მოლდავეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

მოლდავეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, მოლდავეთის სსრ (მოლდ. Република Советикэ Сочиалистэ Молдовеняскэ, რუმ. Republica Sovietică Socialistă Moldovenească, რუს. Молда́вская Сове́тская Социалисти́ческая Респу́блика) — საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკა 1940 წლიდან 1991 წლამდე. მასში შედიოდა მოლდავეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიის ნახევარი, რომელიც 1940 წლამდე როგორც ავტონომიური რეგიონი უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში იყო, ასევე ბესარაბიის უდიდესი ნაწილი, რომელიც 1940 წლიდან საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა და უკრაინისა და მოლდავეთის საბჭოთა რესპუბლიკებს შორის გაიყო.

მოლდავეთის სსრ
მოლდ. РСС Молдовеняскэ


 

2 აგვისტო 194027 აგვისტო 1991
დროშა გერბი
ჰიმნი
მოლდავეთის სსრ ჰიმნი

მოლდავეთის სსრ (წითლად) საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში
დედაქალაქი კიშინიოვი
ენა მოლდავური, რუსული
რელიგია ათეიზმი
ფართობი 33.843 კმ²
მოსახლეობა 4.337.600 (1989 წლისთვის)
მმართველობის ფორმა სოციალისტური რესპუბლიკა

1991 წლის 27 აგვისტოს მოლდავეთის სსრ დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა და ქვეყანას ეწოდა მოლდოვა.

მოსახლეობა

რედაქტირება

რუსიფიცირება

რედაქტირება

მოლდავეთის სსრ-ის მოსახლეობამ, რომელიც მეტწილად რუმინელებისგან შედგებოდა, საბჭოთა პერიოდში ძლიერი რუსიფიკაცია განიცადა. ეს მოხერხდა რესპუბლიკაში დაახლ. 600.000 უკრაინელისა და დაახლ. 562.000 რუსის გადმოსახლებით. იმიგრაციის ძლიერი ტალღა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წამოვიდა.

ურთიერთობები რუმინეთთან

რედაქტირება

საბჭოთა პერიოდში რესპუბლიკის მოსახლეობის დედაენა რუმინული გადაირქვა მოლდავურად, დამწერლობა ლათინურიდან გადავიდა კირილიცაზე. ამით მოსკოვი ცდილობდა მოლდავეთის სსრ-ის რუმინეთთან ურთიერთობების შეზღუდვას. ამ ორ პოლიტიკურ რეგიონზე გაპობილ რუმინელი მოსახლეობისთვის, გახლეჩილი ოჯახების წევრებისთვის ერთმანეთთან მიმოსვლა ნებადართული არ იყო და მათი მიმოწერა მკაცრ ცენზურას ექვემდებარებოდა.

1989–1990 წლებში 45 წლის შემდეგ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები აღდგა.