ნაცვალსახელი (სამეცნიერო ტერმინოლოგიაში აგრეთვე გამოიყენება ლათინური Pronomen ან Pronomina) — სიტყვა, რომელიც მიუთითებს საგანზე ან თვისებაზე (განსხვავებით სხვა სრულმნიშვნელობიანი სიტყვებისაგან — სახელებისაგან, რომლებიც ამათუ იმ საგანს ან თვისებას აღნიშნავენ).

ნაცვალსახელები შედის მითითებითი (დეიქტური) სიტყვების ჯგუფში ადგილისა და დროის ზმნისართებთან ერთად (აქ..., ახლა...). ისინი მნიშვნელობას (აღსანიშნ საგანთან მიმართებას) სამეტყველო სიტუაციის მიხედვით იცვლიან. ნაცვალსახელი შეიძ₾ება იყოს პირისა (მე, შენ, ის, ჩვენ, თქვენ, ისინი), კუთვნილებითი (ჩემი, შენი, მისი, ჩვენი, თქვენი, იმათი), ჩვენებითი ანუ მითითებითი (ეს, ის, ეგ, მაგ... ესენი, ისინი... ასეთი, ისეთი, აგეთი, მაგეთი... ამისთანა, მაგისთანა...), კითხვითი (ვინ, რა, რომელი, როგორი), მიმართებითი (ვინც, რაც, რომელიც, როგორიც...), განუსაზღვრელობითი (ვინმე, რამე, რომელიმე... ვიღაც, რაღაც, რომელიღაც... ზოგი...), ურთიერთობითი (ერთმანეთი, ურთიერთი, ერთიმეორე...), განსაზღვრებითი (თვით, თავად...), უარყოფითი (არავინ, ვერავინ, ნურავინ... აღარავინ...) და სხვა. ნაცვალსახელი შესატყვებაში შეიძლება შეენაცვლოს არსებით სახელს, ზედსართავს, რიცხვით სახელს, შეიძლება გამოვლინდეს წინადადების სხვადახვა წევრად (მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არა ამოვკრეფ კიტრად ბერად; შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად; მერმე ვიშიშვი, მეფეო, თქვენად კადრებად ამისად; რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია; ვინცა იყოს უარესი, თავშიშველი სამ დღე ვლიდეს; მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე; ზოგნი ნდომით შეჰფრინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულ-წასრულად; რას მაქნევდით, რა გინდოდათ, ერთმანეთსა რითა ვჰგვანდით; უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების...).

ლიტერატურარედაქტირება