პამფლეტი
პამფლეტი (ინგლ. pamphlet < pamphilius - XII საუკუნის პოპულარული კომედიის Pamphilius seu de amore-ს გმირის სახელი) — პოლემიკურ-აგრესიული ტონის სატირული თხზულება, ძირითადად პუბლიცისტური ხასიათისა. მიმართულია საზოგადოების გარკვეული წრის, ცალკეული პირთა ან ამა თუ იმ პოლიტიკური მოვლენის (ზოგჯერ თვით სახელმწიფოს) წინააღმდეგ. პამფლეტი თავისი ხასიათით მწვავე, შემტევითი, შეურაცხმყოფელი ბუნებისაა. მასში ფაქტობრივი მასალა შეზღუდულადაა წარმოდგენილი, სიმძიმის ცენტრი გადატანილია მოწინააღმდეგის მიმართ მკითხველის გაღიზიანებაზე. ცნობილია ანტიკური ხანიდან, კლასიკური სახე მიიღოდა ფართოდ გავრცელდა აღორძინების ეპოქაში. (ერაზმ როტერდამელი, ბლეზ პასკალი და სხვები). ამ ჟანრს მხატვრულ-სატირულ თხზულებებსაც მიაკუთვნებენ (სვიფტის „პამფლეტები“, მისივე „გულივერის მოგზაურობა“, მიხეილ ბულგაკოვის „მეწამული კუნძული“ და სხვა). ქართულ მწერლობაში პამფლეტური ხასიათისაა გრიგოლ ორბელიანი პასუხი შვილთა, ილია ჭავჭავაძის პასუხის პასუხი.