უოტერგეიტის სკანდალი

პოლიტიკური სკანდალი ა.შ.შ -ში რომელმაც თავი იჩინა 1970 - იან წლებში

უოტერგეიტის სკანდალი (ინგლ. The Watergate scandal) — აშშ-ის პოლიტიკური სკანდალი რიჩარდ ნიქსონის პრეზიდენტობის პერიოდში, რომელიც ნიქსონის რამდენიმე უახლოესი მრჩეველის დაპატიმრებითა და თვით პრეზიდენტის გადადგომით დასრულდა 1974 წლის 9 აგვისტოს.

უოტერგეიტის კომპლექსი, სადაც გახმაურებულ შეჭრას ჰქონდა ადგილი.

სკანდალი დაიწყო ვაშინგტონში 1972 წლის 17 ივნისს უოტერგეიტის საოფისე კომპლექსში დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის შტაბ-ბინაში შეჭრისთვის ხუთი ადამიანის დაპატიმრებით. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ წარმოებული გამოძიებით, ხოლო მოგვიანებით სენატის უოტერგეიტის კომიტეტისა და თემთა პალატის იურიდიული კომიტეტისა და პრესის მხილებით დადგინდა, რომ ეს შეჭრა ერთ-ერთი იყო მრავალრიცხოვან არალეგალურ საქმიანობათაგან, რომლებიც ნიქსონის შტატის თანამშრომლების მიერ იყო ნებადართული და წარმოებული. მათ ასევე გამოააშკარავეს დანაშაულისა და კანონდარღვევის უამრავი შემთხვევა, რომლებიც მოიცავდა საარჩევნო კამპანიის დარღვევებს, პოლიტიკურ შპიონაჟსა და საბოტაჟს, არალეგალურ შეჭრებს, გაუმართლებელ საგადასახადო აუდიტებს, არალეგალურ მოსმენებს მასშტაბურ დონეზე და ასევე საიდუმლო ფარულ საბანკო ანგარიშს მექსიკაში, ამგვარი ოპერაციების ჩამტარებელთა ანაზღაურებისთვის. ეს საიდუმლო ფონდი გამოიყენებოდა ასევე იმ შვიდი ადამიანის გასაჩუმებლად, რომლებიც 17 ივნისის შეჭრისთვის იყვნენ დაკავებული.

ნიქსონი და მისი შტატი ერთმანეთში შეთანხდმენ შეჭრის გარემოებების დასაფარავად, განსაკუთრებით კი, მისი თეთრ სახლთან კავშირის დასამალად, ამ ფაქტის მოხდენამდე ექვსი დღით ადრე. პრეზიდენტისა და მისი შტატის თანამშრომლების მაკომპრომეტირებელი მტკიცებულებების ორი წლის განმავლობაში შეგროვების შემდეგ, რაც მოიცავდა მისი ყოფილი შტატის თანამშრომლების აღიარებებს სენატის გამოძიებაში, გაირკვა, რომ ნიქსონს ხმის ჩამწერის სისტემა ჰქონდა საკუთარ ოფისში თეთრ სახლში, რომელსაც მრავალი საუბარი ჰქონდა დაფიქსირებული. ამ ფირების ჩანაწერებიდან გამოაშკარავდა, რომ მას პირადად მიუძღოდა ბრალი მართლმსაჯულებისთვის სიმართლის დამალვაში, კერძოდ ამ შეჭრასთან დაკავშირებულ გარემოებებში. ეს ჩანაწერი მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც „კვამლიანი თოფი“ (smoking gun). სასამართლო გარჩევების სერიის ბოლოს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ საქმეში „აშშ ნიქსონის წინააღმდეგ“ ერთხმად უყარა კენჭი გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ ჩანაწერების გადაცემაზე და ნიქსონი იძულებული გახდა ისინი გამოეაშკარავებინა.

თემთა პალატაში უეჭველი იმპიჩმენტისა, ხოლო სენატში დატუსაღების შესაძლებლობის წინაშე დამდგარი ნიქსონი ათ დღეში გადადგა, რითაც პირველი და ერთადერთი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა, რომელიც ამ პოსტიდან ვადამდე გადადგა. მისმა მემკვიდრემ ამ პოსტზე, ჯერალდ ფორდმა, გამოსცა წინააღმდეგობრივი ნიქსონის შეწყალება ნებისმიერი ფედერალური კანონდარღვევისთვის, რომელიც კი მას ჩადენილი შეიძლება ჰქონდა პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება