ტავტოლოგია
ვიკიპედიის მრავალმნიშვნელობის გვერდი
ტავტოლოგია (ბერძნ. tautologis<tautos - იგივე da logos - სიტყვა) — ერთი და იმავე ცნების, აზრის ან გრძნობის გამოხატვა სხვა, აზრობრივად ახლო მდგომი სიტყვებით.
- პოეტურ ენაში ტავტოლოგია ვლინდება როგორც გამეორების ერთ-ერთი სახე, რომელიც აძლიერებს სიტყვის ემოციურ-მხატვრულ გამომსახველობით ღირსებას, ანიჭებს მას ესთეტიკურ მნიშვნელობას. საერთოდ კი ტავტოლოგია ხასიათდება სიტყვათა უადგილო, უფუნქციო გამეორებით. მაგ., ტავტოლოგიურია გლახა ჭრიაშვილის მეტყველება („გლეხთა განთავისეუფლების სცენები“, ი. ჭავჭავაძე).
- ლოგიკაში - ლოგიკის ფორმალური ენის გამოსახულება, რომელიც ამ ენის ყოველ ინტერპრეტაციაში ჭეშმარიტი წინადადებაა. იგივეა, რაც ლოგიკის კანონი. ლოგიკურად ჭეშმარიტი წინადადება, ზოგადმართებული ფორმულა. ტრადიციულ ლოგიკაში - ისეთი შეცდომა განსაზღვრებაში, როდესაც განმსაზღვრელი იმეორებს განსაზღვრულს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 637.