ძაღლის გული
ძაღლის გული (რუს. Собачье сердце) — მიხეილ ბულგაკოვის მოთხრობა.
„ძაღლის გული“ | |
---|---|
Собачье сердце | |
1925 წლის გამოცემის გარეკანი. | |
ავტორი | მიხეილ ბულგაკოვი |
ენა | რუსული |
გამოცემის თარიღი | 1987 (პირველი ოფიციალური გამოცემა სსრკ-ში) |
ისტორია
რედაქტირებადაიწერა 1925 წელს. პირველად გამოქვეყნდა 1968 წელს, ერთდროულად ჟურნალში „ზღვარი“ (ფრანკფურტი) და ალეკ ფლეგონის „სტუდენტში“ (ლონდონი) [1]. 1960-იან წლებში სსრკ-ში სამიზდატის მეშვეობით გავრცელდა.
ოფიციალურად პირველად გამოიცა 1987 წელს, ჟურნალის „ბაირაღი“ (Знамя) მეექვსე ნომერში.[2]. არაერთხელ გამოიცა ხელახლა.
სიუჟეტი
რედაქტირებამოსკოვი, 1924 წლის დეკემბერი. გამოჩენილი ქირურგი ფილიპე პრეობრაჟენსკი გაახალგაზრდავების სფეროში ექსპერიმენტებით წარმატებულია. მას ჩაფიქრებული აქვს ძაღლისთვის ადამიანური ჰიპოფიზების და საკვერცხეების გადანერგვის ოპერაცია. საცდელი ცხოველის სახით მან უპატრონო ძაღლი შარიკი შეარჩია. შედეგად შარიკი ადამიანის ფიზიკურ ფორმებს და გარეგნობას იძენს. მაგრამ იგი იქცევა ლოთად და იქცევა უკმეხად - ვინაიდან ასეთი იყო ორგანოების დონორი კლიმ ჩუგუნკინი.
შარიკის ამბავი სამედიცინო წრეებში ვრცელდება, მოგვიანებით ბულვარულ პრესაშიც. პროფესორით აღტაცებულია მრავალი კოლეგა, შარიკს უჩვენებენ სამედიცინო ლექტორიაში, პროფესორის სახლთან დაინტერესებულები იკრიბებიან. ამასობაში შარიკი მოექცევა კომუნისტი აქტივისტ შვონდერის გავლენის ქვეშ, რომელიც მას შთააგონებს, რომ იგი პროლეტარია, რომელიც ბურჟუაზიის (პრეობრაჟენსკის და ასისტენტ ბორმენტალის სახით) წნეხის ქვეშ იმყოფება. იგი შარიკს განაწყობს პროფესორის წინააღმდეგ.
შვონდერი შარიკს პასპორტსაც გადასცემს, პოლიგრაფე პოლიგრაფეს ძე შარიკოვის სახელზე, ამუშავებს უპატრონო ცხოველების დაჭერის სამსახურში და აიძულებს პროფესორს, შარიკი საკუთარ ბინაში ჩაწეროს. შარიკი კარიერაში დიდ წარმატებას აღწევს და სამსახურის უფროსად ინიშნება. შვონდერის გავლენით, კომუნისტური ლიტერატურით შთაგონებული, შარიკი იწყებს პროფესორთან უკმეხ, შინ მოურიდებელ ქცევას და მოსამსახურე ქალზე გადაკიდებას. ბოლოს, იგი პროფესორსა და ექიმ ბორმენტალს დაასმენს. ბორმენტალი მას უბრძანებს, დატოვოს ბინა, თუმცა შარიკი მას ემუქრება რევოლვერით. მისი განიარაღების შემდეგ პრეობრაჟენსკი ატარებს უკუოპერაციას და ადამიან-შარიკს უნერგავს ძაღლის ჰიპოფიზს, რის შემდეგაც უკანასკნელი კარგავს ადამიანის გარეგნობა და ფორმებს და კვლავ ძაღლად იქცევა.
ეკრანიზაციები
რედაქტირებაარსებობს ფილმის ორი ეკრანიზაციაა. პირველი გამოვიდა იტალიაში, 1976 წელს. პრეობრაჟენსკის როლს მასში მაქს ფონ სიუდოვი ასრულებს, ხოლო შარიკოვს კოკი პონზონი განასახიერებს.
მეორე, უფრო ცნობილი ეკრანიზაციაა 1988 წლის ფილმი, გადაღებული რეჟისორ ვლადიმერ ბორტკოს მიერ. პროფესორის როლს ამ ფილმში ასრულებს ევგენი ევსტიგნეევი, ბორმენტალის - ბორის პლოტნიკოვი, ხოლო შარიკის - ვლადიმერ ტოლოკონიკოვი. შვონდერს განასახიერებს რომან კარცევი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სამიზდატის ანთოლოგია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-23. ციტირების თარიღი: 2015-12-10.
- ↑ როგორ იღებდნენ ფილმს „ძაღლის გული“[მკვდარი ბმული]