ტერმინს „ჩიკაგო“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ჩიკაგო (მრავალმნიშვნელოვანი).

ჩიკაგო (აგრეთვე ცნობილი როგორც „მეორე ქალაქი“ ან „ქარის ქალაქი“, პოტავატომის ტომის ინდიელები, რომლებიც ამ ადგილას სახლობდნენ თეთრკანიანი ახალმოსახლეების გამოჩენამდე ამ ადგილას „ჩეეკაგუ“-ს უწოდებდნენ) — მოსახლეობით მესამე უდიდესი ქალაქი აშშ-ში ნიუ-იორკისა და ლოს-ანჟელესის შემდეგ. ჩიკაგო მდებარეობს შუა-დასავლეთის შტატ ილინოისში მიჩიგანის ტბის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ. გარეუბნებსა და გარშემო მდებარე ქაუნთების ჩათვლით ჩიკაგოლენდის დიდი მეტროპოლია 10 მილიონამდე მოსახლეს ითვლის.

ქალაქი
ჩიკაგო
Chicago

ჩიკაგოს პანორამა
დროშა გერბი


Urbs In Horto I Will
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
შტატი ილინოისი
ქაუნთი კუკი
კოორდინატები 41°52′55″ ჩ. გ. 87°37′40″ დ. გ. / 41.88194° ჩ. გ. 87.62778° დ. გ. / 41.88194; -87.62778
ქალაქის მერი რამ ემანუელი
დაარსდა 1795
ამჟამინდელი სტატუსი 1837
ფართობი 606,2 კმ²
ცენტრის სიმაღლე 179
ოფიციალური ენა ინგლისური ენა
მოსახლეობა 2 693 976 კაცი (2019)
სიმჭიდროვე 4,816 კაცი/კმ²
აგლომერაცია 9,785,747
სასაათო სარტყელი UTC-6, ზაფხულში UTC-5
სატელეფონო კოდი 312, 773
საფოსტო ინდექსი 60601–60827
ოფიციალური საიტი cityofchicago.org
ჩიკაგო — აშშ
ჩიკაგო
ჩიკაგო — ილინოისი
ჩიკაგო

1833 წელს დაფუძნებული მცირე სასაზღვრო დასახლება ოლდ-ნორზვესტიდან ქალაქი გაიზარდა და განვითარდა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მეტროპოლიად და დღეს ჩიკაგო მსოფლიოს „ალფა“ (ყველაზე გავლენიანი) ქალაქების ათეულშია. ჩიკაგო იყო ადგილი, სადაც მსოფლიოში პირველი ცათამბჯენი აშენდა და დღეისთვის იგი შუადასავლეთის ფინანსური, სატრანსპორტო და კულტურული დედაქალაქია. ქალაქი ასევე ცნობილია მისი ეთნიკური მრავალფეროვნებით. ჩიკაგოს ცათამბჯენები, ადგილობრივი სამზარეულო, პოლიტიკური ტრადიციები და სპორტული გუნდები მისი ყველაზე ცნობილი სიმბოლოებია.

ლიტერატურა

რედაქტირება