სინტაგმატიკა
სინტაგმატიკა — მოძღვრება მეტყველების ნაკადის სინტაგმებად (შესიტყვებებად) დაყოფის შესახებ. სინტაგმატიკა იკვლევს იმას, თუ ერთი ტიპის ენობრივ ერთეულთა შორის (მაგ., სიტყვათა, აგრეთვე ფონემათა, მორფემათა და სხვ. შორის) რომელი ერთეულების მეზობლობაა დასაშვები ამ თუ იმ ენაში და რომელი არა.