მარტო სახლში
მარტო სახლში (ინგლ. Home Alone) — 1990 წლის ამერიკული საოჯახო კომედიური ფილმი, რომლის სცენარის ავტორი და პროდიუსერია ჯონ ჰიუზი, ხოლო რეჟისორი - კრის კოლამბუსი. ფილმის მთავარ, კევინ მაკ-კალისტერის როლს ასრულებს მსახიობი მაკოლეი კალკინი. მისი პერსონაჟი არის 8 წლის ბიჭუნა, რომელსაც ოჯახი პარიზში საშობაოდ გამგზავრებისას შინ შეცდომით ტოვებს. ბიჭუნა მარტოა და თავისუფალია, მაგრამ მოგვიანებით იძულებულია, პირისპირ შეხვდეს დაბრკოლებას - ორ ქურდს, რომელთა როლებს ასრულებენ ჯო პეში და დენიელ სტერნი. ფილმში ასევე მონაწილეობენ კეტრინ ო'ჰარა და ჯონ ჰერდი, რომლებიც კევინის მშობლების როლებს ასრულებენ. 2009 წლისათვის „მარტო სახლში“ ითვლებოდა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან კომედიად.[2]
„მარტო სახლში“ | |
---|---|
რეჟისორი | კრის კოლამბუსი |
პროდიუსერი | ჯონ ჰიუზი |
სცენარის ავტორი | ჯონ ჰიუზი |
როლებში |
მაკოლეი კალკინი ჯო პეში დენიელ სტერნი ჯონ ჰერდი კეტრინ ო'ჰარა |
კომპოზიტორი | ჯონ უილიამსი |
ოპერატორი | ჯულიო მაკატი |
მონტაჟი | რაჯა გოსნელი |
სტუდია | Hughes Entertainment |
დისტრიბუტორი | 20th Century Fox |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 102 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $18 მილიონი[1] |
შემოსავალი | $476,684,675[1] |
სიუჟეტი
რედაქტირებაპარიზში გაფრენის წინა საღამოს მაკ-კალისტერების ოჯახის წევრები პიტერ და კეიტ მაკ-კალისტერებთან იკრიბებიან. მათი რვა წლის ბიჭუნა კევინს დასცინიან ტყუპი და-ძმები და ბიძაშვილები. უფროს ძმა ბაზთან ჩხუბის შემდეგ კევინს უშვებენ სახლის მესამე სართულზე, სადაც ისურვებს, რომ მისი ოჯახი გაქრეს. ღამით ელექტროგაყვანილობის მოშლის გამო ელექტრონული მაღვიძარა ითიშება და ოჯახს აგვიანდება აეროპორტში. ყველა ჩქარობს და კევინი შინ ავიწყდებათ. კეიტს შვილი მხოლოდ თვითმფრინავში ახსენდება. პარიზში ჩაფრენისას მშობლები ცდილობენ ბილეთების მოძიებას, მაგრამ შემდეგი 2 დღისათვის ყველა ბილეთი გაყიდულია. აეროპორტის თანამშრომლები კეიტს ჰპირდებიან პირველივე თავისუფალი ადგილის შეთავაზებას. ოჯახის დანარჩენი წევრები ნათესავს სტუმრობენ.
კევინი ამასობაში აღმოაჩენს, რომ შინ მარტო არის და მოპოვებული თავისუფლებით ტკბება. იგი ერთობა ბაზის თოფით, დახტის საწოლებზე, უყურებს განგსტერულ ფილმს, მიირთმევს დიდი რაოდენობის საჭმლის ნარჩენებს და ბაზის ოთახში არეულობას აწყობს. ჩიკაგოს პოლიციის თანამშრომელი მისი მშობლების თხოვნით სახლს ამოწმებს, მაგრამ ვინაიდან კარს არავინ უღებს, ჩათვლის, რომ ეს ზარი სატელეფონო ხუმრობა იყო. კევინს ეშინია მეზობლის, მოხუცი მარლის. სამეზობლოში ცნობილია ჭორები, თითქოს მარლიმ საკუთარი ოჯახის წევრები რამდენიმე წლის წინ მოკლა. მაგრამ ნამდვილი პრობლემა ჩნდება, როდესაც მაკ-კალისტერების სახლს ჰარი და მარვი აკითხავენ. ისინი თავს „სველი ბანდიტებს“ უწოდებენ, ვინაიდან ყველა გაქურდულ ადგილზე უყვართ ხელწერის, გამიზნულად დატბორილი სახლის დატოვება. წყვილი ახლოს მდებარე სახლებში დადის და მათი შემდეგი სამიზნე მაკ-კალისტერების სახლია. თავდაპირველად კევინი მათ თავიდან იცილებს, დაარწმუნებს რა, რომ სახლში სხვებიც ცხოვრობენ, მაგრამ მოგვიანებით ბანდიტები დარწმუნდებიან, რომ იგი მარტოა.
კეიტი ამასობაში აშშ-ში ბრუნდება, მაგრამ პენსილვანიაში იმყოფება და ცდილობს ჩიკაგოსკენ რეისის პოვნას. იგი გაიცნობს გას პოლინსკის, პოლკის შემსრულებელი მოხეტიალე ბენდის ხელმძღვანელს და დათანხმდება მილუოკისკენ მიმავალი ფურგონით მგზავრობაზე.
შობის წინ კევინი ჰარისა და მარვის საუბარს მოისმენს. ისინი აპირებენ სახლში შეღწევას. კევინი ეკლესიაში მიდის, სადაც გუნდს უსმენს. მას მიუჯდება მოხუცი მარლი და ისინი ერთმანეთს ახლოს გაიცნობენ. აღმოჩნდება, რომ მარლი შესანიშნავი პიროვნებაა და მასზე გავრცელებული ჭორები სიცრუეა. იგი უამბობს, რომ გუნდში მისი შვილიშვილი მღერის, რომელსაც ვერ ნახულობს, ვინაიდან თავის შვილს მრავალი წელია, კამათის შემდეგ არ შეხვედრია. კევინი ურჩევს, შეურიგდეს მას.
შინ დაბრუნებული კევინი სახლში სხვადასხვა სატყუარასა და ხაფანგს აგებს. ჰარი და მარვი სახლში აღწევენ, თუმცა მრავალი კურიოზული შემთხვევის შემდეგ დასახიჩრებულები არიან კევინის მიერ მოწყობილი ხაფანგებით. ისინი უკვე ბიჭუნას მისდევენ და კევინი მეზობელ სახლში იპარება, სადაც წყვილი მას იჭერს. მათ უკნიდან მარლი ეპარება და თავში თოვლის ნიჩაბს ურტყამს. პოლიცია წყვილს აპატიმრებს და ადგენს, რომ სწორედ ისინი ქურდავდნენ სხვა სახლებსაც.
შობის დღეს კევინი იმედგაცრუებულია, რომ ოჯახი კვლავ არ ჩანს. მაგრამ ამ დროს შინ კეიტი ბრუნდება და დედა-შვილი ერთმანეთს ეხვევა. შინ სხვა მაკ-კალისტერებიც ბრუნდებიან, რომლებმაც ამასობაში ბილეთები მოიძიეს. კევინი მათ არაფერს უამბობს ჰარისა და მარვის ისტორიაზე, თუმცა პიტერი პოულობს ოქროს კბილს, რომელიც ჰარიმ სახლში დაკარგა. ფანჯრიდან კევინი მოხუც მარლის ხედავს, რომელიც თავისი ოჯახის წევრებს ურიგდება. მაგრამ ამ დროს კევინს ესმის გაბრაზებული ბაზის ხმა, რომელიც თავის დანგრეულ ოთახშია და კევინი გარბის მასთან ყველაფრის ასახსნელად.
როლებში
რედაქტირება- მაკოლეი კალკინი - კევინ მაკ-კალისტერი
- ჯო პეში - ჰარი ლაიმი, ბანდიტი
- დენიელ სტერნი - მარვ მერჩანტსი, ბანდიტი
- ჯონ ჰერდი - პიტერ მაკ-კალისტერი, კევინის მამა
- კეტრინ ო'ჰარა კეიტ მაკ-კალისტერი, კევინის დედა
მაკ-კალისტერის ოჯახის წევრებს ასევე თამაშობენ: დევინ რეტრი (ბაზი), მაიკ მარონა (ჯეფი); კევინის დების როლებში ჰილარი ვულფი (მეგანი) და ანჯელა გეთელსი (ლინი); გერი ბემენი (ძია ფრენკი); ტერი სნელი (დეიდა ლესლი); ჯედადაია კოენი (როდი), სენტა მოუზესი (ტრეისი), დაიანა კამპონუ (სონდრა), კირენ კალკინი (ფულერი), ანა სლოტკი (ბრუკი) და კრისტინ მინტერი (ჰიზერი). სხვა როლებში ასევე არიან: რობერტ ბლოსომი (კევინის მეზობელი მარლი), ჯონ კენდი (გას პოლინსკი), ლარი ჰენკინი (ლარი ბალზაკი, პოლიციელი) და კენ ჰადსონ კემპბელი (სანტა კლაუსი).
წარმოება
რედაქტირება„მარტო სახლში“ თავდაპირველად Warner Bros.-ის მიერ იწარმოებოდა. როდესაც კომპანია 20th Century Fox მისი დისტრიბუტორი გახდა, ფილმის ბიუჯეტი 14-დან 17 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.[3]
ფილმი ძირითადად გადაღებული იქნა ჩიკაგოს ძირითად რაიონში. სხვა კადრები, მაგალითად, პარიზის სცენებით, აღებულია ან არსებული არქივებიდან, ან გადაღებულია სტუდიაში. პარიზის აეროპორტის სცენები გადაღებულია ო'ჰეირის საერთაშორისო აეროპორტში. სცენა, სადაც კევინი ქურდებს გაურბის და დატბორილ სახლში აღმოჩნდება, გადაღებული იქნა ნიუ-ტრირის უმაღლეს სკოლაში. თვითმფრინავ McDonnell Douglas DC10-ის სალონი ასევე აგებული იქნა იმავე სკოლაში, ბეისბოლის მოედანზე.[4]
რამდენიმე სცენა გადაღებული იქნა ლინკოლნის ხეივნის 671-ში.[5], ვინეტკაში [6]. სამზარეულო გადაღებულია თავად სახლში, ისევე როგორც მთავარი კიბე და პირველი სართულის დიდი ნაწილი. სახლის სასადილო და სხვა ქვედა სართულები (სამზარეულოს გარდა) აგებული იქნა ცალკე გადასაღებ მოედანზე.[7] სახლი აშენებული იქნა 1921 წელს და ახლავს 5 საძინებელი ოთახი, ადაპტირებული სხვენი, ცალკე ორმაგი ავტოფარეხი და სათბური.[8] „კევინის სახლი ხეზე“ უკანა ეზოში აგებული იქნა სპეციალურად ფილმისათვის და ძირითადი გადაღებების დასრულების შემდეგ დანგრეული იქნა.
2011 წლის მაისში სახლი 2.4 მილიონ აშშ დოლარად გასაყიდად იქნა გამოტანილი[9]. 2012 წლის მარტში იგი 1.585.000 აშშ დოლარად გაიყიდა.[5] ამჟამად იგი ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილის სახით [10] და როგორც „ფილმში საკუთარი სახლის მოპოვების“ მაგალითი არის ცნობილი.[11]
მუსიკა
რედაქტირებაფილმის ორკესტრული მუსიკის ავტორია ჯონ უილიამსი. მასში ასევე მოხვდა საშობაო სიმღერები „O Holy Night“ და „Carol of the Bells“, ისევე, როგორც მთავარი თემა „Somewhere in My Memory“. ლეიბლმა Sony Classical დისკი საუნდტრეკით 1990 წელს გამოსცა.
წარმატება
რედაქტირებაკინოთეატრები
რედაქტირებასაპრემიერო შაბათ-კვირას ფილმმა 1202 კინოთეატრში თითოეულიდან 17 მილიონი აშშ დოლარი დააგროვა - აქედან დაახლოებით 14.211 აშშ დოლარი - თითოეული კინოთეატრიდან. საბოლოო ჯამში, ეს შემოსავალი საერთო შემოსავლის დაახლოებით 6%-ს წარმოადგენდა. წარმატების გამო მისი ჩვენებები საშობაო დღესასწაულის შემდეგ გაგრძელდა. 1990 წლის 16-18 ნოემბრიდან 12 კვირის მანძილზე იგი კინოთეატრებში წარმატებით პირველი იყო, 1991 წლის 1-3 თებერვლამდე.[12] საუკეთესო 10-ეულში იგი 1991 წლის 26 აპრილამდე რჩებოდა - უკვე აღდგომის დღესასწაულის შემდეგ. საუკეთესო 10-ეულში იგი კიდევ ორჯერ გამოჩნდა, მოგვიანებით კი სია საბოლოოდ დატოვა.[13] მისმა საბოლოო შემოსავალმა 285,761,243 აშშ დოლარი შეადგინა, რაც იმ წელს ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. კინოთეატრებში ჩვენების დასრულებისას „მარტო სახლში“ ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების სიის მესამე პოზიციას იკავებდა. მთლიანობაში, მისმა შემოსავალმა მსოფლიო მასშტაბით 477,561,243 აშშ დოლარი შეადგინა.[14]
კრიტიკოსთა გამოხმაურება
რედაქტირებაკრიტიკოსებმა ფილმს არაერთგვაროვანი შეფასება მიანიჭეს. საიტზე Rotten Tomatoes მისი დადებითი შეფასებების რაოდენობა საერთო გამოკითხვებიდან 54%-ს შეადგენს, რაც ეფუძნება 41 მიმოხილვას, სადაც ფილმის შეფასება 5.2-დან 10 ქულამდე მერყეობს.[15] საიტზე Metacritic, რომელიც 100 ქულიანი სისტემით მუშაობს, ფილმს მინიჭებული აქვს 63 ქულა, რაც ეფუძნება 9, ძირითადად დადებით მიმოხილვას.[16]
როჯერ ებერტის (Chicago Sun-Times) მიერ ფილმს 4 ბალიანი სისტემის მიხედვით 2 1⁄2 მიენიჭა. მან გააკრიტიკა სიუჟეტი, რომელიც მისი აზრით, იმდენად არადამაჯერებელი იყო, რომ კევინის გამო ღელვას არ იწვევდა. კალკინის მიერ როლის შესრულება კი მან დადებითად შეაფასა და გულმოდგინედ დამუშავებული ხაფანგების განხილვისას რუბ გოლდბერგი გაიხსენა.[17] მიუხედავად კერინ ჯეიმზის (The New York Times) მიერ გამოთქმული აზრისა, რომ ფილმის პირველი ნახევარი არ არის იმდენად სავსე მოულოდნელობებით, როგორც მაყურებელს პრეამბულა არწმუნებს, მის მიერ მეორე ნახევარი დადებითად იქნა შეფასებული, ფარსი იუმორის გამო. მან დადებითად მიმოიხილა კევინისა და მარლის საუბარიც, ისევე, როგორც ფილმის ფინალური სცენები.[18] ოუენ გლეიბერმანის (Entertainment Weekly) მიერ ფილმს D რეიტინგი მიენიჭა. მისი აზრით, ფილმი არის „უფროსებზე ძალადობის სადისტური ფესტივალი“. გლეიბერმანი წერდა: „ჰიუზი ისე გვმართავს ძაფებით, თითქოს სხვა არაფერი სცოდნია.“ [19] ჟურნალმა Variety ფილმის სამსახიობო გუნდი დადებითად შეაფასა.[20] ჯინ კუპერმა (Washington Post) ფილმის კომედიური მიდგომა აღნიშნა.[21] ჰელ ჰინსონმა, იმავე გამოცემიდან, გამოარჩია კრის კოლამბუსის ნამუშევარი და კალკინის სამსახიობო მხარე.[22]
ჯილდოები
რედაქტირებაფილმი ნომირებული იქნა აკადემიის ორ ჯილდოზე - საუკეთესო მუსიკისათვის (ჯონ უილიამსი) და საუკეთესო ორიგინალური სიმღერისათვის „Somewhere in My Memory“ (უილიამსი/ლესლი ბრიკესი[23]
- ამერიკის კინოინსტიტუტის სიები
- AFI's 100 Years...100 Laughs - ნომინაცია[24]
- AFI's 100 Years...100 Heroes and Villains:
- ჰარი ლაიმი და მარვ მერჩანტსი - ნომინირებული უარყოფითი გმირების როლებით[25]
გაგრძელებები
რედაქტირებაფილმს მოჰყვა კომერციულად წარმატებული, 1992 წლის გაგრძელება „მარტო სახლში 2: ნიუ-იორკში დაკარგული“, კვლავ პირველი ფილმის მსახიობთა მონაწილეობით. 1997 წლის „მარტო სახლში 3“ სხვა მსახიობთა მონაწილეობით იქნა გადაღებული და განსხვავებული სიუჟეტი აქვს. მეოთხე ფილმი, „მარტო სახლში 4: სახლის დაბრუნება“ 2002 წელს გამოვიდა. მასში ჩნდება პირველი ორი ფილმის რამდენიმე პერსონაჟი, მაგრამ უკვე სხვა მსახიობთა შესრულებით და სიუჟეტით, რომელიც მოვლენათა იგივე ქრონოლოგიას არ შეესაბამება.
2012 წლის 25 ნოემბერს „მარტო სახლში 5: საშობაო ძარცვა“ ნაჩვენები იქნა ტელეარხის ABC Family-ს მიერ ორგანიზებული „შობის 25 დღის“ ფარგლებში.[26]
ვიდეო
რედაქტირება„მარტო სახლში“ პირველად 1990 წელს, კინოთეატრებში ჩვენების შემდეგ გამოვიდა VHS ფორმატში, აშშ-ში. 1999 ან 2000 წლის 5 ოქტომბერს იგი 20th Century Fox Home Entertainment-ის მიერ პირველად გამოიცა DVD ფორმატში. 2000 წლის დეკემბერში ფილმი ხელახლა გამოიცა VHS-ზეც. პირველად DVD-ში შეტანილი იქნა დამატებები:
- 1990 წლის რგოლი პრესისათვის
- ფილმის შექმნა
- Mac Cam: კადრს მიღმა მაკოლეი კალკინთან ერთად
- როგორც დავიცვათ ქურდებისგან სახლი: ფილმის ტრიუკები
- „მარტო სახლში მსოფლიოს გარშემო“
- სად არის ამჟამად ბაზი?
- ანგელოზები ბინძური სულებით
- წაშლილი სცენები/ალტერნატიული დუბლები
- შეცდომები,
- საბრძოლო გეგმა, კითხვები და თავების დათვლა
ფილმი ასევე გამოვიდა DVD კრებულში, რომელშიც შეტანილი იქნა ოთხივე არსებული ნაწილი. 2010 წლის დეკემბერში ის Blu-ray ფორმატში, „Family Fun Edition“-ის სერიაშიც იქნა გამოცემული.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „მარტო სახლში“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „მარტო სახლში“ — Allmovie-ზე
- „მარტო სახლში“ — Rotten Tomatoes
- „მარტო სახლში“ — Metacritic-ზე
- „მარტო სახლში“ დაარქივებული 2012-08-19 საიტზე Wayback Machine. საიტზე The Numbers
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Home Alone (1990). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: November 19, 2011.
- ↑ [[#CITEREF|]]
- ↑ Teather, David (November 30, 2007). „Fade to red“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 2009-09-30.
- ↑ Remembering Home Alone. ციტირების თარიღი: September 26, 2008.
- ↑ 5.0 5.1 Lucido, Gary. (March 9, 2012) Home Alone House Sells For $1.585 Million. Chicago Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-10. ციტირების თარიღი: 2012-03-11.
- ↑ Home Alone filming locations. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 31, 2016. ციტირების თარიღი: June 13, 2008.
- ↑ Home Alone 2: Lost in New York Filming Locations. movielocationsguide.com. ციტირების თარიღი: June 15, 2008.
- ↑ Facts about the Home. jamielynnphillips (January 3, 2006). ციტირების თარიღი: June 21, 2008.
- ↑ „Home Alone house for sale“. RTÉ News. May 6, 2011. ციტირების თარიღი: May 6, 2011.
- ↑ Chicago - Things to do. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 28, 2008. ციტირების თარიღი: June 15, 2008.
- ↑ How to Get Your Home in the Movies. realestate.com (June 16, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 7, 2007. ციტირების თარიღი: June 15, 2008.
- ↑ Broeske, Pat H. (January 14, 1991). „Home Alone in 9th Week as No. 1 Film : Movies: 'Godfather Part III' takes dramatic slide from second to sixth place in its third week out. 'Awakenings' is in second“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2011-01-01.
- ↑ Home Alone (1990) - Weekend Box Office Results. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: December 24, 2007.
- ↑ Movies.com: Movie box office results for the top 50 movies of 1990. Movies.com. ციტირების თარიღი: December 24, 2007.
- ↑ Home Alone Movie Reviews. Rotten Tomatoes. Flixster. ციტირების თარიღი: August 7, 2011.
- ↑ Home Alone Reviews. Metacritic. CBS Interactive. ციტირების თარიღი: October 7, 2011.
- ↑ Ebert, Roger (November 16, 1990). „Home Alone“. Chicago Sun-Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 2, 2012. ციტირების თარიღი: October 7, 2011.
- ↑ James, Caryn (November 16, 1990). „Movie Review - Home Alone“. The New York Times. ციტირების თარიღი: October 7, 2011.
- ↑ Gleiberman, Owen (July 25, 2007). „Home Alone Review“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 5, 2014. ციტირების თარიღი: October 7, 2011.
- ↑ „Variety Reviews - Home Alone“. Variety. Reed Business Information. November 16, 1990. ციტირების თარიღი: October 7, 2011.
- ↑ Cooper, Jeanne (November 16, 1990). „Home Alone“. The Washington Post. ციტირების თარიღი: October 7, 2011.
- ↑ Hinson, Hal (November 16, 1990). „Home Alone“. The Washington Post. ციტირების თარიღი: October 7, 2011.
- ↑ Home Alone search. The Academy of Motion Picture Arts and Sciences. ციტირების თარიღი: December 4, 2012.
- ↑ AFI's 100 Years...100 Laughs Nominees. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-20. ციტირების თარიღი: 2012-12-31.
- ↑ AFI's 100 Years...100 Heroes and Villains Nominees. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-04. ციტირების თარიღი: 2012-12-31.
- ↑ What's on tonight. ABC Family. ციტირების თარიღი: November 25, 2012.