ხალხური ეტიმოლოგია
ხალხური ეტიმოლოგია — სიტყვის ანალიზის გარეშე ან სიტყვის უშუალო გააზრებით მიღებული ეტიმოლოგია; მისწრაფება ამა თუ იმ სიტყვის მოტივაციისკენ; ბუნდოვანი აგებულების სიტყვათა „გააზრება“ გარეგნულად მსგავს, ნაცნობ სიტყვებთან დაკავშირების გზით. მაგალითად, სამაია (სპარს. სამა-როკვა) ქართულად ხალხური ეტიმოლოგია განიცადა და გააზრებულია, როგორც სამი ქალის ცეკვა[1]. ამ არამეცნიერულ ხალხურ ეტიმოლოგიას უპირისპირდება ენათმეცნიერების დარგი — ეტიმოლოგია.
ხალხური ეტიმოლოგიის მიზეზი ხდება ასევე სიტყვის შემადგენელი ნაწილის ვერ გააზრება.
ხალხური ეტიმოლოგიის მაგალითები
რედაქტირებახალხური ეტიმოლოგიის შედეგად სიტყვა უფრო გასაგები ხდება. ხოლო სიტყვისშემადგენელი ნაწილი შეიძლება გახდეს ორი მიზეზის გამო გაუგებარი, ან მოძველდეს ან უცხოური ენიდან იყოს.
ქართულში
რედაქტირებაქართულში განსაკუთრებით ხშირია ხალხური ეტიმოლოგია საკუთარი სახელების „ამოცნობისას“.
- რაჭა -> რა ჭაა? (ვახუშტი ბატონიშვილი)
- ჭიათურა -> ჭიაა თუ რა?
- სამტრედია -> სამტრედო (მტრედების ადგილი).
ინგლისური
რედაქტირებასიტყვები, რომლებიც სიტყვის შემადგენელი ნაწილი მოძველდა.
- სიტყვიდან shamefast (სიტყვასიტყვით: სირცხვილში დაჭერილი; მორცხვი) ფონეტიკური მსგავსებით მივიღეთ shamefaced (მორცხვი). მიუხედავად იმისა რომ fast (რისამე ფიქსირებულად ყოფნა) არააა მოძველებული სიტყვათა მყარ შეხამებებში გაუგებარია.
სიტყვები, რომლებიც სიტყვის შემადგენელი ნაწილი უცხო ენის კუთვნილება იყო:
- causeway შეიცვალა causey-დან (ფრანგული causee) რათა სიტყვის მეორე ნაწილი მიემსგავსებინათ სიტყვისთვის way.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 425-426.