სინტაგმა
სინტაგმა (ბერძ. σύνταγμα) — შესიტყვება, ორი ან მეტი ენობრივი ერთეულის შეხამება მეტყველების ნაკადში. რამდენადაც მეტყველება სმენით აღიქმება, იგი დროში განფენილობით ხასიათდება. ამიტომ მეტყველების ნაკადში ერთმანეთს შეეხამება ერთმანეთის მომდევნო ერთეულები. ჩვეულებრივ სინტაგმას ქმნიან სიტყვათა შეხამებები (შესიტყვებები): „სახლის + წინ“, „ქვითკირის + სახლი“, „სახლში + შევიდა“, „სახლი + დაინგრა“... მათ გარეგან სინტაგმას უწოდებენ. მაგრამ სინტაგმას შეიძლება ქმნიდეს ისეთი ენობრივი ერთეულები, რომლებიც სიტყვაზე მოკლეა: „გადა+სახლება“, „სახლ-ეული“, „სახლ+კარი“, „სახლ+მმართველობა“... ამ შემთხვევაში შინაგან სინტაგმაზე ლაპარაკობენ. სინტაგმა შეიძლება შედგებოდეს სიტყვაზე უფრო გრძელი ერთეულებისაგანაც: „მაღლობზე დგას + ორსართულიანი ქვითკირის სახლი“.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ფოჩხუა გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 374.