მიხეილ ბულგაკოვი

რუსი მწერალი

მიხეილ ათანასეს ძე ბულგაკოვი (რუს. Михаил Афанасьевич Булгаков; (დ. 15 მაისი, 1891, კიევი — გ. 10 მარტი, 1940, მოსკოვი) — რუსი მწერალი, დრამატურგი, თეატრალური რეჟისორი და მსახიობი. ავტორი რომანისა „ოსტატი და მარგარიტა“.

მიხეილ ბულგაკოვი
რუს. Михаил Афанасьевич Булгаков
Михаил-Булгаков.jpg
დაბადების თარიღი 3 (15) მაისი, 1891[1]
დაბადების ადგილი კიევი[2] [3] [4]
გარდაცვალების თარიღი 10 მარტი, 1940(1940-03-10)[2] [5] [4] [6] [7] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] (48 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი[2] [4]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
საქმიანობა რომანისტი, დრამატურგი[15] , ექიმი[16] [17] , სატირიკოსი, ნოველისტი, ლიბრეტისტი, სცენარისტი, სამეცნიერო ფანტასტი მწერალი, მწერალი[18] [15] , ჟურნალისტი, თეატრის რეჟისორი, მსახიობი, ექიმი-მწერალი, ქირურგი, ბიოგრაფი და პროზაიკოსი[19]
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of the USSR (1936-1955).svg სსრკ[20]
ალმა-მატერი Q4348927? და ბოგომოლეცის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი
ჟანრი სატირა, supernatural fiction, სამეცნიერო ფანტასტიკა, მოთხრობა, რომანი და მოთხრობა
Magnum opus ოსტატი და მარგარიტა, ძაღლის გული და The White Guard
მეუღლე ელენა ბულგაკოვა, ლიუბოვ ბელოზერსკაია და ტატიანა ლაპა
ხელმოწერა Mikhail Bulgakov signature.svg
საიტი bulgakov.ru

ბიოგრაფიარედაქტირება

დაიბადა ქალაქ კიევში რუსი მშობლების ოჯახში (მამა – აფანასი ბულგაკოვი, კიევის სასულიერო აკადემიის დოცენტი; დედა – ვარვარა პროკოვსკაია). 1916 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. რუსეთის სამოქალაქო ომის დროს იყო სამხედრო ექიმი. 1921 წლიდან დასახლდა მოსკოვში, სადაც დაიწყო აქტიური ლიტერატურული მოღვაწეობა.

ბულგაკოვი არასოდეს უჭერდა მხარს ბოლშევიკურ რევოლუციას. ბევრ თავის ლიტერატურულ ნაშრომში მძაფრი სატირის გამოყენებით დასცინოდა და აკრიტიკებდა არსებულ საბჭოთა რეჟიმს. ამიტომ საბჭოთა კავშირში 1930–იანი წლებიდან მისი ნაწარმოებების უმრავლესობა აიკრძალა, ან სულაც გამოუქვეყვებელი დარჩა ათწლეულების მანძილზე. ბულგაკოვი წლების მანძილზე უშედეგოდ ცდილობდა დაეტოვებინა საბჭოთა კავშირი.

1928 წელს ბულგაკოვი იმყოფებოდა საქართველოში. მოინახულა ქალაქები თბილისი და ბათუმი.

1930–1936 წლებში მუშაობდა მოსკოვის სამხატრო აკადემიურ თეატრში რეჟისორის ასისტენტად. 1936 წლიდან დიდ თეატრში ლიბრეტისტად და თარჯიმნად.

გარდაიცვალა 1940 წელს თირკმელების დაავადებით.

ლიტერატურული მოღვაწეობარედაქტირება

ბულგაკოვის პირველი ლიტერატურული ნაწარმოებები თარიღდება ადრეული 20–იან წელებით. 19221924 წელებში დაწერა ნოველა „თეთრი გვარდია“, რომლის საფუძველზე შეიქმნა პიესა „ტურბინების დღეები“. მოგვიანებით დაიწერა მოთხრობა „ძაღლის გული“ (1925).

სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა რომანზე „ოსტატი და მარგარიტა“.

ბიბლიოგრაფიარედაქტირება

მოთხრობები და რომანებირედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. parish register
  2. 2.0 2.1 2.2 Лакшин В. Я. Булгаков Михаил Афанасьевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1971. — Т. 4 : Брасос — Веш. — С. 104–105.
  3. http://www.theguardian.com/world/2014/feb/21/ukraine-peace-deal-brokered-protesters-barricades-remain
  4. 4.0 4.1 4.2 Лакшин В. Я. Булгаков Михаил Афанасьевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1971. — Т. 4 : Брасос — Веш. — С. 104–105.
  5. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. SNAC — 2010.
  7. 7.0 7.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  8. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  9. Encyclopædia Britannica
  10. filmportal.de — 2005.
  11. BD Gest'
  12. ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  13. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  14. Babelio — 2007.
  15. 15.0 15.1 15.2 The Fine Art Archive — 2003.
  16. http://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1111/j.1468-2982.2006.01232.x/full
  17. http://link.springer.com/content/pdf/10.1007%2Fs10912-013-9259-z.pdf
  18. Deutsche Nationalbibliothek, Staatsbibliothek zu Berlin, Bayerische Staatsbibliothek et al. Record #118517376 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  19. Czech National Authority Database
  20. http://www.nytimes.com/2007/04/25/world/europe/25cnd-yeltsin.html