ვოლტერი (ფრანგ. Voltaire, ნამდვილი სახელი: ფრანსუა მარი არუე ფრანგ. François-Marie Arouet, დ. 21 ნოემბერი, 1694 — გ. 30 მაისი, 1778) — ფრანგი მწერალი, დრამატურგი და ფილოსოფოსი, განმანათლებელი.

ვოლტერი
ფრანგ. Voltaire
დაბადების თარიღი 21 ნოემბერი, 1694(1694-11-21)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი პარიზი, საფრანგეთის სამეფო[4] [5]
გარდაცვალების თარიღი 30 მაისი, 1778(1778-05-30)[4] [6] [7] [8] [9] [3] (83 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი, საფრანგეთის სამეფო[4] [5]
დასაფლავებულია პარიზის პანთეონი და Abbaye de Sellières[10]
ფსევდონიმი Voltaire და Bénédictin[11]
საქმიანობა ფილოსოფოსი[12] [2] , პოეტი[2] , ისტორიკოსი[12] , ესეისტი, დრამატურგი, ავტობიოგრაფი, დღიურის ავტორი, პოეტი ადვოკატი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, ენციკლოპედისტი, კორესპონდენტი, პოლიტოლოგი და მწერალი[13]
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი[14]
ალმა-მატერი ლუი დიდის ლიცეუმი
ჟანრი რომანი
Magnum opus კანდიდი ანუ ოპტიმისტი, ზადიგი ანუ ბედისწერა, ზაირი, Letters on the English, Dictionnaire philosophique, The Huron; or, Pupil of Nature, Mahomet და Correspondence of Voltaire
ჯილდოები ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის და სამეფო საზოგადოების წევრი[15]
მეუღლე
პარტნიორ(ებ)ი ემილია დიუ შატლე
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფრანსუა მარი არუე დაიბადა პარიზში, შეძლებული ნოტარიუსის ოჯახში. 1704 წელს შედის იეზუიტთა კოლეჯში. 1711 წელს კი სწავლას განაგრძობს სამართლის სკოლაში. ამავე დროს იგი ხშირი სტუმარია პარიზის სალონების და გამოირჩევა თავისი მახვილგონიერებით. 1717 წელს ლუი XIV -ის მეფობის შესახებ პოლიტიკური სატირის დაწერის გამო აპატიმრებენ. 1718 წელს კომედი ფრანსეზში წარმატებით იდგმება მისი ტრაგედია ოიდიპოსი. ამ პერიოდს უკავშირდება ფსევდონიმის აღებაც. 1726 წელს შევალიე დე როანთან მომხდარი უსიამოვნების გამო ისევ აპატიმრებენ. ბასტილიიდან გამოსვლის შემდეგ ვოლტერი ინგლისში მიემგზავრება, სადაც იგი გაეცნობა ჯონ ლოკისა და ისააკ ნიუტონის თეორიებს და წერს ინგლისურ წერილებს, რომლებშიც გამოთქვამს თავის აღფრთოვანებას ბრიტანული მონარქიით. 1729 წელს ბრუნდება საფრანგეთში, მაგრამ ინგლისური წერილების გამოქვეყნების გამო იძულებული ხდება თავის მეგობარ, მარკიზა დუ შატელესთან პროვინციაში შეაფაროს თავი. ეს დრო მისი ლიტერატურული მოღვაწეობის ყველაზე უხვი პერიოდია. აქვე იწყება მისი მიმოწერა პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-სთან, რომელიც მას ბერლინში მიიპატიჟებს. 1750-1753 წლებში ვოლტერი გერმანიის სამეფო კარზეა, მაგრამ ფრიდრიხ II-სთან უთანხმოების გამო ისევ იძულებულია გაიქცეს. ამჯერად შვეიცარიაში მიემგზავრება. საბოლოოდ, 1759 წელს, ფერნეიში, საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვართან ახლოს აშენებს ციხე-სიმაგრესა და ეკლესიას და იქვე სახლდება. მალე მას "ფერნეის პატრიარქსაც" შეარქმევენ. მასთან გამუდმებით მოდიან სტუმრად ცნობილი ადამიანები. თავის სოფელს ვოლტერი პატარა ინდუსტრიული წარმოების მოდელად აქცევს სადაც საგრძნობლად გაუმჯობესებულია გლეხთა პირობები. ამ პეროდისთვის იგი იმდენად პოპულარულია რომ პარიზში ძეგლსაც უდგამენ, რომლის გახსნას თავადვე ესწრება. 1746 წელს მას საფრანგეთის აკადემიის დირექტორად ნიშნავენ. ვოლტერი გარდაიცვლება 1778 წელს, 84 წლის ასაკში. 1791 წელს მისი ფერფლი პარიზის პანთეონში გადააქვთ.

ვოლტერმა მრავალი მოაზროვნის გავლენა განიცადა, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა მონტენს, ლოკსა და ნიუტონს ჰქონდათ. ინგლისური ემპირიზმისა და ფრანგული სინამდვილის ზეგავლენით იგი დეიზმის პოზიციაზე დგება, რომელიც უარყოფს ყოველგვარ დოგმატურ რელიგიურ ინსტიტუციას. თუმცა იგი საერთოდ რელიგიის წინააღმდეგი არ ყოფილა. რელიგია მას აუცილებლად მიაჩნია საზოგადოების არსებობსათვის, როგორც მასების მორჩილების საშუალება. ღმერთი რომ არ ყოფილიყო ის უნდა გამოგვეგონაო, ამბობდა ვოლტერი. თავის ფილოსოფიურ ლექსიკონში სტატიაში თეისტი ვოლტერს შემოაქვს ღმერთის, როგორც სამყაროს არა არარიდან შემომქმედის, არამედ მომწესრიგებლისა და პირველი ბიძგის მიმცემის გაგება. ყველას შეუძლია თავისებურად სწამდეს ღმერთი, მაგრამ რაღაცნაირი მაინც უნდა სწამდეს. ცხოვრების სახელმძღვანელო მაქსიმა კი არის - "აკეთე სიკეთე"! ეს მოთხოვნა, მეტაფიზიკური სისტემების უარყოფისა და რეალური შრომის პროცესის აპოლოგიასთან ერთად, ვოლტერის ცხოვრებისა და აზროვნების ძირითად პრინციპს წარმოადგენს.

ზღაპრების წერა ვოლტერმა 50 წლის ასაკში დაიწყო. მასზე დიდი გავლენა მოახდინა იეზუიტურმა განათლებამ, საიდანაც აიღო სტილის ელეგანტურობა. ინგლისში ყოფნისას გაიცნო სვიფტის შემოქმედება, რომლისგანაც გადმოიღო ფანტაზიისადმი მიდრეკილება და მოგზაურობის სიყვარული. სიუჟეტებისთვის კი უძველეს აღმოსავლელ ავტორებს მიმართავდა, რის გამოც პლაგიატორობაც კი დასწამეს. ზღაპრებში ვოლტერს გამოყენებული აქვს დამცინავი, სხარტი კილო და იმდენად ჩქარი რიტმი, რომ პერსონაჟის უბედურება მკითხველს მღელვარებასაც კი არ განაცდევინებს. ვოლტერის ზღაპრების გამაერთიანებელი რგოლი მისი ფილოსოფიაა, რომელიც მთელი მისი ცხოვრების მანძილზე იცვლებოდა. ზღაპრებში ვოლტერი დასცინის რელიგიებს, ეკლესიის მსახურებს და რელიგიურ ინსტიტუციებს.

  • ზადიგი ანუ ბედისწერა, 1747
  • მიკრომეგასი, 1752
  • კანდიდი ანუ ოპტიმისტი, 1759
  • მიამიტი, 1767
  • ბაბილონის პრინცესა, 1768
 
ვოლტერის ბიუსტი, 1778, ჟან ანტუან ჰუდონი

ვოლტერი თავის ლიტერატურულ კარიერას იწყებს 1718 წელს პიესით ოიდიპოსი და ამთავრებს ასევე დრამატული ნაწარმოებით, ირენი, რომლის წარმოდგენაზეც იმყოფებოდა სიკვდილის წინა დღეს. იგი ხშირად თავადვე თამაშობდა თავის პიესებში. ვოლტერი სიცოცხლეში სწორედ დრამატული ნაწარმოებებით გახდა ცნობილი. მასზე დიდი გავლენა მოახდინა შექსპირის თეატრმა, თუმცა ამავდროულად კლასიცისტური ტრადიციის ერთგულიც რჩება. მისი აზრით ინგლისურ თეატრს აკლდა ფრანგული დახვეწილი სტილი, სიწმინდე, რეგულარობა, მაგრამ ამავდროულად ჰქონდა უპირატესობაც - მოქმედება. ამიტომ ვოლტერის ნაწარმოებებში შენარჩუნებულია კლასიცისტური სტილი ,მაგრამ გაძლიერებული, გამრავლებულია მოქმედება, გართულებულია ინტრიგა. იმისათვის, რომ ეფექტი და მაყურებლის თანაგრძნობა გააძლიეროს ვოლტერი ამრავლებს დეკორაციებს, სხვადასხვა ეროვნებების პერსონაჟებს, შემოაქვს ლოკალური ფერი, პათეტიკურობა, და მელოდრამატული ეფექტები და ყოველივე ამით ტრაგედიას აქცევს დრამად. ყველაზე დიდი სკანდალი გამოიწვია მისმა ტრაგედიამ მაჰმუდი, სადაც ადვილი შესაცნობია ცრუ წინასწარმეტყველი და ამის სასფუძველზე რელიგიის კრიტიკა, იქნება ეს ქრისტიანული თუ მაჰმადიანური. ვოლტერს უსაყვედურებენ ქრისტიანობაზე იერიშის მიტანას. ვოლტერმა შექმნა ასევე ნაციონალური ტრაგედია, ადელაიდა დიუ გეკლენი , რაც მართლაც სიახლე იყო.

  • ოიდიპოსი, 1718
  • ბრუტუსი, 1730
  • ზაირი, 1732
  • მაჰმუდი, 1742
  • მეროპე, 1743
  • სემირამისი, 1748
  • ჩინელი ობოლი, 1755
  • ირენი, 1778

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Voltaire
  2. 2.0 2.1 2.2 The Fine Art Archive — 2003.
  3. 3.0 3.1 François Marie dit VOLTAIRE Arouet / B. Delmas — 2009.
  4. 4.0 4.1 4.2 Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 1.
  5. 5.0 5.1 Вольтер // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  6. SNAC — 2010.
  7. Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  8. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  10. https://www.pariszigzag.fr/secret/histoire-insolite-paris/restes-voltaire-eparpilles-dans-paris
  11. Czech National Authority Database
  12. 12.0 12.1 BeWeB
  13. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  14. LIBRIS — 2017.
  15. Past Fellows database
    
განმანათლებლობა
განმანათლებლები ქვეყნების მიხედვით
ავსტრია: იოზეფ II | ლეოპოლდ II | მარია ტერეზია
დანია-ნორვეგია: ლუდვიგ ჰოლბერგი | იენს შილდერუპ სნეედორფი | იოჰან ფრიდრიხ შტრუენზეე | ეგერტ ოლაფსონი
საფრანგეთი: პიერ ბეილი | ფონტენელი | მონტესკიე | ფრანსუა კენი | ვოლტერი | ბიუფონი | ჟან-ჟაკ რუსო | დენი დიდრო | ჰელვეციუსი | ჟან დ'ალამბერი | ბარონ დ'ოლბახი | მარკიზ დე სადი | კონდორსე | ანტუან ლავუაზიე | ოლიმპია დე გუგესი | იხ. აგრეთვე: ფრანგი ენციკლოპედისტები
გერმანია: ერჰარდ ვაიგელი | გოტფრიდ ვილჰელმ ფონ ლაიბნიცი | ფრიდრიხ II | იმანუელ კანტი | გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი | თომას აბტი | იოჰან გოტფრიდ ჰერდერი | ადამ ვაისჰაუპტი | იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე | ფრიდრიხ შილერი | კარლ ფრიდრიხ გაუსი | იხ. აგრეთვე: გერმანული კლასიციზმი
დიდი ბრიტანეთი: ტომას ჰობზი | ჯონ ლოკი | ისააკ ნიუტონი | სემუელ ჯონსონი | დევიდ ჰიუმი | ლორდი მონბოდო | ადამ სმითი | თომას პეინი | ჯონ უილქსი | ედმუნდ ბურკე | ედუარდ გიბონი | ჯეიმზ ბოსუელი | ჯერემი ბენტჰემი | მერი უოლსტოუნკრაფტი | იხ. ასევე: შოტლანდიური განმანათლებლობა
იტალია: ჯანბატისტა ვიკო | ჩეზარე ბეკარია
ნიდერლანდები: ჰუგო გროტიუსი | ბარუხ სპინოზა
პოლონეთი: სტანისლავ ლეშჩინსკი | სტანისლავ კონარსკი | სტანისლავ აუგუსტ პონიატოვსკი | იგნაცი კრასიცკი | ჰუგო კოლოტაი | იგნაცი პოტოცკი | სტანისლავ სტასიცკი | იან სნიადეცკი | იეჯეი სნიადეცკი | ვოიცეხ ბოგუსლავკი | ფრანციშეკ ბოჰომოლეცი | ფრანციშეკ სალეზი იჟიერსკი | ფრანციშეკ კარპინსკი | ფრანციშეკ დიონიზი კნიაჟნინი | ჰუგო კოლატაი | ადამ ნარუშევიჩი | იულიან ურსინ ნიემცევიჩი | სტანისლავ სტაშიჩი | სტანისლავ ტრემბეცკი | ფრანციშეკ ზაბლოცკი
რუსეთი: ეკატერინე დიდი | პეტრე დიდი | ეკატერინა დაშკოვა | მიხეილ ლომონოსოვი | ივან შუვალოვი | ნიკოლაი ნოვიკოვი | ალექსანდრ რადიშჩევი | მიხაილ შჩერბატოვი
ესპანეთი: გასპარ მელქიორ დე ხოველანოსი | ლეანდრო ფერნანდეს დე მორატინი
აშშ: ბენჯამენ ფრანკლინი | დევიდ რიტენჰაუზი | ჯონ ადამსი | ტომას ჯეფერსონი
განმანათლებლობასთან დაკავშირებული კონცეფციები
კაპიტალიზმი | სამოქალაქო თავისუფლებები | კრიტიკული აზროვნება | დეიზმი | დემოკრატია | ემპირიზმი | განათლებული აბსოლუტიზმი | თავისუფალი ბაზრები | ჰასკალა | ჰუმანიზმი | ლიბერალიზმი | ნატურფილოსოფია | რაციონალიზმი | გონი | Sapere aude | მეცნიერება | სეკულარიზმი