ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გაბრიელ-ემილია ლე ტონელიე დე ბრეიტელი, მარკიზა დიუ შატლე (ფრანგ. Émilie du Châtelet, Gabrielle Émilie Le Tonnelier de Breteuil, Marquise du Châtelet; დ. 17 დეკემბერი, 1706, პარიზი — გ. 10 სექტემბერი, 1749, ლიუნევილი) — ფრანგი ფიზიკოსი და მათემატიკოსი.

ემილია დიუ შატლე
ფრანგ. Émilie du Châtelet[1]
დაბ. თარიღი 17 დეკემბერი, 1706(1706-12-17)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი პარიზი, საფრანგეთის სამეფო
გარდ. თარიღი 10 სექტემბერი, 1749(1749-09-10)[1] [2] [3] [4] [5] [6] (42 წლის)
გარდ. ადგილი ლუნევილი, საფრანგეთის სამეფო
დასაფლავებულია Eglise Saint Jacques Lunéville[7]
მოქალაქეობა საფრანგეთი[1]
საქმიანობა მათემატიკოსი, ფიზიკოსი, philosopher of language[8] , ესეისტი[1] , სალიტერატურო სალონის მფლობელი[1] , მთარგმნელი[9] [10] და ფილოსოფოსი[11]
პარტნიორ(ებ)ი Jean François de Saint-Lambert[2] და ვოლტერი
მეუღლე Florent-Claude du Chastelet[12]
მამა Louis Nicolas le Tonnelier de Breteuil
დედა Gabrielle-Anne de Froulay[13]
შვილ(ებ)ი Louis Marie Florent du Châtelet
ხელმოწერა

ადრეული წლები

რედაქტირება

ემილია დიუ შატლე დაიბადა 1706 წლის 17 დეკემბერს მდიდარ არისტოკრატიულ ოჯახში, პარიზში. მამამისს ეჭირა ერთ-ერთი მთავარი თანამდებობა სამეფო სასამართლოში, ხოლო დედა იყო ტიტოლოვანი თავადური გვარის წარმომადგენელი. მან მიღებული აქვს საფუძვლიანი საშინაო განათლება (მას ასწავლიდნენ ლიტერატურას, მუსიკას, უცხო ენებსა და მეცნიერებას). 1925 წელს დიუ შატლე ცოლად გაჰყვა მარკიზ დიუ შატლეს (გრაფ ლომონს) და საცხოვრებლად გადავიდა საფრანგეთის პატარა ქალაქში. ამ ქალაქში მის ქმარს გუბერნატორის თანამდებობა ეკავა. მათ ჰყავდათ 3 შვილი. 1930 წელს დიუ შატლე დაბრუნდა პარიზში. 1733 წელს იგი შეხვდა ცნობილ ფრანგ მოაზროვნეს ფ. მ. ვოლტერს, რომელმაცმოახეხა და მას აღიარებინა, რომ ამქვეყნად სალონურ გართობაზე ბევრად საინტერესო საგნებიც არსებობს.

მოღვაწეობა

რედაქტირება

მარკიზა თავისუფლად ფლობდა ლათინურ, იტალიურ და ინგლისურ ენებს. ამ პერიოდში უკვე შეეძლო მათემატიკაში კარგად ორიენტირება. ყველაფერი ეს მას დაეხმარა გარკვეულიყო ნიუტონისა და მისი მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების ნაშრომებში.

1739 წელს პარიზის მეცნიერებათა აკადემიამ მორიგი სამენიერო კონკურსი გამოაცხადა. ემილიამ კონკურსზე შემდეგი ნაშრომი წარადგინა: „ცეცხლისა და მისი გავრცელების ბუნების შესახებ“. კონკურსში შედეგები გამოცხადდა 1738 წელს. კოკკურსის პირობების თანახმად უნდა გამოქვეყნებულიყო მხოლოდ საპრიზო თხზულებანი, მაგრამ დიუ შატლეს დისერტცია ჟიურიმ მოიწონა, რის გამოც დაუშვეს გამონაკლისი და მისი ნაშრომიც წარადგინეს გამოსაქვეყნებლად.

სულ მალე დე შატლე შეუდგა მეტად დიდ და მნიშვნელოვან სამუშაოს — მან გადაწყვიტა დაეწერა ნიუტონის სწავლებაზე დაფუძნებული წიგნი მექანიკასა და ფიზიკის პრინციპების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ეს წიგნი ავტორმა ჩაიფიქრა როგორც სახელმძღვანელო თავისი ვაჟიშვილის ლუი-მარი-ფლორესათვის.

1740-1742 წლებში პარიზსა და ამსტერდამში გამოქვეყნდა დიუ შატლეს ნაშრომი „ფიზიკის საფუძვლები“. ამ წიგნში მას გამიზნული ჰქონდა შეეტანა ფიზიკის, მექანიკისა და ფილოსოფიის საკითხები, თუმცა გამოვიდა წიგნის მხოლოდ ერთი ტომი, რომელიც შედგებოდა 14 თავისაგან. ამ ნაშრომის შინაარში შეიცავდა შემეცნების მთელ თეორიას და მთავრდებოდა თავებით, რომელიც შეეხებოდა უძრაობას, მოძრაობას და სიმძიმის ძალას. ტრაქტატი დაფუძნდა ნიუტონის სწავლებაზე, მაგრამ ასევეი დიდი ყურადღება მიექცა ლაიბნიცის ცოცხალ ძალასაც.

1745 წლის შემდეგ დიუ შატლეს ერთადერთ ნაშრომს წარმოადგენდა ნიუტონის ცნობილი „ნატურფილოსოფიის მათემატიკური საწყისების“ ფრანგულ ენაზე დამუშავება. ამ გამოცემის მეორე ტომში იგი იძლევა საკუთარ ფართო კომენტარს. საგულისხმოა, რომ ეს ნაშრომი იყოფოდა ორი ნაწილისაგან.

1749 წლის თებერვალში დიუ შატლე ბრუნდება პარიზში. ამ პერიოდში იგი მუშაობდა საკუთარი ნაშრომის დაბოლოებას ცდილობდა. იგი ჩქარობდა, რადგან ფეხმძიმედ იყო და მალე დედა გახდებოდა. ამავე წლის ივნისს ემილია გაემგზავრა ლიუნევილში და გარდაიცვალა 1749 წლის 10 სექტემბერს, 43 წლის ასაკში, მშობიარობისას.

სიკვდილის წინ დე შატლემ საკუთარი თარგმანის ხელნაწერი მოახერხა და გადასცა პარიზის სამეფო ბიბლიოთეკის თანამშრომელს. თარგმანის გამოცემა მოხდა ნაწილ-ნაწილ 1756-1759 წლებში და დიდი დროის განმავლობაში რჩებოდა ნიუტონის უდიდესი ქმნილების ერთადერთ ფრანგულ თარგმნად. ამ ნაშრომით ემილია დიუ შატლემ დიდი სარგებლობა მოუტანა საფრანგეთს — ამ ნაშრომის წყალობით მრავალ თაობას მიეცა საშუალება ურთიერთობა ჰქონოდათ ნიუტონის მეცნიერულ მემკვიდრეობასთან. დიუ შატლემ დიდი როლი შეასრულა ვოლტერის ცხოვრებაშიც, სწორედ ამიტომ ვოლტერმა მრავალი ლექსი, დრამა და წიგნი მიუძღვნა „მშვენიერ ემილიას“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პარკაძე ვ., ფიზიკოსი ქალები, გვ. 8-11, თბ., 1988,
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Internet Philosophy Ontology project
  6. 6.0 6.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
  7. https://www.tombes-sepultures.com/crbst_1923.html
  8. https://www.oxfordbibliographies.com/display/document/obo-9780195396577/obo-9780195396577-0407.xml
  9. https://histoireparlesfemmes.com/2012/11/30/emilie-du-chatelet/
  10. https://journals.openedition.org/bibnum/722?lang=fr
  11. Stanford Encyclopedia of PhilosophyStanford University, Center for the Study of Language & Information, 1995. — ISSN 1095-5054
  12. https://man8rove.com/fr/profile/z7cyt9ux6-emilie-le-tonnelier-de-breteuil
  13. https://gw.geneanet.org/pdelaubier?lang=en&n=de+froulay&oc=0&p=gabrielle+anne
  14. 14.0 14.1 https://link.springer.com/book/10.1007/978-94-007-2093-0