გოთური დამწერლობა

გოთური დამწერლობა — ანბანი, რომლითაც დაწერილია გოთური ენის IV-VI საუკუნეების შემორჩენილი ძეგლები. ანბანის შექმნა მიეწერება ეპისკოპოს ულფილას (ვულფილას), რომელმაც IV საუკუნის შუა წლებში ბიბლია გოთურად თარგმნა. აქამდე გოთები იყენებდნენ რუნულ დამწერლობას, მაგრამ ულფილამ ჩათვალა, რომ რუნები ასოცირდებოდა წარმართობასთან და არ გამოდგებოდა წმინდა ტექსტის სათარგმნად. ახალი გოთური ანბანი შეიქმნა ბერძნულის საფუძველზე ლათინურის დახმარებით. ასოების სახელწოდება რუნათა სახელწოდებებიდან მოდის.

გოთური ანბანი
ტიპი: ანბანი
ენები: გოთური
დროის პერიოდი: ახ. წ. 300—500 წწ
წარმოებული დამწერლობები: ბერძნული ანბანი, ლათინური, რუნული დამწერლობის გავლენა
ISO 15924 კოდი: Goth

ასოები, ბერძნული ანბანის მსგავსად, ციფრებადაც გამოიყენებოდა. ამ შემთხვევაში ზემოდან ესმებოდა წერტილი ან შტრიხი. რაოდენობითი 90 და 900 აღინიშნებოდა სპეციალური ნიშნებით, რომლებსაც არ ჰქონდა ხმოვანი შესატყვისი.

ასო ტრანსლიტერაცია სახელწოდება IPA რიცხვითი მნიშვნელობა XML/HTML
𐌰   a Α ahsa / aza [a]?, [aː]? 1 𐌰
𐌱   b Β bairkan / bercna [b]? 2 𐌱
𐌲   g Γ giba / geuua [ɡ]? 3 𐌲
𐌳   d Δ dags / daaz [d]?, [ð]? 4 𐌳
𐌴   e Ε aiƕus / eyz [e]?, [eː]? 5 𐌴
𐌵   q Π qairþra (qairthra) / qertra [kʷ]? 6 𐌵
𐌶   z Ζ ezec [z]? 7 𐌶
𐌷   h H hagl / haal [h]? 8 𐌷
𐌸   þ, th Θ þiuþ (thiuth) / thyth [θ]? 9 𐌸
𐌹   i Ι eis / iiz [i]?, [iː]? 10 𐌹
𐌺   k Κ kusma / chozma [k]? 20 𐌺
𐌻   l Λ lagus / laaz [l]? 30 𐌻
𐌼   m Μ manna [m]? 40 𐌼
𐌽   n Ν nauþs (nauths) / noicz [n]? 50 𐌽
𐌾   j jer / gaar [j]? 60 𐌾
𐌿   u urus / uraz [u]?, [uː]? 70 𐌿
𐍀   p Π pairþra (pairthra) / pertra [p]? 80 𐍀
𐍁   Ϟ koppa 90 𐍁
𐍂   r R raida / reda [r]? 100 𐍂
𐍃   s S sauil / sugil [s]? 200 𐍃
𐍄   t Τ teiws / tyz [t]? 300 𐍄
𐍅   w Υ winja / uuinne [w]?, [y]? 400 𐍅
𐍆   f F faihu / fe [f]? 500 𐍆
𐍇   x X iggws / enguz [kʰ]? 600 𐍇
𐍈   ƕ, hw ƕair / uuaer [ʍ]? 700 𐍈
𐍉   o Ω oþal (othal) / utal [o]?, [oː]? 800 𐍉
𐍊   Ϡ sampi 900 𐍊

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება