ეტიმოლოგია
ეტიმოლოგია (ბერძნ. ἔτυμος, ჭეშმარიტება, სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობა, λόγος მოძღვრება) — ისტორიული ენათმეცნიერების დარგი ენაში სიტყვების წარმოშობის და ისტორიის შესახებ. ეტიმოლოგია ასევე ეწოდება ამა თუ იმ კონკრეტული სიტყვის პირველ მნიშვნელობას.
ენათმეცნიერება |
თეორიული ენათმეცნიერება |
---|
მორფოლოგია |
სემასიოლოგია |
ენათმეცნიერული ტიპოლოგია |
გამოყენებითი და ექსერიმენტალური ენათმეცნიერება |
ინტერნეტ ენათმეცნიერება |
ფსიქოლინგვისტიკა |
დაკავშირებული სტატიები |
ენათმეცნიერების სია |
ენათმეცნიერების ისტორია გადაუჭრელი პრობლემები ენათმეცნიერებაში |
ეტიმოლოგია ემყარება ენის სტრუქტურის ენობრივი სისტემის ყველა რგოლის ჩამოყალიბებისა და ცვლის ცოდნას. მაგ., სიტყვის ნახშირი წარსულის კვლევის საფუძველს წარმოადგენს ქართული ბგერათა ჯგუფების შხ, ხშ ისტორიული შესწავლა, კილოების მონაცემთა გათვალისწინება სვანურ და მეგრულში შემორჩენილ ფუძეთა (შიხ, ნოშქვერი) შედარება (იხ. ნახშირი ვიქსიკონში)[1].
სიტყვის ეტიმოლოგიამ ზოგჯერ საინტერესო ინფორმაცია შეიძლება მოგვაწოდოს ამა თუ იმ ენობრივი კოლექტივის ყოფის ან აზროვნების ისტორიული კვლევისთვის. მაგ., „ორი“, ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით, უკავშირდება სიტყვებს „ყური“, „ყევარი“, თავდაპირველად იგი წყვილობის აღმნიშვნელი სიტყვა იყო. ასევე, მიზეზობრივი კავშირისგამომხატველი სიტყვა „ვინაიდან“ ადრე გამოხატავდა დროში თანმიმდევრობას — „რა დროიდან“, თავდაპირველად კი გადმოსცემდა თანამიმდევრობას სივრცეში (დაახლ. „საიდან“). ამრიგად, ვინაიდან სიტყვის მნიშვნელობის ცვლაში უკუფენილია აზროვნების განვითარება კონკრეტულიდან აბსტრაქტულისკენ.[1]
ენებისთვის, რომლებსაც დიდი სამწერლობო ისტორია აქვს, მეცნიერები იყენებენ მათ, სიტყვების შესახებ ცნობების შესაგროვებლად.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: ეტიმოლოგია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ფოჩხუა ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 241.