ტერმინს „ფარსი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ფარსი (მრავალმნიშვნელოვანი).

ფარსი (ფრანგ. farce < ლათ. farcio — „ვჩურთავ“, „ვტენი“: შუა საუკუნეების მისტერიებში „შეჩურთული“ იყო კომედიური ჩანართები).

  1. XIV-XVI საუკუნის დასავლეთევროპული ხალხური კომედია, რომელსაც სატირული მიმართულება, რეალისტური კონკრეტულობა, არაიშვიათად უხამსობაც ახასიათებდა. ფარსის თემატიკა ქალაქური ცხოვრებას უკავშირდება. გლეხები და წვრილი აზნაურობა დაცინვის ობიექტად იყო ქცეული. პერსონაჟები ინდივიდუალურ საწყისს მოკლებული ნიღბებია (სულელი ქმარი, ბუზღუნა ცოლი, უჭკუო მსაჯული, თაღლითი ექიმი, პედანტი სწავლული და ა.შ), რაც სოციალური ტიპაჟის ჩამოყალიბების პირველი ცდაა. ფარსი ახალი პიროვნების მსოფლმხედველობას ამკვიდრებდა. ძველი ადათ-წესების დამცველნი გაქილული და დამარცხებული იყვნენ. ფარსი, მართალია დასცინოდა, მაგრამ არ ამხელდა მანკიერებას; იგი მორალურ-დიდაქტიკურ შინაარსს მოკლებული იყო. ანტიკლერიკალური და ანტიკონსერვატორული ბუნების გამო ფარსი იდევნებოდა ეკლესიის მიერ. ფარსი საფუძვლად დაედო commedia dell'arte-ს. ფარსის გამოძახილი ისმის უილიამ შექსპირის კომედიებში, სერვანტესის ინტერმედიებში. XIX-XX საუკუნეებში ფარსის ტრადიცია აღდგენილია ბრეხტის სატირულ პიესებში. ფარსის ბუფონადის ხერხები დღემდე შემორჩენილია საცირკო კლოუნადაში.
  2. XIX-XX საუკუნეებში ფარსი არის ბურჟუაზიული თეატრის კომედიური ჟანრი, რომელსაც კავშირი აქვს გაწყვეტილი ხალხურ ტრადიციასთან. ასეთი პიესები ხშირად უშინაარსო, უხამსი კომედიებია, სადაც შინაარსს კომიკური ხერხების წყება ცვლის.
ფარსის მაყურებლები, ავტორი — კუზმა პეტროვ-ვოდკინი.

ანტიკური პერიოდის წარმომადგენლები

რედაქტირება

დიდი ბრიტანეთი

რედაქტირება

საფრანგეთი

რედაქტირება

ესპანეთი

რედაქტირება

ამერიკის შეერთებული შტატები

რედაქტირება

ანიმაციური ფილმები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება