ვიქსიკონი — „ფონდ ვიკიმედიის“ ერთ-ერთი პროექტი, თავისუფალი, მრავალენოვანი ლექსიკონი, თეზაურუსი. ვიქსიკონი აერთიანებს გრამატიკულ, განმარტებით, ეტიმოლოგიურს, მრავალენოვან ლექსიკონებსა და თეზისებს. პირველი ვიქსიკონი, რომელიც ინტერნეტსივრცეში 2002 წლის 12 დეკემბერს გამოჩნდა, ინგლისურენოვანი იყო; ერთი წლის შემდეგ ინგლისურს დაემატა ვიქსიკონის ფრანგული და პოლონური ვერსიები[1]. დღეისათვის ვიქსიკონი 170 ენაზეა შექმნილი[2]. 2012 წლის 13 აპრილის მონაცემებით ინგლისურ ვიქსიკონში ყველაზე მეტი — 2,959,781 — სტატიაა, ინგლისურის გარდა პირველ ათეულში შედიან ფრანგული, ჩინური, მადაგასკარული, ლიეტუვური, რუსული, თურქული, პოლონური, ტამილური და ვიეტნამური ვიქსიკონები, თითოეულ მათგანში სტატიების რაოდენობა 200,000-ს აჭარბებს[2].

ქართული ლოგო ვიქსიკონის პროექტებს შორის ყველაზე გავრცელებული, ე. წ. კლასიკური ლოგოს მაგალითია.
ე. წ. ფილებიანი ლოგო, რომელსაც ფრანგული, ჩინური, ნიდერლანდური, ბერძნული, იტალიური, სპარსული, თურქული და სხვა რამდენიმე ვიქსიკონი გამოიყენებს.

აღსანიშნავია, რომ ვიქსიკონის სახელწოდება, ვიკიპედიისაგან განსხვავებით, სხვადასხვა ენაზე სხვადასხვაგვარად ჟღერს. სიტყვის პირველი ნაწილი ვიკისთანაა დაკავშირებული, მეორე კი ლექსიკონთან[1]. მაგალითად, ინგლისურენოვანი პროექტის სახელწოდებაა „Wiktionary“, რაც „wiki“-სა და „dictionary“-ის შერწყმას წარმოადგენს, გერმანულად კი ვიქსიკონს „Wikiwörterbuch“ ჰქვია, რაც „Wiki“-სა და „Wörterbuch“-ის (ლექსიკონი) შეერთებითაა მიღებული.

აღსანიშნავია, რომ ვიქსიკონს არ აქვს ოფიციალური ლოგო, სტანდარტი, რომელსაც ყველაენოვანი ვიქსიკონი გამოიყენებს. სხვადასხვაენოვან ვიქსიკონში სხვადასხვა ლოგო გამოიყენება. არსებობს ლოგოს არაერთი ვარიანტი, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია ე. წ. კლასიკური და ფილებიანი ლოგოები. ვიქსიკონის ლოგოს ერთი სტანდარტის შესაქმნელად რამდენიმეჯერ რამდენიმე ტურად ჩატარდა კენჭისყრა, თუმცა ყველა მათგანი უშედეგოდ დასრულდა და ლოგოს პრობლემა ვიქსიკონში დღემდე გადაუჭრელი რჩება[3].

ქართული ვიქსიკონი

რედაქტირება

ქართული ვიქსიკონი 2020 წლის 14 ნოემბრისს მონაცემებით 11,000-ზე მეტ სიტყვა-სტატიას შეიცავს და ამ მონაცემით ქართულენოვანი პროექტი 173-ს შორის 83-ე ადგილს იკავებს[2]. დღეისათვის ვერსია ვიქსიკონის ერთ-ერთ აქტიურ პროექტად ითვლება[4]. ქართულ ვიქსიკონში სიტყვების შეტანა უნიფიცირებულია და ერთი შაბლონური თარგი გამოიყენება ყველა ენის ყველა სიტყვისთვის.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

  ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ვიქსიკონი