Entertainment Weekly
Entertainment Weekly (შემოკლებით EW) — ყოველკვირეული ამერიკული გასართობი ჟურნალი, რომელსაც გამოსცემს Time Inc.. ეძღვნება კინოს, ტელევიზიას, მუსიკას, ბროდვეის თეატრს და პოპულარული კულტურის სხვა ობიექტებს.
Entertainment Weekly | |
---|---|
ტომი 1, ნომერი 1 (16 ფებერვალი, 1990 წელი), გარეკანზე გამოსახულია მომღერალი კეთრინ დონ ლანგი | |
მოკლე სათაური | EW |
სპეციალიზაცია | გართობა |
ენა | ინგლისური |
მთავარი რედაქტორი | ჰენრი გოლდბლატი[1] |
პუბლიკაციის დეტალები | |
გამომცემელი | Time Inc. |
ქვეყანა | აშშ |
რედაქციის მისამართი | ნიუ–იორკი, ნიუ-იორკის შტატი |
პუბლიკაციის ისტორია | 1990 წლის 16 თებერვალი — დღემდე |
გამოცემის სიხშირე | ყოველკვირეული |
ISSN | 1049-0434 |
განსხვავებით ცნობილ ადამიანებზე ორიენტირებული გამოცემებისგან — Us Weekly, People (EW-ის დობილი ჟურნალი) და In Touch Weekly — EW ძირითადად კონცენტრირებულია გასართობი მედიის ახალ ამბებზე და პროფესიონალურ რეცენზიებზე. თემატურად ემსგავსება ისეთ ყოველკვირეულ ჟურნალებს, როგორებიც არიან Variety და The Hollywood Reporter, მაგრამ ნაკლებად სპეციალიზებულია, მოიცავს უფრო ფართო აუდიტორიას.
ისტორია
რედაქტირებაშეიქმნა 1990 წელს ნიუ–იორკელი ჟურნალისტის, ჯეფ ჯარვისის, მიერ როგორც მსოფლიო პოპ–კულტურის მოწინავე მიმომხილველი. პირველი ნომრის გარეკანზე გამოსახული იყო კანადელი ქანთრი–შემსრულებელი კეთრინ დონ ლანგი. 1992 წლის შუამდე სათაური „Entertainment” იწერებოდა პატარა ასოთი. უკვე 2003 წელს ჟურნალის ტირაჟმა კვირაში 1,7 მილიონ ასლს გადააჭარბა, 2006 წლის მარტში მთლიანად შეიცვალა ორიგინალური დიზაინი, გახდა უფრო თანამედროვე. ჟურნალი ვრცელდება საფოსტო გამოწერით. ამის გარდა, მოქმედებს ოფიციალური საიტი, რომელსაც მართავს სინდი სტივერსი,[2] სადაც რეგულარულად იდება ახალი ამბები, საინტერესო ვიდეოები და ფოტოსურათები. ასევე ინახება ძველი სტატიების და ინტერვიუების არქივი, ცნობილ ავტორებს მიჰყავთ ბლოგები და სვეტები.
ყოველწლიურად ჟურნალი გადასცემს პრემია Ewwy Award–ს, სხვადასხვა ჟანრის და მიმართულების საუკეთესო ტელევიზიური სერიალების ჯილდოს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Henry Goldblatt, a longtime veteran at EW moving back to his old job as editor. New York Post (Jan 30, 2015).
- ↑ Dylan Stableford.. (16 мая 2008) Stivers Named Managing Editor of EW.com — Industry veteran joins Entertainment Weekly at a pivotal time for the brand. «Stivers Named Managing Editor of EW.com». Folio. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-07. ციტირების თარიღი: 2010-12-15.