ლიტერატურა (ლათ. lit(t)eratura — „ანბანის ასო“, ეტიმოლოგიურად ბერძნულიდან არის „ვწერ“) — ფართო მნიშვნელობით საზოგადოებრივად ღირებული ნაწერი და ნაბეჭდი პროდუქცია. ვიწრო გაგებით — მხატვრული ლიტერატურა, ხელოვნების ერთ-ერთი დარგი, რომელიც გამოსახვის საშუალებად იყენებს სიტყვას, მეტყველებას, ენას. ანტიკურ ხანაში მას მხოლოდ ზეპირსიტყვიერების ფორმა ჰქონდა, შემდეგ კი წერილობითი ფორმა მიიღო. დროთა განმავლობაში ლიტერატურამ შეიძინა კერძო ხასიათი და გახდა საზოგადოებრივი ყოფიერების, ადამიანური ურთიერთობებისა და ემოციების გამოხატვისა და კვლევის საშუალება.

მერტონის კოლეჯის ბიბლიოთეკა
ძველი წიგნების შეკვრა მერტონის კოლეჯის ბიბლიოთეკაში.

ლიტერატურის სახეები

რედაქტირება

განასხვავებენ ლიტერატურული ხელოვნების ორ სახეს: პოეზიას და პროზას. პოეზია არის ემოციების გადმოცემა სიტყვის მუსიკით, რომელიც მეტრიკის გარკვეულ წესებს ემორჩილება, ხოლო პროზა ჩვეულებრივი მონათხრობია ლექსთაწყობის გარეშე. პროზა უფრო ეთანადება ყოველდღიურ სასაუბრო ენას, ვიდრე პოეზია. ანტიკური ლიტერატურული ნაწარმოებები ლექსად იყო შექმნილი, პროზა უფრო გვიანდელი ეტაპია. მხოლოდ XVIII-XIX საუკუნეებში გათანაბრდა ისინი მნიშვნელობის მიხედვით.

 
ჟან ონორე დე ფრაგონარი. მკითხველი

პროზაულ ნაწარმოებებს მიეკუთვნება:

მითი, ლეგენდა, ზღაპარი, იგავი, ეპოპეა, ეპოსი,

რომანი, ნოველა, მოთხრობა, დრამა, პიესა, ესეი, პუბლიცისტური ნარკვევი, ეპისტოლე და მემუარები

პოეტურ ნაწარმოებებს მიეკუთვნება:

ლექსი, პოემა, ეპოპეა და ეპოსი

ლიტერატურულ ნაწარმოებთა განსაკუთრებულ სახეობას წარმოადგენს მოკლე გამოთქმები, რომლებიც გამოხატავენ ადამიანთა ნააზრევს ცხოვრების სხვადასხვა ღირებულებების შესახებ:

აფორიზმი, ანდაზა, სენტენცია, მაქსიმა და დევიზი

ლიტერატურათმცოდნეობა, რომელიც შეისწავლის ლიტერატურის ისტორიასა და ფორმებს, იცნობს მისი განვითარების სტილსა და პერიოდებს:

რენესანსი, კლასიციზმი, ბაროკო, რომანტიზმი , მოდერნიზმი და ეგზისტენციალიზმი

ლიტერატურა შინაარსის მიხედვით

რედაქტირება

განსაზღვრების თანახმად, ლიტერატურულ ნაწარმოებებს მიეკუთვნება როგორც „ვეფხისტყაოსანი“ და „დავითიანი“, ასევე ბიბლია, ქართლის ცხოვრება და საქართველოს კონსტიტუცია. უფრო ხშირად ტერმინი „ლიტერატურა“ ესმით, როგორც ბელეტრისტიკა ანუ სიტყვაკაზმული მწერლობის (მოთხრობები, რომანები) ნაწარმოებთა ერთობლიობა.

ლიტერატურული ნაწარმოებები შინაარსის მიხედვით შეიძლება იყოს:

  • ჰაგიოგრაფიული, წმინდანთა ცხოვრების ამსახველი, მაგ. „შუშანიკის წამება“;
  • ჰიმნოგრაფიული, საეკლესიო საგალობლები და ჰიმნები მაგ. „დავითის ფსალმუნნი“
  • ისტორიული, მაგ. კ. გამსახურდიას „დავით აღმაშენებელი“, თუკიდიდეს „პელორონესის ომი“, ე. გიბონის „რომის იმპერიის რეგრესი და დაცემა“;
  • ბიოგრაფიული, მაგ. პლუტარქეს „კეთილშობილ ბერძენთა და რომაელთა ცხოვრება“;
  • ფილოსოფიური, მაგ. პლატონის „დიალოგები“;
  • სამეცნიერო, მაგ. ჩ. დარვინის „სახეობათა წარმოშობა“, ჟ.–ა. პუანკარეს „მეცნიერება და ჰიპოთეზა“, ზ. ფროიდის ნაწარმოებები;
  • პოლიტიკური, მაგ. ნ. მაკიაველის „მთავარი“, ციცერონის, თ. ჯეფერსონის, უ. ჩერჩილის და სხვათა ნაწარმოებები.
  • სამხედრო, სამხედრო სტარატეგიების და მართვის ხელოვნება, მაგ. სუნ ძი „ომის ხელოვნება“, ქრისტოფერ კოლენდა „მეთაურობა: საბრძოლო ხელოვნება“

ლიტერატურული ჟანრები

რედაქტირება

სხვადასხვა

რედაქტირება

ლიტერატურული ფიგურები:

ეროვნული ლიტერატურა:

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება