სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სიტყვა (გაზეთი).

სიტყვა — ბგერათშეერთება, რომელსაც საგნობრივი (ლექსიკური) მნიშვნელობა აქვს. სიტყვა დამოუკიდებელი ენობრივი ერთეულია და ენაში მას ბგერის, ან მარცვლისაგან განსხვავებით (ერთი, ან რამდენიმე) დამოუკიდებელი მნიშვნელობა გააჩნია.

ქეგლი: „სიტყვა'“

რედაქტირება

თვითონ სიტყვას ქართულში მრავალი მნიშვნელობა გააჩნია. „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ მე-4 ტომის (1960 წ.) 1079 გვერდზე მოცემულ განმარტებაში სიტყვის 10-მდე მნიშვნელობას და სიტყვით წარმოებულ მეტად ფრაზეოლოგიას ვკითხულობთ.

გარდა (1.) საგნობრივი მნიშვნელობისა, სიტყვა შეიძლება ნიშნავდეს; (2.) მეტყველება, ენა; (3.) ლაპარაკი, საუბარი; (4.) ნათქვამი, თქმული; (5.) სათქმელი; (6.) საჯარო გამოსვლა, მოხსენება; (7.) პირობა; (8.) ბრძანება, გადაწყვეტილება; (9.) რთული ფუძის მეორე შემადგენელი ნაწილი. ბოლოსიტყვა, წინასიტყვა, ავსიტყვა.

ძველი ქართული ენის ლექსიკონი: „სიტყვა“

რედაქტირება

ილია აბულაძის „ძველი ქართული ენის ლექსიკონი“ (თბილისი: მეცნიერება, 1973 წ.) 394/2 გვერდზე „სიტყვა“ მოცემულია ორ მეტყველების ნაწილად, კერძოდ; ზმნისა და არსებითი სახელის სახით.

  1. სიტყუა თქმა, „საუბნარება“, მეტყველება, თხრობა, „მიმოდება“. („ეტყოდა მათ“; „რომელი იტყჳს გმობასა“; „არათუ პირისაგან და ბაგეთა მამისა ძისათა იტყუების“ და ა.შ..)
  2. სიტყუა (სიტყჳსა) თქმული, მცნება, საუბარი, ანგარიში, ამბავი, ბრძანება. („ერთი ასოთაგანი, გინა თუ სიტყუაჲ ერთი უჴმარ არს წიგნი იგი.“)

ქსე: „სიტყვა“

რედაქტირება

„ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ (თბილისი, 1985 წ.) მე-9 ტომში (403/2 გვერდზე) მოცემული განმარტების თანახმად, სიტყვა არის ენის ძირითადი სტრუქტურულ-სემანტიკური ერთეული, რომელიც მოლაპარაკეთათვის ფსიქოლოგიურ რეალობას წარმოადგენს. მის განსხვავებულ მხარეებს შეისწავლის ენათმეცნიერების სხვადასხვა დარგი.

  1. ლექსიკოლოგია სწავლობს სიტყვას მნიშვნელობის თვალსაზრისით.
  2. მორფოლოგია სწავლობს სიტყვის აგებულებას, სტრუქტურას.
  3. სინტაქსი სწავლობს სიტყვის ფუნქციას წინადადებაში.

ენობრივ ერთეულთა იერარქიაში სიტყვაზე მცირე ერთეულია მორფემა (სიტყვა შედგება ერთი ან მეტი მორფემისაგან, მასზე მსხვილია წინადადება.)

სიტყვის აგებულება სხვადასხვა ენაში სხვადასხვაგვარია. ამიტომ თითქმის შეუძლებელია ყველა ენისთვის ზოგადი დეფინიციის დადგენა. სადავოა სიტყვის არსებობა ამერიკის ინდიელთა ინკორპორაციულ ენებში, რომლებშიც ე.წ. სიტყვა წინადადების ურთულესი კომპლექსებია. თვით ერთ ენაში გვხვდება განსხვავებული ტიპის სიტყვები. ზოგიერთ ენათმეცნიერულ მიმდინარეობაში (მაგ. ამერიკულ დესკრიფციულ ლინგვისტიკაში) იყო ცდები სიტყვა ძირითადი ენობრივი ერთეულებიდან ამოერიცხათ და ენათმეცნიერულ ანალიზში მისი ადგილი მორფემას დაეკავებინა, მაგრამ ამგვარი ცდები უშედეგო აღმოჩნდა.

ენათმეცნიერების ლექსიკონი

რედაქტირება

გერმანულენოვან ლინგვისტურ სამყაროში მეტად ცნობილი ჰადუმოდ ბუსმანისა და მეცლერის ენათმეცნიერების ლექსიკონები სიტყვას შემდგნაირად განმარტავენ:

ბუსმანის ენათმეცნიერების ლექსიკონი

რედაქტირება

მეცლერის ენათმეცნიერების ლექსიკონი

რედაქტირება

„სიტყვა“ ზოგადენათმეცნიერული თვალსაზრისით

რედაქტირება

სიტყვა არის ენის ძირითადი შემადგენელი ერთეული და ამდენად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენათმეცნიერული ცნება-ტერმინიც. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცნების (–„სიტყვა“) დეფინიციის სირთულის გამო მრავალი საკამათო მოსაზრება მოიპოვება, მაინც არსებობს 5 მთავარი მახასიათებელი, რომლითაც სიტყვას განსაზღვრავენ.

  1. სიტყვა არის ერთ-ერთი მთავარი და მეტ-ნაკლებად სტაბილური ერთეული.
  2. სიტყვა გამოიყენება ჩვენს ირგვლივ არსებული სინადვილის მოვლენათა აღსანიშნავად, ამ მოვლენათა ჩვენს ცნობიერებაში განზოგადებული ანარეკლის საფუძველზე;
  3. სიტყვა წარმოადგენს ბილატერალურ (ორმხრივ) ერთეულს, რომელშიც მატერიალური ფორმა (ფორმატივი) შეერწყმის იდეურ შინაარსს (მნიშვნელობა);
  4. სიტყვა წარმოადგენს ფონეტიკურ-ფონოლოგიურსა და მორფემატულ ერთეულს, რომელიც გრამატიკულად ფორმდება;
  5. სიტყვა არსებობს ენაში როგორც მზა მასალა სახელწოდებითი ფუნქციით, რომელიც მეტყველებაში ვითარებათა დასახატავად წინადადებად გადაიქცევა ხოლმე.

სიტყვის აგებულება

რედაქტირება

სიტყვის, როგორც ყველაზე მცირე და დამოუკიდებელი მნიშვნელობის მტარებლის გაანალიზებისას შეიძლება განვასხვაოთ გარკვეული მორფემები (სიტყვის და ფორმის მწარმოებელი ელემენტი):

ა.
ბ.
გ.
დ.

იხილეთ ასევე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ნ. სტურუა: სიტყვა როგორც ენობრივი ერთეული. თბილისი, 1975.
  2. ბ. ფოჩხუა: ქართული ენის ლექსიკოლოგია. თბილისი, 1974.
  3. თ. შარაძენიძე: თანამედროვე ენათმეცნიერების თეორიული საკითხები. თბილისი, 1972.