ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იგავი — მოყვანილი კერძო შემთხვევა, კაზუსი და მისი საკანონმდებლო მოწესრიგება. იგი არის რეალურ ან გამოგონებულ ფაქტებზე დაფუძნებული მოთხრობა, რომლის მეშვეობითაც გადმოიცემა რელიგიური, ზნეობრივი ან საერო ხასიათის სხვადასხვა ამბავი.[1]

სიტყვის პოტენცია ყველაზე მეტად განსახოვნებაში ანუ სახისმეტყველებაში ვლინდება. სიტყვის სახისმეტყველებითი პოტენცია მოცემულია ენაში, ვითარცა სისტემაში. ამ აზრით ვამბობთ, რომ ენაში მოცემულია არა მხოლოდ ის, რაც იყო და არის, არამედ ისიც, რაც მომავალში გამოვლინდება... ასეთ იურიდიულ-ტექნიკურ ხერხს მიმართავდნენ სამართლის ნორმის უკეთ გაგების მიზნით მაშინ, როდესაც საჭირო იყო ჩვეულებრივი მართლურთიეთობისაგან განსხვავებული რთული შემთხვევის საკანონმდებლო გადაწყვეტა. იგავის ანუ „სიტყვით მაგალითის“ (საბა) სახითა გადმოცემული ბერძნული სამართლის ქართული ვერსიის („სამართალი ბერძნული“) 204 და 280 მუხლები (შდრ.მმ.203 და 279).

უძღები შვილის დაბრუნება, რემბრანდტის მიერ, 1660 წ

კანონიკური სახარებებისა და ახალი აღთქმის ზოგიერთი მკვლევარი იყენებს ტერმინს „იგავი“ მხოლოდ იესოს იგავებზე, [2] [3] თუმცა ეს არ არის ტერმინის საერთო აღწერა. იესოს სწავლების მეთოდისთვის მნიშვნელოვანია ისეთი იგავი, როგორიცაა უძღები ძის იგავი.

იგავი ერთ-ერთი უძველესი ჟანრია. იგავების ტექსტები ჯერ კიდევ უძველესი ერების - შუმერების და ბაბილონელების წერილობით ძეგლებშია აღმოჩენილი. ჩამოყალიბებული სახე იგავმა ძველ საბერძნეთში მიიღო. მთელ მსოფლიოში ცნობილია ძველი ბერძენი მეიგავის - ეზოპეს იგავები. იგავურ მეტყველებას ზოგჯერ ეზოპეს ენაც ეწოდება.[1]

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იგავების მქმნელი იყო სულხან-საბა ორბელიანი.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იგავი“-დან