთი 38 527
არგენტინის დროშა არგენტინა 30 000
ხორვატიის დროშა ხორვატია 4 517
მაკედონიის დროშა მაკედონია 2 686
სლოვენიის დროშა სლოვენია 2 667
კანადის დროშა კანადა 2 976
ენები

სერბული

ხორვატიული
რელიგიები ქრისტიანობა

ლიტერატურა

რედაქტირება