თურქმენული ენა
თურქმენული ენა (თურქმენულად Türkmen dili) — თურქმენეთის სახელმწიფო ენა. იგი მიეკუთვნება თურქულ ენათა სამხრეთ-დასავლურ ოღ(უ)ზურ ჯგუფს.
თურქმენული Türkmen dili | |
გავრცელებულია | თურქმენეთი, ირანი, ავღანეთი, თურქეთი |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | დაახ. 8 მლნ. (1995–2009)[1] |
ოფიციალური სტატუსი | ოფიციალური ენა თურქმენეთში |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ალთაური
|
დამწერლობის სისტემა | ლათინური |
ენის კოდები | ISO 639-1: tk ISO 639-2: tuk ISO/FDIS 639-3: tuk |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-tk}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — თურქმენული |
თურქმენული ენის გავრცელება და მცირე ისტორია
რედაქტირებათურქმენულის სახელწოდებით ცნობილ სხვა ენებზე ლაპარაკობენ ერაყში, ირანში (ხორასანში), ავღანეთსა და თურქეთში. თურქმენული ძალიან ახლოს დგას აზერბაიჯანულთან და თურქულთან, მეტ-ნაკლები სიახლოვე გააჩნია სალართან (ჩინეთი) და ყირიმის თათრულთან.
თურქმენული ენა მომდინარეობს ოღ(უ)ზ-თურქულიდან. რომელზედაც 1. ათასწლეულში შუა ხანების შუა აზიაში ლაპარაკობდნენ. თურქმენთა წინაპრები სელჯუკები იყვნენ, რომელთაც შუა აზიაში უზარმაზარი სახელმწიფო ჰქონდათ. სელჯუკთა ერთი ნაწილი მოგვიანებით ანატოლიაში გადასახლდა, რომელთა ენა XX საუკუნის დასაწყისამდე ოსმალურად, ხოლო დაახლოებით ქემალ ათათურქის მიერ თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან კი თურქულ ენად იწოდება.
თურქმენული, აზერბაიჯანული და თურქული ენები თურქულ ენათა საერთო მონათესავე ჯგუფს მიეკუთვნებიან. ეს სამი ენა ერთმანეთთან ისე ახლოს დგას, რომ ურთიერთგაგება თურქმენს, აზერბაიჯანელსა და თურქს შორის შეიძლება დაუბროლებრივ მიმდინარეობდეს. ამ მიზეზის გამო ზოგი ენათმეცნიერი ამ თურქულ ენებს ენობრივ კონტინუუმად განიხილავს, რაც თავის მხრივ წყალს ასხამს პანთურქულ იდეას ყველა თურქული მოდგმის ტომისა და ხალხის ერთიან ისლამურ სახელმწიფოში ცხოვრების შესახებ.
სიტყვა „თურქმენის“ ეტიმოლოგიისათვის
რედაქტირებაეთნონიმი „თურქმენი“ (Türkmen) ოღ(უ)ზ-თურქული წარმოშობისაა. ამ სიტყვით განარჩევდნენ ძველთურქული რელიგიის აღმსარებელ ოღუზებს გამაჰმადიანებული ოღუზებისაგან. სიტყვასიტყვით „თჲურქმენ“ ნიშნავს „თურქი ვარ-ს“.
ენის გავრცელება და მცირე ისტორია
რედაქტირებათურქმენული ლიტერატურა მოიცავს ოღუზ-თურქული ხანის მრავალ ეპოსს, როგორიცაა მაგ.; „დედე გორყუთი“ („Dede Gorqut“) „ქოროღლი“ („Köroğlu“). შუა საუკუნეების ჩაგატაიურმა ლიტერატურამ გავლენა იქონია თურქმენულზე, რის შედეგადაც XVIII საუკუნეში იგი სალიტერატურო ენად ჩამოყალიბდა. თურქმენული ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია, ეროვნული პოეტი მაჰმუთყული (Mahmutquli).
თურქმენთა დამწერლობა
რედაქტირებასავარაუდოდ, ოღუზ-თურქები თავდაპირველად რუნული ანბანით წერდნენ, ხოლო მოგვიანებით კი უიღურულს გამოიყენებდნენ. გამაჰმადიანების შემდეგ, დაახლოებით X საუკუნეში დამკვიდრდა არაბული დამწერლობა. XX საუკუნეში, 1929 წელს შემოღებულ იქნა ლათინური ანბანი, ხოლო 1938 წელს კირილური ანბანის გამოყენებას მიჰყვეს ხელი. 1991 წელს ისევ იქნა შემოღებული ლათინური ანბანის განახლებული, ხელახლა სისტემატიზირებული სადამწერლობო ვარიანტი, რომელიც 1929 წლისდროინდელისაგან საკმაოდ განსხვავდება. თურქმენების დიდი ნაწილი კარგად ფლობს რუსულ ენას. თურქმენები ცხოვრობენ ერაყში, ირანსა და ავღანეთში, თუმცა იქაც შესაბამისი ენებისა და სადამწერლობო სისტემების კონკურენციაში უწევთ ცხოვრება. თუქმენული ენა არაბულის, სპარსულისა და დარის დიდ გავლენას განიცდის არა მარტო ლექსიკალურ დონეზე, არამედ ელემენტარულად წერა-კითხვაც მათი საცხოვრისის მიხედვით ადაპტირებულია ხსენებული ქვეყნების სადამწერლო სისტემებს ერაყში მორგებულია საკუთრივ არაბულზე, ხოლო ირანსა და ავღანეთში კი ირანულისა და დარის სათანადო ვარიანტებზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- Austin, Peter k.(გამომც.); 1000 Sprachen (lebendig, gefährdet, vergangen). "Spektrum". ISBN 97-3-8274-2100-5 (იხ. სტატია "Turkmenisch", გვერდი 147.)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Turkmen - English Dictionary დაარქივებული 2013-05-23 საიტზე Wayback Machine.
- Turkmen - English / English - Turkmen Dictionary (a) დაარქივებული 2019-08-24 საიტზე Wayback Machine.
- Turkmen - English / English - Turkmen Dictionary (b) დაარქივებული 2012-09-13 საიტზე Wayback Machine.
- Turkmen - English Dictionary დაარქივებული 2004-04-13 საიტზე Wayback Machine.
- Turkmen - English / English - Turkmen Dictionary (Freelang)