ცათამბჯენი (ინგლისურიდან სიტყვასიტყვით skyscraper) — ძალიან მაღალი შენობა. ცათამბჯენი ეწოდება თავისუფლად მდგომ ნაგებობას, ერთზომიერად განაწილებული სართულებით ვერტიკალურად, რომელიც ადამიანთა საცხოვრებლად და/ან სამუშაოდ არის გათვალისწინებული, და მისი ბოლო სართულის სიმაღლე არა ნაკლებ 500 ფუტია (152 მ).

უილის ტაუერი. ჩიკაგო. აშშ

1000 ფუტზე მაღალ (300 მ) ცათამბჯენს ზემაღალს უწოდებენ. ქართულ ენაში ასევე იყენებენ გამოთქმას „მაღლივი შენობა“.

XIX ს-მდე 6 სართულზე მაღალ შენობებს არ აგებდნენ კიდეებზე ასვლის მოუხერხებლობის გამო. ამის გარდა წყალსაქაჩებს არ შეეძლო წყლის 15 მ-ზე მაღლა აქაჩვა. ფოლადის, რკინა-ბეტონისა და წყალსაქაჩების ტექნოლოგიის განვითარებამ, ასევე ლიფტების გამოგონებამ საშუალება მისცა ადამიანებს შენობების სიმაღლე ათჯერ გაეზარდათ, რაზეც განსაკუთრებული მოთხოვნა მეგაპოლისებში იყო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: