სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რიცხვი (მრავალმნიშვნელოვანი).

რიცხვიგრამატიკაში, მორფოლოგიური კატეგორია, რომელიც გაარჩევს საგანთა ან მოქმედთა სიმრავლეს (ზოგ ენაშ აგრეთვე წყვილობას, სამობას) და არა სიმრავლეს. მრავლობითი ფორმა არა აქვს კრებით, განყენებულ და ნივთიერების აღმნიშვნელ სახელებს (მაგალითად: სტუდენტობა, იმპერიალიზმი, რძე...); ამგვარ შემთხვევებში ლაპარაკობენ „ოდენ მხოლობითის“ შესახებ. ზოგ ენაში კი, პირიქით, „ოდენ მრავლობითიანი“ სახელები გვაქვს (მაგალითად: რუს. очки, Чернила). რიცხვი წმინდა მორფოლოგიური კატეგორიაა ზმნებში, ზედსართავებში, სადაც სათანადო (მრავლობითის) აფიქსი მხოლოდ სინტაქსურ ურთიერთობას გადმოსცემს (კაცი მიდის — კაცები მიდიან, მთა მაღალი — მთანი მაღალნი), არსებით სახელებში კი საგნობრივ მიმართებასაც ცვლის (კაცი — კაცები), ზოგჯერ კი მხოლოდ საგნობრივი მიმართების შესაცვლელად გამოიყენება (სიტყვა — სიტყვანი, „ლექსიკონში შესატანი სიტყვების სია“). რიცხვი გამოიხატება, ე. ი. მრავლობითი გაირჩევა მხოლობითისაგან, აფიქსის დართვით (კაცი — კაც-ებ-ი), ფუძის ფლექსიით (გერმ. Bruder — „ძმა“ — Brüder — „ძმები“). ზოგჯერ ფუძის გაორმაგებით (დიდი სახლი — დიდ-დიდი სახლები) და ძირის შეცვლით (ადამიანი — ხალხი). მრავლობითის ფორმა ბევრ ენაში თავაზიანობის გამოხატვად გამოიყენება.

არსებობს რიცხვის გრამატიკული კატეგორიის შემდეგი ფორმები: ზინგულარი, ანუ მხოლობითი რიცხვი და პლურალი, ანუ მრავლობითი რიცხვი, მაგრამ მრავალ სხვადასხვა ენას მოეპოვება აგრეთვე დუალი, პარალი, ტრიალი, კვადრალი, პაუკალი და დისტრიბუტივი. აქედან ქართული ენა მხოლოდ მხოლობითსა და მრავლობით რიცხვს იცნობს, ამის გამო ჩამოთვლილ ცნებათაგან ლათინური ტერმინების ნაცვლად ძირითადად მხოლოდ რამდენიმე ცნებას (მხოლობითი, მრავლობითი, წყვილობითი) დაუმკვიდრდა ქართული შესატყვისები.

მაგ.: კლასიკურ არაბულ, სლოვენურ და სორბულ ენებს მთელი რიგი არსებითებისათვის აქვს დუალის, ან პარალის ფორმები, ებრაულ ენას კი წყვილი სხეულის ნაწილებისათვის (ხელები, ტუჩები, თვალები, ყურები...), ასევე რამდენიმე დროის გამომხატველი ცნებისათვის მოეპოვება.

დუალი ორს აღნიშნავს, ხოლო პარალი – წყვილს. მიუხედავად იმისა, რომ დუალსა და პარალს ყველა ენაში არა აქვთ სინონიმური დატვითვა ზოგან დუალს უწოდებენ გრამატიკული კატეგორიას, რომელსაც სიტყვის ფუნქციიდან გამომდინარე პარალი უნდა ერქვას.

მრავალ ენაში (მაგ.; ჩინურსა და იაპონურ ენებში) არ არსებობს რიცხვის გრამატიკული კატეგორია და საჭიროების შემთხვევაში რიცხვითი სახელის მეშვეობით, ანდა რაოდენობრივი მონაცემით განსაზღვრავენ.

მოყვანილი მაგალითიდან ჩანს, რომ იაპონური ამ შემთხვევაში ქართულის იდენტურია. განსხვავება ისაა, რომ იაპონური ენა საერთოდ არ მოიხმარს რიცხვს, როგორც გრამატიკულ კატეგორიას, ხოლო ქართულში კი მრავლობითი არსებობს, მაგრამ ერთხელ მარკირებული რაოდენობის შემდეგ არაა მიზანშეწონილი ამგვარი ტავტოლოგია. მრავალ ინდოევროპულ ენაში კი ზედსართავი გრამატიკულად უნდა შეუთანხმდეს რიცხვში არსებით სახელს. (იხილეთ კონგრუენცია) რიცხვითი სახელის მართებული გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს არსებით სახელთან, ზედსართავ სახელთან, ნაცვალსახელთან, ზმნასთან და არტიკლთან.

გარდა ამისა, ენაში არსებობს სიტყვები, რომლებსაც ან მხოლობით რიცხვში არ გააჩნია, ან მრავლობითი. ასეთ სიტყვებს ენათმეცნიერები ორად დააჯგუფებენ-ხოლმე და მათ ზინგულარია ტანტუმსა და პლურალია ტანტუმს უწოდებენ.

ქართული არსებითი სახელების (სახელობით ბრუნვაში) გრამატიკული რიცხვი:

მხოლობითი რიცხვი –ებ–იანი და ნართანიანი
მრავლობითი რიცხვი
შენიშვნა
წიგნი წიგნები, წიგნნი
სკოლა სკოლები, სკოლა
ოქრო ოქროები, ოქრო
ზღუდე ზღუდეები, ზღუდე
საოცრება საოცრებები, საოცრება
ტომი ტომები, ტომ
არდადეგებ პლურალე ტანტუმ (მხოლობითი რიცხვი არ გააჩნია,
არ აქვს აგრეთვე ნართანიანი მრავლობითი)
რძე ზინგულარე ტანტუმ (მრავლობითი რიცხვი არ გააჩნია)

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება