ვაშინგტონ პოსტი (გაზეთი)
ვაშინგტონ პოსტი (ინგლ. The Washington Post) — უდიდესი და უძველესი გაზეთი ვაშინგტონში, აშშ-ის დედაქალაქში, რომელიც დაარსდა 1877 წლის 6 დეკემბერს.[3]გაზეთმა მსოფლიოში გაითქვა სახელი ადრეულ 1970-იანებში ბობ ვუდვორდისა და კალრ ბერნსტაინის უოტერგეიტის სკანდალის გამოძიებისას, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ნიქსონის პრეზიდენტობიდან გადაყენებაში. პოსტი საყოველთაოდ ითვლება საუკეთესო სამ ამერიკულ გაზეთთა რიგში „The New York Times“-სა (გამორჩეული საერთო ხასიათის რეპორტაჟებითა და საერთაშორისო მიმოხილვით) და „The Wall Street Journal“-თან (საფინანსო მიმოხილვებით) ერთად. პოსტმა რეპუტაცია თეთრი სახლისა და კონგრესის მუშაობისა და აშშ-ის მთავრობის სხვა ასპექტების რეპორტაჟებით მოიხვეჭა.
ვაშინგტონ პოსტის პირველი გვერდი | |
მედიის სახეობა: | ყოველდღიური გაზეთი |
---|---|
დაფუძნდა: | 6 დეკემბერი, 1877 |
მფლობელი: | WP CompanyWP Company LLC (Nash Holdings LLC) (ჯეფ ბეზოსი)[1][2] |
შტაბ-ბინა: | 1150 15-ე ქუჩა, ჩ.დ. ვაშინგტონი, აშშ |
მკითხველი: | 715,181 |
გავრცელება: | აშშ-ის აღმოსავლეთი სანაპირო |
საიტი: | washingtonpost.com |
„The New York Times“-ისა და „The Wall Street Journal“-სგან განსხვავებით „Washington Post“ საკუთარ თავს რეგიონულ გაზეთად თვლის და მისი ეროვნული გამოცემა დისტრიბუციაში აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს არ სცდება ხოლმე. მის მკითხველთა უმრავლესობა კოლუმბიის ოლქში და ასევე მის შემოგარენში მყოფ მერილენდისა და ჩრდ. ვირჯინიის გარეუბნებშია.[4]
2013 წლის მაისიდან გაზეთის ყოველდღიური ცირკულაცია 474,767 აღემატებოდა, ხოლო მისი საკვირაო გამოცემის ტირაჟი 838,014 აღემატება,[5] რაც მას ქვეყნის მასშტაბით ტირაჟის მიხედვით მეშვიდე ადგილზე აყენებს „USA Today“, „The Wall Street Journal“, „The New York Times“, „Los Angeles Times“, „Daily News“ და „New York Post“ შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ტირაჟი (ისევე როგორც ყველა სხვა გაზეთების) ბოლო დროს ნელ-ნელა ეცემოდა, მას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბაზარში-შეღწევადობის რეიტინგი აქვს აშშ-ის მეტროპოლიების ყოველდღიურ გაზეთებს შორის.[6]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- ვაშინგტონ პოსტის ისტორიის ქრონოლოგია დაარქივებული 2008-06-11 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Fahri, Paul (1 ოქტომბერი, 2013). „The Washington Post Closes Sale to Amazon Founder Jeff Bezos“. The Washington Post. Washington, D.C.: The Washington Post. ISSN 0190-8286. ციტირების თარიღი: 1 ოქტომბერი,, 2013. ციტატა: „Bezos's $250 million purchase was completed as expected with the signing of sale documents. The signing transfers the newspaper and other assets from The Washington Post Co. to Nash Holdings, Bezos's private investment company.“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Clabaugh, Jeff (1 ოქტომბერი, 2013). „Jeff Bezos Completes Washington Post Acquisition“. Washington Business Journal. American City Business Journals. ციტირების თარიღი: 1 ოქტომბერი, 2013. ციტატა: „Amazon founder Jeff Bezos is now officially the head of a newspaper, completing his $250 million acquisition of the Washington Post's publishing business Tuesday afternoon.“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ The Washington Post – 134 years young. The Washington Post (6 დეკემბერი, 2011). ციტირების თარიღი: 20 მარტი, 2016.
- ↑ The Washington Post's Circulation and Reach. Washington Post Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ნოემბერი, 2008. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2009.
- ↑ Total Circ for US Newspapers. Alliance for Audited Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-03. ციტირების თარიღი: 2018-01-31.
- ↑ "Blog: Ranking of newspapers". Retrieved 23 თებერვალი, 2012.