ალთაური ენები
ალთაური ენები — კონტრავერსიული, შემოთავაზებული ენათა ოჯახი, რომელშიც აერთიანებენ თურქულ, მონღოლურ და ტუნგუსურ-მანჯურიულ ენებს. მასში დაახლოებით 60 ენა შედის. გავრცელებულია აზიაში და აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთიდან მაგადანის ოლქამდე და ტაიმირიდან ფარსამდე (ირანი) აგრეთვე რიუკიუს კუნძულებზე (იაპონია). ალთაური ოჯახი ამ მომენტისთვის არ არის აკადემიურად დამოწმებული. ალთაურ ენებზე მოსაუბრე ხალხთა საერთო რაოდენობა არის 380 მილიონ ადამიანზე მეტი. (2004 წლის მონაცემებით).
კლასიფიკაცია
რედაქტირებაყველაზე გავრცელებული თვალსაზრისით ალთაურ ოჯახში შედის თურქული, მონღოლური, ტუნგუსური ენები, მაქსიმალურ ვერსიაში ასევე კორეული და იაპონურ-რიუკიუს ენა (ნათესაობა ამ ორ უკანასკნელ ჯგუფს შორის ჰიპოთეტურია).
ალთაური ენის დაშლა თარიღდება დაახლოებით V ათასწლეულებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ალთაური ენები იყოფა სამ ოჯახად:
- დასავლეთის, (თურქულ-მონღოლური), რომლის დაყოფა თარიღდება IV ათასწლეულით ჩვენს წელთაღრიცხვამდე: თურქულ და მონღოლურ შტოებად.
- ცენტრალური, ტუნგოსურ შტოებად
- აღმოსავლეთი, იაპონურ კორეული, რომლის დაყოფა თარიღდება III ათასწლეულით ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
ისტორია
რედაქტირებაიდეა, რომ თურქული, მონღოლური და ტუნგოსური ენები ერთმანეთის უახლოესი ნათესავები იყო, პირველად გამოქვეყნდა 1730 წელს ფილიპ იოჰან ფონ სტრალენბერგის მიერ, შვედეთის ოფიცერი, რომელიც იმყოფებოდა აღმოსავლეთ რუსეთის იმპერიაში ტყვედ დიდი ჩრდილოეთის ომის შემდეგ. სტრალენბერგი ფაქტობრივად დაუპირისპირდა იდეას უფრო მჭიდრო კავშირს ენებისა, რომელიც შემდგომ ცნობილი გახდა როგორც ალთაური ენები. ნიკოლოზ პოპპე წარმოგვიდგენს შემდეგი სახით.
თუმცა სტრალენბერგის კლასიფიკაცია იმსახურებს ხსენებას, როგორც პირველი მცდელობა კლასიფიკაციისა დიდი რაოდენობით ენებისა, რომელთაგანაც ერთ-ერთი არის ალთაური. ტერმინი „ალთაური“ როგორც სახელი ენათა ოჯახისა შემოღებული იქნა 1844 წელს მათიას კასტრენის მიერ, ნოვატორი ფინელი ფილოლოგი, რომელმაც შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი ურალური ენების შესწავლაში.
მრავალი წლის მანძილზე ზოგიერთი ლინგვისტები, რომლებიც სწავლობდნენ თურქულ, მონღოლურ და ტუნგოსურ ენებს, მათ განიხილავდა ურალურ-ალთაურ ოჯახის წევრად ფინურ-უგრულ და სამოდიურთან ერთად, ისეთი მახასიათებლების როგორიცაა ხმოვანთა ჰარმონია და აგლუტინაციის საფუძველზე.
1857 წელს ავსტრიელმა მეცნიერმა ანტონ ბოლერმა შესთავაზა იაპონური დაემატებინათ ურალურ-ალთაურში. ხოლო კორეულისთვის გუსტავ რამსტედმა და ევგენი პოლივანოვმა შესთავაზეს ახალი ეტიმოლოგია მისი დამატების სასარგებლოდ 1920 წელს.
1971 წელს როი ენდრიუ მილერის წიგნმა „იაპონური და სხვა ალთაური ენები“ უმრავლესობა დაარწმუნა, რომ იაპონური ასევე ეკუთვნის ალთაურ ენებს, მას შემდეგ ალთაურ ოჯახში შემავალი ენების კლასიფიკაცია ხდება შემდეგი სახით: თურქულ-მონღოლურ, ტუნგოსურ და იაპონურ-კორეულ ენებად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ს. ჯიქია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბ.. — გვ. 306.
- Clauson, Gerard. 1959. "The case for the Altaic theory examined." Akten des vierundzwanzigsten internationalen Orientalisten-Kongresses, edited by H. Franke. Wiesbaden: Deutsche Morgenländische Gesellschaft, in Komission bei Franz Steiner Verlag.
- Clauson, Gerard. 1968. "A lexicostatistical appraisal of the Altaic theory." Central Asiatic Journal 13: 1–23.
- Diakonoff, Igor M. 1988. Afrasian Languages. Moscow: Nauka.
- Doerfer, Gerhard. 1963. "Bemerkungen zur Verwandtschaft der sog. altaische Sprachen", 'Remarks on the relationship of the so-called Altaic languages'. In Gerhard Doerfer, Türkische und mongolische Elemente im Neupersischen, Bd. I: Mongolische Elemente im Neupersischen, 1963, 51–105. Wiesbaden: Franz Steiner Verlag.
- Doerfer, Gerhard. 1973. "Lautgesetze und Zufall: Betrachtungen zum Omnicomparativismus." Innsbrucker Beiträge zur Sprachwissenschaft 10.