ბალტიკური ენებიინდოევროპულ ენათა ოჯახის დამოუკიდებელი ჯგუფი. მოიცავს ლატვიურს, ლიეტუვურსა და აწ მკვდარ ძველ პრუსიულს. ბალტიკური ენების ჯგუფში ივარაუდება აგრეთვე რუსულ მატიანეებში მოხსენიებული გოლიადების, იატვიაგებისა და კურების (თუ კურონების) ენები. მკვლევართა დიდ ინტერესს იწვევს ბალტიკური ენების წარმომავლობისა და დანარჩენ ინდოევროპულ ენებთან, კერძოდ, სლავურ ენებთან (რომლებთანაც ბევრი რამ აქვს საერთო ლექსიკასა და გრამატიკაში) მიმართების საკითხი.

ბალტიკური ენების გავრცელება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება