სატირა
სატირა — სინამდვილის მხატვრული ასახვის ისეთი ფორმა, როდესაც გამანადგურებელი სიცილით ამხილებენ ასახულის უარყოფით, მანკიერ ბუნებას. კომიკურის სახე. იუმორისაგან (რომელიც კეთილგანწყობილია ასახულის მიმართ და ცდილობს სიცილით „განკურნოს“ იგი, გამოასწოროს მისი ნაკლი) განსხვავებით სატირა სიცილით ამხილებს, ბოლომდე „აშიშვლებს“ თავის ობიექტს, ააშკარავებს შეუთავსებლობას გარეგან და შინაგან მხარეებს შორის, ფორმასა და შინაარსს შორის. ამით განსხვავდება სატირა პირდაპირი კრიტიკისგან, ინვექტივისაგან.
სატირისთვის დამახასიათებელია პუბლიცისტურობა, ავტორისეული ტენდენციურობა და გადაულახავი ზღვარი ავტორისეულ იდეურ სამყაროსა და მხილების ობიექტს შორის, ხოლო მისი ესთეტიკური ამოცანაა გამოიწვიოს და გამოაცოცხლოს გახსენება მშვენიერისა, რასაც შეურაცხყოფს მხილების ობიექტი თავისი მანკიერი არსით. სატირის აქტუალობა დამოკიდებულია ისტორიულ, გეოგრაფიულ და სოციალურ ფაქტორებზე. რამდენადაც უფრო ზოგადსაკაცობრიოა იდეალი, რომლის საშუალებით სატირიკოსი წარმოაჩენს თავის ანტიიდეალს და რამდენადაც უფრო ესთეტიკურად გამართულია მისი უარყოფითი სიცილი, მით უფრო ხანგრძლივდება სატირის ცხოველმყოფელი მნიშვნელობა.
წარმოშობა
რედაქტირებასატირა აღმოცენდა ძველ რომაულ ლირიკაში. შემდეგ დაკარგა ჟანრულობა, თუმცა განსაზღვრავს სხვადასხვა ჟანრის არსს: იგავ-არაკის, ეპიგრამის, პამფლეტის, ფელეტონის. სატირის პრინციპზე აგებული რომანი გადაიქცევა სატირულ რომანად, დრამა კი - კომედიად. სატირისთვის დამახასიათებელი იერსახე იქმნება ჰიპერბოლიზაციით, გაზვიადებით, გროტესკით, სარკაზმით.
სატირა ჩაისახა და განვითარდა ძველ საბერძნეთში. სატირული ხასიათის ნაწარმოებებით ცნობილი არიან ძველი ბერძენი პოეტები: არქილოქე პაროსელი, ჰიპონაქტე ეფესელი, კომედიოგრაფი არისტოფანე, პროზაიკოსი ლუკიანე სამოსატელი. სატირამ ჩამოყალიბებული სახე მიიღო ძველ რომაულ პოეზიაში. მისი წარმომადგენლები არიან: ჰორაციუსი, იუვენალი და სხვ. სატირული ნაწარმოებებით ევროპულ ლიტერატურაში სახელი გაითქვეს ფრანსუა რაბლემ, სერვანტესმა, ჯონათან სვიფტმა, ვოლტერმა, ჰაინრიხ ჰაინემ და სხვ.
სატირის ცნობილი მაგალითები:
ლიტერატურა
რედაქტირება- Bloom, Edward A (1972), "Sacramentum Militiae: The Dynamics of Religious Satire", Studies in the Literary Imagination 5: 119–42.
- Connery, Brian A, Theorizing Satire: A Bibliography, Oakland University, http://www2.oakland.edu/english/showcase/satbib.htm. წაკითხვის თარიღი: 2013-04-03 დაარქივებული 2009-03-05 საიტზე Wayback Machine. .
- Dooley, David Joseph (1972), Contemporary satire, http://books.google.com/books?id=LGYIAQAAIAAJ.
- Feinberg, Leonard, The satirist.