იგავ-არაკი

მაგარია

იგავ-არაკი — ლირიკულ-ეპიკური ჟანრის ნაწარმოები, ზნეობრივ-დამრიგებლური ხასიათის თხზულება. მისი გმირები არიან ცხოველები, მცენარეები, საგნები, მაგრამ იგულისხმებიან ადამიანები (გაპიროვნება). იგავ-არაკს საფუძვლად უდევს შედარება. ახასიათებს ნართაული თქმა, ალეგორიულობა, სატირულ-იუმორისტული, კომიკური და რაც მთავარია, მომართვა შეგონებისათვის ახლოს დგას იგავთან.

იგავი ერთ–ერთი უძველესი ჟანრია, რომელიც აღმოცენდა აღმოსავლეთში, სადაც გამოცანებით ლაპარაკი უყვარდათ. იგავების ტექსტები ჯერ კიდევ უძველესი ხალხების, შუმერებისა და ბაბილონელების წერილობით ძეგლებშია აღმოჩენილი. ჩამოყალიბებული სახე იგავმა ძველ საბერძნეთში მიიღო.[1]

მთელ მსოფლიოში ცნობილია ძველი ბერძენი მეიგავის – ეზოპეს – იგავები. იგავურ მეტყველებას, ანუ შეფარვით თქმას ეზოპეს ენაც კი ეწოდებოდა.[1]

  1. 1.0 1.1 იგავი.