წინადადება
წინადადება — სიტყვა, ან სიტყვათა ჯგუფი, რომელიც დასრულებულ აზრს გამოხატავს.
ქართული ენის მორფოლოგიური აგებულებიდან გამომდინარე, წინადადება განისაზღვრება როგორც შესიტყვება, რომელსაც უმთავრესად ქმნის უღლებადი სიტყვა ზმნა და მასთან დაკავშირებული სახელები.
- წინადადებას, წინადადების წევრებს და მათ ურთიერთკავშირს შეისწავლის სინტაქსი. სინტაქსი გრამატიკის ნაწილია, რომელიც შეისწავლის სიტყვათა შეკავშირების წესებს და არკვევს სიტყვა–ფორმის ფუნქციას წინადადებაში.
წინადადების წევრი - სრულმნიშვნელოვანი სიტყვა
რედაქტირებაწინადადებაში შემავალ სრულმნიშვნელოვან სიტყვას წინადადების წევრი ჰქვია.
წინადადების წევრები
რედაქტირებატრადიციული გრამატიკების (სინტაქსის) თანახმად, ქართულ ენაში წინადადების წევრებია:
- ქვემდებარე,
- შემასმენელი,
- პირდაპირი დამატება,
- ირიბი დამატება,
- უბრალო დამატება,
- განსაზღვრება,
- გარემოება.
წინადადების მთავარი წევრები
რედაქტირებაქართულში წინადადების მთავარი წევრებია:
- ქვემდებარე,
- შემასმენელი.
- პირდაპირი და ირიბი დამატებები.
წინადადების არამთავარი წევრები
რედაქტირებამეორეხარისხოვანი წევრებია;
- უბრალო დამატება,
- განსაზღვრება,
- გარემოება.
სინატაქსური რელაციები
რედაქტირებამთავარი და მეორეხარისხოვანი წევრები ერთმანეთთან სინტაქსურ წყვილებს (სინტაგმებს) ქმნიან. სინტაქსური ურთიერთობის ძირითადი სახეებია: შეთანხმება, მართვა და მირთვა.
შეთანხმება
რედაქტირებაშეთანხმება ჰქვია სიტყვათა სინტაქსური ურთიერთობის ისეთ სახეს, როდესაც დაქვემდებარებული სიტყვა იმ ფორმას იღებს, რომელიც აქვს მთავარ (დომინანტ) სიტყვას (ახალი წიგნი, ახალმა წიგნმა...).
მართვა
რედაქტირებამართვა ეწოდება სინტაქსური ურთიერთობის ისეთ სახეს, რომლის დროსაც მთავარი სიტყვა დაქვემდებარებულისაგან იმ ფორმას მოითხოვს , რომელიც მას არ აქვს (საერთოდ ან მოცემულ შემთხვევაში).
მირთვა
რედაქტირებამირთვა ეწოდება შეკავშირების ისეთ სახეს, როდესაც ძირითადი სიტყვა დამოკიდებულს მხოლოდ აზრობრივად, შინაარსობრივად იკავშირებს. ამგვარი შეკავშირება მაშინაა შესაძლებელი, თუ დაქვემდებარებული სიტყვა ფორმაუცვლელია.
წინადადების ტიპები
რედაქტირებამოდალობის მიხედვით
რედაქტირებამოდალობის, ანუ შინაარსის მიხედვით წინადადება შეიძლება იყოს თხრობითი, კითხვითი, ბრძანებითი, ძახილისა და კითხვა-ძახილის.
თხრობითი წინადადება
რედაქტირებათხრობითია წინადადება რომელიც მოგვითხრობს რაიმე ამბავზე.
კითხვითი წინადადება
რედაქტირებაკითხვითია წინადადება რომელიც კითხვას შეიცავს.
ბრძანებითი წინადადება
ბრძანებითია წინადადება რომელიც მოითხოვს მთქმელის ნება–სურვილის შესრულებას.
ძახილის წინადადება
რედაქტირებაძახილისაა წინადადება რომელიც ადამიანის გრძნობას გამოხატავს.
კითხვა-ძახილის წინადადება
რედაქტირებაკითხვა-ძახილისაა წინადადება, რომელის ადამიანის გრძნობას და კითხვას გამოხატავს.
აგებულების მიხედვით
რედაქტირებააგებულების მიხედვით წინადადება ქართულში სამი სახისაა: მარტივი, შერწყმული და რთული.
- მარტივია წინადადება, რომელშიც მხოლოდ თითო მთავარი წევრია წარმოდგენილი. შემადგენელ მთავარ წევრთა მიხედვით ქართულში მარტივი წინადადება შეიძლება იყოს ერთ, ორ, სამ და ოთხშემადგენლიანი.
- შერწყმულია წინადადება, რომელშიც რამდენიმე ერთგვარი წევრი მოიპოვება (მაგ.: რამდენიმე ქვემდებარე, რამდენიმე შემასმენელი, რამდენიმე დამატება და ა.შ.) და ისინი ერთსა და იმავე წევრს მიემართებიან.
- რთულია წინადადება, რომელიც წარმოქმნილია ორი, ან მეტი მარტივი თუ შერწყმული წინადადების შეერთებით. რთული წინადადება ორგვარია: თანწყობილი და ქვეწყობილი.
- თანწყობილი წინადადება შედგება სინტაქსურად თანასწორი წინადადებებისგან.
- ქვეწყობილი წინადადება შედგება სინტაქსურად არათანასწორი წინადადებებისგან, რომელთაგან ერთი მთავარია, მეორე – დამოკიდებული.
რთული ქვეწყობილი წინადადების კომპონენტთა შეერთება შეიძლება საკავშირებელი სიტყვების მეშვეობითაც და უკავშიროდაც. კავშირიანი შეერთების დროს გამოიყენება:
- (1.) მაქვემდებარებელი კავშირები,
- (2.) მიმართებითი ნაცვალსახელები,
- (3.) მიმართებითი ზმნიზედები.
ფუნქციის მიხედვით დამოკიდებულ წინადადებათა კლასიფიკაცია ხდება იმის გათვალისწინებით, თუ რა როლს ასრულებს ის მთავართან მიმართებით, ფუნქციურად მიემართება ის მთლიანად მთავარს (მთავრის მიმართ დამოკიდებული: პირობითი, შედეგობითი...) თუ მთავრის რომელიმე წევრს (ქვემდებარული, პირდაპირდამატებითი, ირიბდამატებითი, განსაზღვრებითი, ადგილის გარემოებითი).
ლიტერატურა
რედაქტირება- კვაჭაძე, ლეო: თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი. გამოც. მე-2. თბილისი, 1977.
- Bußmann, Hadumod: Lexikon der Sprachwissenschaft. Herausgegeben von Hadumod Bußmann. Dritte, aktualisierte und erweiterte Auflage. Stuttgart: Kröner 2002.