ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მოდერნიზმი (ლათ. modernus „თანამედროვე, ბოლოდროინდელი“) — კულტურული მიმდინარეობა, ძირითადად მოიცავს პროგრესულ ხელოვნებასა და არქიტექტურას, მუსიკას, ლიტერატურასა და დიზაინს, რომელიც 1914 წლამდე დეკადაში აღმოცენდა. ეს იყო ხელოვანთა და დიზაინერთა მოძრაობა მე-19 საუკუნის აკადემიური და ისტორიული ტრადიციების წინააღმდეგ, ცდილობდა, არ აჰყოლოდა სახეშეცვლილი თანამედროვე მსოფლიოს ახალ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ასპექტებს.

„ცხოველთა ბედი“, ფრანც მარკი, 1913, გამოფენილი მიუნხენში 1937 წელს.

ნაწილი კულტუროლოგებისა მე-20 საუკუნეს ყოფს მოდერნისტულ და პოსტმოდერნისტულ პერიოდებად, მაშინ, როდესაც სხვები იხილავენ მათ, როგორც ერთი, უფრო ხანგრძლივი პერიოდის ორ ნაწილს. ამ სტატიაში განხილულია მოძრაობა, რომელიც განვითარდა გვიანდელ მე-19 და ადრეულ მე-20 საუკუნეებში და ის არ მოიცავს პოსტმოდერნიზმს.

მოდერნისტული მოძრაობა ჩაისახა მე-19 საუკუნის შუა წლებში ევროპაში და მისი ფუძემდებელი იდეა იყო ხელოვნების, ლიტერატურის, სოციალური ორგანიზაციისა და ყოველდღიური ცხოვრების ტრადიციული ფორმების მოძველება, რაც მნიშვნელოვანს ხდიდა მათ უკუგდებასა და კულტურის მუდამ ახალი ფორმების ძიებას. მოდერნიზმი წამახალისებელი იყო არსებობის ყველა ფორმის, კომერციიდან ფილოსოფიამდე გადახედვის იმ მიზნით, რომ მოძებნილიყო პროგრესის ხელის შემშლელი გარემოება, მისი ახალი, შესაბამისად, უკეთესი გზით შეცვლით. მოდერნის მთავარი არგუმენტით მე-20 საუკუნის რეალიები პერმანენტული და გარდაუვალი იყო და, შესაბამისად, ხალხს მათი სამყაროს ადაპტირება უნდა მოეხდინა, იმ იდეის გათავისებით, რომ ის, რაც ახალია, ასევე კარგია და ლამაზი.

მოდერნიზმის წინაპირობები

რედაქტირება

მე-19 საუკუნის პირველი ნახევარი ევროპისთვის აღინიშნა მწვავე ომებისა და რევოლუციების სერიით, რომელმაც თანდათან დასაბამი მისცა ახალი იდეებისა და დოქტრინების ტალღას, ე.წ. რომანტიზმს. ამ იდეების ფოკუსი ინდივიდის სუბიექტური გამოცდილება, ბუნების, როგორც ხელოვნების სტანდარტული სუბიექტის, უზენაესობა, გამოხატვის რევოლუციური ან რადიკალური მიმართულებები, და ინდივიდუალური თავისუფლებაა. საკუნის შუა წლებში ამგვარი რადიკალიზმი შესამჩნევად განლედა და ჩნდება ამ იდეათა მმართველობის სტაბილურ ფომრებთან სინთეზი, ნაწილობრივ 1848 წლის ჩაშლილი რომანტიკული რევოლუციების გამო. ეს მასტაბილიზებელი სინთეზი გახდა საფუძველი იდეისა, რომ ის რაც „რეალურია“ დომინირებს იმაზე რაც სუბიექტურია. ეს იდეები განზოგადებას ჰპოულობს ოტო ფონ ბისმარკის „რეალპოლიტიკში“, „პრაქტიკული“ ფილოსოფიული იდეებით, როგორიცაა პოზიტივიზმი და საერთო კულტურული ნორმებით, რომელსაც ამჟამად „ვიქტორიის ხანად“ მოიხსენიებენ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მოდერნიზმი“-დან