სენტენცია (ლათ. sententia — აზრი, მსჯელობა) — ზნეობრივი ხასიათის სხარტი გამოთქმა, დამრიგებლური შინაარსის მოკლე შეგონება;[1] სენტენციები დამახასიათებელია დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი და იგავარაკული ხასიათის ნაწარმოებებისათვის. ხშირად იყენებენ ასევე ორატორულ ხელოვნებასა და ცოცხალ, სასაუბრო ენაში. სენტენციებით მდიდარია შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი და დავით გურამიშვილის სწავლა მოსწავლეთა

  1. სენტენცია. უცხო სიტყვათა ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 5 აგვისტო, 2018.