ერაზმუს როტერდამელი

აღორძინების ეპოქის მეცნიერი
(გადამისამართდა გვერდიდან ერაზმ როტერდამელი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დეზიდერიუსი ერაზმუს როტერდამელი (ნამდვილი სახელი და გვარი გერჰარდ გერჰარდსი (Gerhard Gerhards); ზოგჯერ ცნობილი, როგორც ერასმუს როტერდამელი ან ერაზმ როტერდამელი) (დ. 28 ოქტომბერი, 1466/1469, როტერდამი — გ. 12 ივლისი, 1536, ბაზელი) — რენესანსის პერიოდის ნიდერლანდელი ჰუმანისტი კათოლიკე ქრისტიანი თეოლოგი, ფილოსოფოსი, ფილოლოგი, მთარგმნელი და მწერალი. წერდა ლათინურ ენაზე. ერაზმუს როტერდამელმა უარყო შუა საუკუნეების სწავლა–აღზრდის სისტემა. გამოსცა „ახალი აღთქმა“ ბერძნულ ენაზე, დაურთო საკუთარი ლათინური თარგმანი, რომელიც საფუძვლად დაედო ლუთერის ბიბლიის თარგმნას. გამოსცა ანტიკურ ავტორთა და ეკლესიის მამათა კრიტიკული ჟანრის თხზულებები. ჰუმანისტური იდეები ლიტერატურაში ყველაზე უფრო სრულყოფილად ერაზმუს როტერდამელმა გამოხატა.

ერაზმუს როტერდამელი
ლათ. Desiderius Erasmus Roterodamus
დაბ. თარიღი 28 ოქტომბერი, 1466[1] [2] [3]
დაბ. ადგილი როტერდამი[1] [3]
გარდ. თარიღი 12 ივლისი, 1536[4] [5] (69 წლის)
გარდ. ადგილი ბაზელი[1]
დასაფლავებულია ბაზელის საკათედრო ტაძარი
მოქალაქეობა ჩვიდმეტი პროვინცია
საქმიანობა მთარგმნელი[6] , ფილოსოფოსი[5] , თეოლოგი[7] [5] [8] , ესეისტი, Bible translator, მწერალი[9] [10] , latinist, Latin Catholic priest, უნივერსიტეტის პროფესორი და Lady Margaret's Professor of Divinity
მუშაობის ადგილი ლიუვენის ძველი უნივერსიტეტი
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტი, დედოფლის კოლეჯი, კემბრიჯის უნივერსიტეტი, ტურინის უნივერსიტეტი, Collège de Montaigu[11] , City Gymnasium და College of Sorbonne
განთქმული მოსწავლეები Gabriel Mudaeus, Richard Croke და Nikolaus Bensrott[12]
სამეცნიერო ხარისხი Doctor of Divinity
მეუღლე

შემოქმედება

რედაქტირება

ერაზმუს როტერდამელის ყველაზე მნიშვნელოვანი მხატვრული ნაწარმოებია სქოლასტიკის წინააღმდეგ მიმართული სატირა – „ქება სისულელისა“, რომელშიც იგი ამხელს გაბატონებული ეკლესიის მანკიერებას, შუასაუკუნეობრივ ჩამორჩენილობას, უმეცრებას, აკრიტიკებს მთავრებსა და ომისმოყვარე თავადებს. ერაზმუს როტერდამელის მიზანი იყო ანტიკურობის და ქრისტიანობის სინთეზით ქრისტიანული ჰუმანიზმის დაფუძნება. თავის თვალსაზრისს მან „ქრისტეს ფილოსოფია“ უწოდა. მისთვის უმთავრესი იყო ადრინდელი ქრისტიანობის აღორძინება და ამასთან დაკავშირებით ანტიკური მეცნიერებისა და ხელოვნების დაფასება. მასვე ეკუთვნის ანდაზების კრებულები („Adagia“, 1500), დიალოგები („შინაური საუბრები“, 1518), კომენტარები, ფილოლოგიური თხზულებანი. ფილოსოფიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ტრაქტატი „ქრისტიანი მეომრის ხანჯალი“ (1502).

მეტსახელი

რედაქტირება

მისი კოდირებული სახელი დესიდერიუს ერასმუს როტერდამელი, შეიცავს შემდეგ სამ ელემენტს: ლათინური არსებითი სახელი დესიდერიუმ („ლტოლვა“ ან „სურვილი“; ბერძნული ზედსართავი ἐράσμιος (erásmios) ნიშნავს „სურვილის მქონე“, და ასევე ერასმუს წმინდასაც ნიშნავს; და ბოლოს ლათინიზირებული ქალაქის სახელი როტერდამი (როტერდამუს = „როტერდამელი“).

ერასმუსი კლასიკური სწავლული იყო, ვისაც წმინდა ლათინური სტილით უყვარდა წერა და შერქმეულ მეტსახელს „ჰუმანისტების უფლისწულს“ სიამოვნებით ირგებდა. მას ასევე „ქრისტიანი ჰუმანისტების სამეფო დიდებასაც“ უწოდებდნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 171.
  • McDonald, Grantley. Biblical Criticism in Early Modern Europe: Erasmus, the Johannine Comma, and Trinitarian Debate (Cambridge and New York: Cambridge University Press, 2016)
  • Christ-von Wedel, Christine. Erasmus of Rotterdam: Advocate of a New Christianity (Toronto: University of Toronto Press, 2013)
  • Bietenholz, Peter G. Encounters with a Radical Erasmus. Erasmus' Work as a Source of Radical Thought in Early Modern Europe (Toronto: University of Toronto Press, 2009)
  • Dodds, Gregory D. Exploiting Erasmus: The Erasmian Legacy and Religious Change in Early Modern England (Toronto: University of Toronto Press, 2009)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Эразм Роттердамский // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. http://webdept.fiu.edu/~mirandas/bios1535.htm#Erasmus
  3. 3.0 3.1 Houbraken A. Desiderius Erasmus // De groote schouburgh der Nederlantsche konstschilders en schilderessenArnold Houbraken, 1718. — გვ. 17.
  4. Biografisch Portaal — 2009.
  5. 5.0 5.1 5.2 BeWeB
  6. Эразм Роттердамский // Малая советская энциклопедия / под ред. Н. Л. Мещеряков — 2 — Советская энциклопедия, 1936.
  7. Deutsche Nationalbibliothek Record #118530666 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  8. The Fine Art Archive — 2003.
  9. Mirabile: Digital Archives for Medieval CultureSISMEL – Edizioni del Galluzzo.
  10. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  11. Mathematics Genealogy Project — 1997.
  12. Contemporaries of Erasmus: A Biographical Register of the Renaissance and ReformationUniversity of Toronto Press, 2003. — ტ. 1.