გერმანიკული ენები

(გადამისამართდა გვერდიდან გერმანული ენები)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გერმანიკული ენებიინდოევროპული ენათა ოჯახის ერთ-ერთი შტო, რომელიც დაახლოებით 15 ენას მოიცავს. გერმანიკული ენები გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ აფრიკაში და ოკეანეთის ქვეყნებში.

გერმანიკული ენების გავრცელების არეალი.
  ქვეყნები, სადაც მოსახლეობის უმეტესობა გერმანიკულ ენებზე ლაპარაკობს.
  ქვეყნები, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი (10 %-ზე მეტი) გერმანიკულ ენებზე ლაპარაკობს.

სხვადასხვა მონაცემებით, გერმანიკულ ენებს მშობლიურად მიიჩნევს ამ ენებზე დაახლოებით 700 მილიონ მოლაპარაკეთაგან 500 მილიონი კაცი, ხოლო დაახლოებით 200 მილიონი ადამიანი ამ ენათაგან ერთ-ერთს სასაუბრო, ან ე.წ. მეორე ენად გამოიყენებს.

გერმანიკული ენები მსოფლიოს ენათა შორის

რედაქტირება

ენებისა და დიალექტების ურთიერთდიფერენცირების პრობლემა

რედაქტირება

უპირველეს ყოვლისა, გერმანიკულ ენებზე მოლაპარაკეთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, რაც იმ მიზეზით აიხსნება, რომ მსოფლიოში არსებულ ენათა რაოდენობა არაა საბოლოოდ დადგენილი, ანუ

თვითონ ენათმეცნიერებაში არ არსებობს რაიმე ზუსტი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდებოდა ენის დიალექტისაგან ერთმნიშვნელოვნად გარჩევა. ამდენადაა უცნობი, სულ მაინც რამდენი ენა არსებობს დედამიწის ზურგზე.

საქმე ის არის, რომ არსებობს ერთი ენის დიალექტები, რომლებიც

1. სრულიად გაუგებარია ამავე ენის სხვა დიალექტებზე მოსაუბრეთათვის.
- ამის მაგალითად გამოდგება გერმანული ენის (ბავარიული, შვაბური) დიალექტები, ანდა იტალიური, ან ესპანური ენების დიალექტები.
2. არსებობს სხვადასხვა ენები, რომლებზე აზრის გაგებაც ზოგჯერ ლამის სიტყვასიტყვითაა შესაძლებელი სხვა მონათესავე ენებზე მოლაპარაკეთათვის.
- ამის მაგალითია არაერთი სლავური ენის, ან თურქული ენის ცალკე ენებად თანაარსებობა.
(სლავეთი: ეთნო-პოლიტიკური სიტუაცია სამხრეთ სლავეთში მიუხედავად უკიდურესი ენობრივი სიახლოვისა ისტორიულად ყოველთვის კონფლიქტურ ხასიათს ატარებდა.)
(თურქულენოვანი სამყარო: საკუთრივ თურქულის, აზერბაიჯანულისა და თურქმენულის მცოდნეთა შორის ურთიერთგაგებინებადობა.)

არსებული ენათმეცნიერული წინააღმდეგობრივობის დასაძლევად ერთგვარ კომპრომისად მიღებულ და დამკვიდრებულ იქნა ორი ტერმინი;

1. ენების დიფერენციაცია მდებარეობის მიხედვით, ან გამო.
2. ენების დიფერენციაცია სიშორის მიხედვით, ან გამო.

ენებად დიფერენცირება მდებარეობის მიხედვით

რედაქტირება

ენებად გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ან გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით განარჩევენ მონათესავე ენების წყვილებს, რომელთა შორის განსხვავება იმდენად მცირეა, რომ ურთიერთგაგებინება ორ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკეს შორის (1.) მეტად გაადვილებულია, ანდა (2.) სრულიად ადეკვატური. მიუხედავად ამისა, ასეთ ენებს სხვადასხვა სახელი გააჩნიათ და ხშირად სხვადასხვა სახელითვე ოფიციალურ ენებს წარმოადგენენ სხვადასხვა სახელმწიფოებში. მაგ.; (1.) სპარსული ირანში და ტაჯიკური ტაჯიკეთში; (2.) ხორვატული ხორვატიაში და სერბული სერბეთში.

ენებად დიფერენცირება სიშორის მიხედვით

რედაქტირება

ენებად გეოგრაფიული სიშორის გამო, ან გეოგრაფიული სიშორის მიხედვით განარჩევენ მონათესავე ენების წყვილებს, რომელთა შორის განსხვავება იმდენად დიდია, რომ ურთიერთგაგებინება (1.) გაძნელებულია, ანდა (2.) სრულიად შეუძლებელი. მაგ.; (1.) რუსული და ჩეხური; (2.) ნორვეგიული და აფრიკაანსი.

დღეს არსებულ ენათაგან ნახევარი მოდის ინდონეზიაზე, მექსიკაზე, ბრაზილიაზე, კამერუნზე, ინდოეთზე, ჩინეთზე, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციაზე. სპეციალისტთა პროგნოზების მიხედვით, 2100 წლისთვის შეიძლება გაქრეს ენათა 90 პროცენტი: ენის შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ მასზე ლაპარაკობდეს არაუმცირეს რამდენიმე ათასი კაცისა.

ენათა ოჯახები

რედაქტირება

მონათესავე ენები შეადგენენ ენათა ოჯახებს. ეს ოჯახები ძალიან განხსვავდებიან ერთმანეთისაგან როგორც მოლაპარაკეთა რაოდენობის, ასევე ენათა რაოდენობის მიხედვით. არის ე.წ. „გიგანტი-ოჯახები“, რომლებზე მოსაუბრეთა რიცხვი ასეულ მილიონს მოითვლის, არის აგრეთვე ე.წ. „ჯუჯა-ოჯახები“. უფრო მეტიც, მსოფლიოში არის ცალკეული ენები, რომლებიც არცერთ სხვა ენას არ ენათესავებიან. (მაგ.; ქაშმირში არსებული (ე.წ. იზოლირებული) ბურუშასკი ენა (Burushaski).

მცირე ცნობები ბურუშასკი ენის შესახებ მოლაპარაკეთა რიცხვი 55 000 კაცს შეადგენს და დაიყოფა მინიმუმ ორ, - ხუნძა და ჲასინ დიალექტებად. მისი უმთავრესი მახასიათებლებია: 4 ნომინალური კლასი; ორი რიცხვი; კლასიფიცირებული მრავლობითი; მდიდარი მორფოლოგია; ძლიერ ანალიტიკური ზმნა; ბურუშასკი ქართული ენის მსგავსად ერგატიული ენაა. ახასიათებს მოთხრობითი და ნათესაობითი ბრუნვების სინკრეტულობა; გახლეჩილი ერგატიულობა (მოთხრობითობა); სიტყვათა თანმიმდევრობა: არსებითი სახელი - ობიექტი - ზმნა.
(იხილეთ სტატია „ბურუშასკი“, გვერდი 133/1, წიგნში: Bußmann, Hadumod (გამომც.) : Lexikon der Sprachwissenschaft. Stuttgart: Kröner, 2002

ინდოევროპული ენები

რედაქტირება

ენათა ოჯახებიდან ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესია ინდოევროპული ენების ოჯახი. ამ ოჯახში შედის შემდეგი ენების ჯგუფები:

(ინდოევროპულ ენათა სია ტრადიციული თანამიმდევრობითაა ჩამოთვლილი)

შემდეგი სამი ენა არ შედის ინდოევროპულ ენათა ოჯახის არცერთ ჯგუფში, და სათითაოდ იქმნიან საკუთარ, ცალენოვან ჯგუფებს:

გარდა დასახელებული 10 ჯგუფისა, ან ენობრივი ერთეულისა, უწინ ინდოევროპულ ენებს აგრეთვე შეადგენდნენ აწ უკვე მკვდარი ენები:

გერმანიკული ენების ჯგუფები

რედაქტირება

გერმანიკული ენები სამ ჯგუფად დაიყოფა.

დასავლეთ-გერმანიკული ენები

რედაქტირება
სია-ჩამონათვალი ანბანურ რიგზე
- ენა მცირე ცნობები შენიშვნა
1. ანგლო-შოტლანდიური ზოგი მას ინგლისური ენის დიალექტად ასახელებს, - ძველი ინგლისური ენის შუა-შოტლანდიურ ენად.
გავრცელებულია შოტლანდიის დაბლობზე (ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთ ნაწილებში). სწორედ აქედან მომდინარეობს ამ ენის მეორე სახელწოდება - ქვემო შოტლანდიური (Lallans Scots, ინგლისურად Lowlands).
არ უნდა აგვერიოს კელტურ შოტლანდიურში, რომელსაც ასევე უწოდებენ შოტლანდიურ, ან გელურ (გაელური) ენას (საკუთარი წოდება Gàidhlig; ინგლისურად Gaelic, ან Scottish Gaelic) .
2. აფრიკაანსი ჩამოყალიბდა ნიდერლანდური და ბურების ენათა შერწყმის შედეგად. XVII საუკუნიდან მოყოლებული აფრიკაანსი იზოლირებულ მდგომარეობაში იმყოფება (ახალ)ნიდერლანდურისაგან, რამაც აფრიკაანსის დამოუკიდებელ აუსბაუ-ენად ჩამოყალიბება განაპირობა. დაახლოებით 1775 წლიდან აფრიკაანსი საერთოდ ცალკე ენად მიიჩნევა, რადგან ამდროისათვის კაპკოლონიის მცხოვრებთა უმეტესობა ნიდერლანდურს უკვე აღარ ფლობდა. ნიდერლანდურისაგან განსხვავებით აფრიკაანსი გამოირჩევა მორფოლოგიურ ფორმათა სიმარტივით და ნასესხობების სიუხვით. მოლაპარაკეთა რაოდენობა: 6 მილიონი, როგორც მეორე ენას ფლობს 16 მილიონი კაცი.
3. გერმანული - -
4. იდიში სამხრეთ და აღმოსავლეთ გერმანიის დიალექტების, ვაჭართა სიციოლექტების, ებრაული და სლავური (ძირითადად პოლონური) ნარევი ლექსიკის მქონე ენა. იდიშის მორფოლოგია, მორფოსემანტიკა, სინტაქსი განცდის უფრო გერმანული ენის გავლენას, ვიდრე სლავური ენებისას. გამოიყენებენ ებრაულ ანბანს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ თუ საკუთრივ ებრაულ ტექსტში ხმოვნების წერა არაა მიღებული, იდიშზე ხმოვნები გამოიყენება. ერთადერთი გამონაკლისის გარდა; ე.წ. სუფთა ებრაული წარმოშობის სიტყვებს იდიშშიც გაუხმოვანებლად წერენ. იდიშს გააჩნია უმცირესობათა ენის სტატუსი მოლდოვასა და შვედეთში.
იდიშზე მოლაპარაკენი მეორე მსოფლიო ომის წლებში ებრაელთა წინააღმდეგ განხორციელებული დევნის შედეგად გაფანტული არიან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (გერმანია, ბრაზილია, აშშ, ისრაელი, უკრაინა, მოლდოვა, პოლონეთი, ბელორუსი, რუსეთი, კანადა, არგენტინა, საფრანგეთი, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, ლიტვა, იტალია).
მოლაპარაკეთა რაოდენობა: 3 მილიონი კაცი.
5. ინგლისური - მოლაპარაკეთა რაოდენობა: 340 მილიონი კაცი აღიარებს მშობლიურ ენად, ხოლო 180 მილიონ კაცზე მეტი მას მეორე ან მესამე ენად მიიჩნევს.
6. ლომბარდიული - -
7. ნიდერლანდური - მოლაპარაკეთა რაოდენობა: 25 მილიონი
8. ფრიზიული - -

აღმოსავლეთ-გერმანიკული ენები

რედაქტირება
სია-ჩამონათვალი ანბანურ რიგზე
- ენა მცირე ცნობები შენიშვნა
1. ბურგუნდიული გავრცელების არეალი: დღევანდელი გერმანია, ბურგუნდია, იტალია გამქრალი ენა
2. გოთური გავრცელების არეალი: სამხრეთაღმოსავლეთი ევროპა. ქვეყნები: დაკია, ოიუმი, ნარბოს გალია, რომის ესპანეთი.
გოთებს გააჩნდათ საკუთარი დამწერლობა ე.წ. გოთური დამწერლობის სახელწოდებით.
შემორჩენილია ცნობები ყირიმის გოთურის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ გოთური ენის ერთ-ერთი დიალექტი უნდა ყოფილიყო. ყირიმის გოთურის გავრცელების არეალი ყირიმის ნახევარკუნძული (დღეს: უკრაინა) იყო.
IX საუკუნეში ქრება ისტორიის სარბიელიდან.
3. ვანდალური ჩრდილოეთ აფრიკა (კართაგენი), ესპანეთი გამქრალი ენა

ჩრდილოეთ-გერმანიკული ენები

რედაქტირება
სია-ჩამონათვალი ანბანურ რიგზე
- ენა მცირე ცნობები შენიშვნა
1. გოტლანდიური -
2. დანიური - მოლაპარაკეთა რაოდენობა: 5,5 მილიონი
3. ისლანდიური -
4. ნორვეგიული - მოლაპარაკეთა რაოდენობა: 5 მილიონი კაცი — ბოკმელსა (Bokmål) და ნინორსკზე (Nynorsk) მოლაპარაკეების საერთო რიცხვი
5. ფარერიული - მოლაპარაკეთა რაოდენობა: 65.000 კაცი
5. შვედური - მოლაპარაკეთა რაოდენობა: 10 მილიონი კაცი

დაახლოებით 2000 წლის წინათ, ჩრდილოეთ გერმანიის, დანიის და სამხრეთ სკანდინავიის ტერიტორიაზე ბინადრობდა მრავალი ტომი, რომლებიც ლაპარაკობდნენ თანამედროვე გერმანიკული ენების წინარე ენაზე. ყველაზე ადრეული წარწერა პრაგერმანიკულ ენაზე შემორჩენილია რუნული დამწერლობით და თარიღდება ძვ. წ. II საუკუნით.

გერმანიკული ენების ლექსიკური შედარებები

რედაქტირება
ქართული ინგლისური დანიური გერმანული ნიდერლანდური
კარგი good god gut goed
მწვანე green grøn grün groen
ახალგაზრდა young ung jung jong
წასვლა to go at gehen gaan
მოსვლა to come at komme kommen komen
ქონა (ყოლა) to have at have haben hebben
ვაშლი apple æble Apfel appel
თევზი fish fisk Fisch vis
წიგნი book bog Buch boek

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Wayne Harbert: The Germanic Languages. Cambridge University Press, Cambridge. ISBN= 0-521-80825-1, 2007
  • Claus Jürgen Hutterer: Die germanischen Sprachen. Ihre Geschichte in Grundzügen. VMA-Verlag, Wiesbaden, ISBN= 978-3-928127-57-8, 2008
  • Ekkehard König, Johan van der Auwera: The Germanic Languages. Routledge, London/New York. ISBN= 0-415-05768-X, 1994
  • Werner König, Hans-Joachim Paul: dtv-Atlas Deutsche Sprache. dtv. München. ISBN= 3-423-03025-9, 2005
  • Orrin W. Robinson: Old English and Its Closest Relatives. A Survey of the Earliest Germanic Languages, Stanford University Press, Stanford. ISBN= 0-8047-1454-1, 1992

ეტიმოლოგიური ლექსიკონები

რედაქტირება
  • Friedrich Kluge: Etymologisches Wörterbuch der deutschen Sprache. 24. Auflage. bearbeitet von Elmar Seebold. De Gruyter, Berlin/New York 2002, ISBN 3-11-017474-X.
  • C. T. Onions: The Oxford Dictionary of English Etymology. Oxford University Press, Oxford, 1966
  • Marlies Philippa et al.: Etymologisch woordenboek van het Nederlands. 4 Bände. Amsterdam University Press, Amsterdam 2003–2009. ISBN 978-90-8964-184-7.
  • Julius Pokorny: Indogermanisches etymologisches Wörterbuch. Francke Verlag, Bern/München, 1959

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება