გარემოება (ქართული ენა)
(გადამისამართდა გვერდიდან გარემოება)
გარემოება – ჰქვია წინადადების არამთავარ წევრს, რომელიც ჩვეულებრივ ზმნას ახლავს და გვიჩვენებს, თუ სად, როდის, როგორ, რატომ ან რისთვის ხდება მოქმედება. გარემოება იშვიათად შეიძლება ახლდეს ზედსართავ სახელსა და ზმნიზედას .გარემოება გადმოიცემა ზმნიზედითა და ბრუნებადი სიტყვით (სახელითა და სახელზმნით).