დიალექტი
დიალექტი (ბერძ. διαλέγομαι [dialegomai] — „ერთად ლაპარაკი“) — გარკვეული ლიტერატურული ენის არასტანდარტიზებული ვარიანტი, მისი რეგიონულ-კუთხური ან სალაპარაკო ფორმა, რომელიც ამავე ენის სხვა დიალექტებისგან გარკვეული რაოდენობის ლექსიკური, სინტაქსური თუ ფონეტიკური თავისებურებებით გასხვავდება. მას იყენებს მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილი, თუმცა იგი ძირითადში გასაგებია სტანდარტული ენის მატარებლებისთვის.
ძირითადად დიალექტთა ორ ტიპს განასხვავებენ:
- ლოკალური დიალექტები (ანუ გეოგრაფიული დიალექტები, რომლებსაც გეოლექტებსაც უწოდებენ), რომელთაც შეისწავლის დიალექტოლოგია. ეს დიალექტები შეიძლება თანაარსებობდნენ ერთსა და იმავე დონეზე (მაგ. ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ყველა რეგიონში მეტ-ნაკლებად განსხვავებული ინგლისურით ლაპარაკობენ, მაგრამ არც ერთი ვარიანტი არ არის სხვებზე უპირატესი), ან სტანდარტულ ენასთან შედარებით დაბალ დონეზე იყოს მიჩნეული.
- სოციალური დიალექტები (სოციოლექტები), რომელთაც სოციოლინგვისტიკა შეისწავლის.
ცნება „დიალექტი“ განსხვავდება ცნებისგან „კილო“ (შეადარე ქართლური კილო), რომელიც ენის მხოლოდ ფონოლოგიურ ასპექტს მოიცავს. ასე მაგალითად, აჭარელს შეუძლია ლიტერატურულ ქართულ ენაზე აჭარული კილოთი ისაუბროს, მაგრამ არ შეუძლია სტანდარტიზირებულ ქართულად აჭარული დიალექტით ლაპარაკობდეს.
დიალექტური, კუთხური ენა ლიტერატურაშიც გამოიყენება, ძირითადად ამა თუ იმ რეგიონის ან გარკვეული მოსახლეობის ცხოვრებისეული რეალიების აღსაწერად.
ზღვარი სტანდარტულ ენასა და დიალექტს შორის
რედაქტირებადიალექტი გარკვეული ადამიანის დაბადებისა და ჩამოყალიბების ადგილთან იდენტურობის სფეროს მიეკუთვნება, რაც ურთიერთობას დიალექტის მატარებლისა და ლიტერატურულ-სტანდარტულ ენაზე მოლაპარაკეს შორის ემოციურად დატვირთულს ხდის. სრულიად უსაფუძლოდ არის გავრცელებული აზრი, თითქოს დიალექტი ლიტერატურულ ენასთან შედარებით უფრო „ნაკლოვანია“, მისი სოციალური ღირებულება სტანდანტიზებულ ენასთან მიმართებაში უფრო დაბალია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დიალექტსა და სტანდარტულ ენას შორის არსებული ზღვარი ხშირად პოლიტიკურ ნიადაგზეა შექმნილი.
ენებისა და დიალექტების ურთიერთდიფერენცირების პრობლემა
რედაქტირებაუპირველეს ყოვლისა, გერმანიკულ ენებზე მოლაპარაკეთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, რაც იმ მიზეზით აიხსნება, რომ მსოფლიოში არსებულ ენათა რაოდენობა არაა საბოლოოდ დადგენილი, ანუ
- თვითონ ენათმეცნიერებაში არ არსებობს რაიმე ზუსტი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდებოდა ენის დიალექტისაგან ერთმნიშვნელოვნად გარჩევა. ამდენადაა უცნობი, სულ მაინც რამდენი ენა არსებობს დედამიწის ზურგზე.
საქმე ის არის, რომ არსებობს ერთი ენის დიალექტები, რომლებიც
- 1. სრულიად გაუგებარია ამავე ენის სხვა დიალექტებზე მოსაუბრეთათვის.
- - ამის მაგალითად გამოდგება გერმანული ენის (ბავარიული, შვაბური) დიალექტები, ანდა იტალიური, ან ესპანური ენების დიალექტები.
- 2. არსებობს სხვადასხვა ენები, რომლებზე აზრის გაგებაც ზოგჯერ ლამის სიტყვასიტყვითაა შესაძლებელი სხვა მონათესავე ენებზე მოლაპარაკეთათვის.
- - ამის მაგალითია არაერთი სლავური ენის, ან თურქული ენის ცალკე ენებად თანაარსებობა.
- (სლავეთი: ეთნო-პოლიტიკური სიტუაცია სამხრეთ სლავეთში მიუხედავად უკიდურესი ენობრივი სიახლოვისა ისტორიულად ყოველთვის კონფლიქტურ ხასიათს ატარებდა).
- (სლავეთი: ეთნო-პოლიტიკური სიტუაცია სამხრეთ სლავეთში მიუხედავად უკიდურესი ენობრივი სიახლოვისა ისტორიულად ყოველთვის კონფლიქტურ ხასიათს ატარებდა).
- (თურქულენოვანი სამყარო: საკუთრივ თურქულის, აზერბაიჯანულისა და თურქმენულის მცოდნეთა შორის ურთიერთგაგებინებადობა).
- (თურქულენოვანი სამყარო: საკუთრივ თურქულის, აზერბაიჯანულისა და თურქმენულის მცოდნეთა შორის ურთიერთგაგებინებადობა).
არსებული ენათმეცნიერული წინააღმდეგობრივობის დასაძლევად ერთგვარ კომპრომისად მიღებულ და დამკვიდრებულ იქნა ორი ტერმინი;
- 1. ენების დიფერენციაცია მდებარეობის მიხედვით, ან გამო.
- 2. ენების დიფერენციაცია სიშორის მიხედვით, ან გამო.
ენებად დიფერენცირება მდებარეობის მიხედვით
რედაქტირებაენებად გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ან გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით განარჩევენ მონათესავე ენების წყვილებს, რომელთა შორის განსხვავება იმდენად მცირეა, რომ ურთიერთგაგებინება ორ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკეს შორის (1.) მეტად გაადვილებულია, ანდა (2.) სრულიად ადეკვატური. მიუხედავად ამისა, ასეთ ენებს სხვადასხვა სახელი გააჩნიათ და ხშირად სხვადასხვა სახელითვე ოფიციალურ ენებს წარმოადგენენ სხვადასხვა სახელმწიფოებში. მაგ.; (1.) სპარსული ირანში და ტაჯიკური ტაჯიკეთში; (2.) ხორვატული ხორვატიაში და სერბული სერბეთში.
ენებად დიფერენცირება სიშორის მიხედვით
რედაქტირებაენებად გეოგრაფიული სიშორის გამო, ან გეოგრაფიული სიშორის მიხედვით განარჩევენ მონათესავე ენების წყვილებს, რომელთა შორის განსხვავება იმდენად დიდია, რომ ურთიერთგაგებინება (1.) გაძნელებულია, ანდა (2.) სრულიად შეუძლებელი. მაგ.; (1.) რუსული და ჩეხური; (2.) ნორვეგიული და აფრიკაანსი.
დღეს არსებულ ენათაგან ნახევარი მოდის ინდონეზიაზე, მექსიკაზე, ბრაზილიაზე, კამერუნზე, ინდოეთზე, ჩინეთზე, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციაზე. სპეციალისტთა პროგნოზების მიხედვით, 2100 წლისთვის შეიძლება გაქრეს ენათა 90 პროცენტი: ენის შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ მასზე ლაპარაკობდეს არაუმცირეს რამდენიმე ათასი კაცისა.
ენათა ოჯახები
რედაქტირებამონათესავე ენები შეადგენენ ენათა ოჯახებს. ეს ოჯახები ძალიან განხსვავდებიან ერთმანეთისაგან როგორც მოლაპარაკეთა რაოდენობის, ასევე ენათა რაოდენობის მიხედვით. არის ე.წ. „გიგანტი-ოჯახები“, რომლებზე მოსაუბრეთა რიცხვი ასეულ მილიონს მოითვლის, არის აგრეთვე ე.წ. „ჯუჯა-ოჯახები“. უფრო მეტიც, მსოფლიოში არის ცალკეული ენები, რომლებიც არცერთ სხვა ენას არ ენათესავებიან. (მაგ.; ქაშმირში არსებული (ე.წ. იზოლირებული) ბურუშასკი ენა (Burushaski).
- მცირე ცნობები ბურუშასკი ენის შესახებ მოლაპარაკეთა რიცხვი 55 000 კაცს შეადგენს და დაიყოფა მინიმუმ ორ, - ხუნძა და ჲასინ დიალექტებად. მისი უმთავრესი მახასიათებლებია: 4 ნომინალური კლასი; ორი რიცხვი; კლასიფიცირებული მრავლობითი; მდიდარი მორფოლოგია; ძლიერ ანალიტიკური ზმნა; ბურუშასკი ქართული ენის მსგავსად ერგატიული ენაა. ახასიათებს მოთხრობითი და ნათესაობითი ბრუნვების სინკრეტულობა; გახლეჩილი ერგატიულობა (მოთხრობითობა); სიტყვათა თანმიმდევრობა: არსებითი სახელი - ობიექტი - ზმნა.
- (იხილეთ სტატია „ბურუშასკი“, გვერდი 133/1, წიგნში: Bußmann, Hadumod (გამომც.) : Lexikon der Sprachwissenschaft. Stuttgart: Kröner, 2002[მკვდარი ბმული].)
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დისკუსია: დიალექტი ვერსუს ენა დაარქივებული 2015-01-12 საიტზე Wayback Machine.