ფონოლოგია
ფონოლოგია არის სტრუქტურული ენათმეცნიერების საფუძველზე წარმოქმნილი სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც შეისწავლის ენაში არსებულ ბგერათა მნიშვნელობის განმასხვავებელ ფუნქციას.
თუ ფონეტიკა მეტყველებაში ფონემათა რეალიზაციითაა დაკავებული, ფონოლოგია ცდილობს აღმოაჩინოს, აღწეროს და განსაზღვროს ენის ფონემები, მათ შორის დისტინქტიურ (განმასხვავებელ) ფონეტიკურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 364.