რომანტიზმი
რომანტიზმი (ფრანგ. romantisme) — მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში, აღმოცენდა XVIII საუკუნეში დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, XIX საუკუნეში კი საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში გავრცელდა.
რომანტიზმზე გავლენა იქონია არტურ შოპენჰაუერის ფილოსოფიამ, რომლის მიხედვით ადამიანს გააჩნია უსაზღვრო სურვილი, ნება, მაგრამ ეს ნება გაცნობიერებული ხდება მხოლოდ უმაღლეს ადამიანში, გენიაში. ერთადერთი ძალა, რომელიც ადამიანს შეიძლება დაეხმაროს ამ შემთხვევაში არის ხელოვნება.
რომანტიზმი კლასიციზმის საპირისპირო მიმდინარეობაა, რომელიც მთავარ ადგილს უთმობს წარმოსახვასა და გრძნობიერებას. რომანტიზმი არასოდეს ყოფილა სისტემაში მოყვანილი დოქტრინა. ეს იყო ერთიანობა იმ პრინციპებისა თუ აზრებისა, რომელიც იმ ეპოქის შემოქმედთა უმრავლესობას ახასიათებდა. ამიტომ, მიუხედავად საერთო ნიშნებისა, როგორიცაა ირაციონალურის უპირატესობა, ბუნების კულტი, ინდივიდის ემანსიპაცია, რომანტიკოს შემოქმედთა შორის ბევრი განსხვავებაცაა.
რომანტიზმმა შეცვალა ადამიანისა და სამყაროს ხედვა. ყოველი ადამიანი წარმოადგენს განსაკუთრებულ არსებას, რაც იწვევს ინდივიდის ეგზალტაციას. ერთი მხრივ ეს გადაიზრდება საკუთარი „მეს“ უპირატესობით გამოწვეულ მარტოობის შეგრძნებაში, მეორე მხრივ კი აქტივობაში, ნებისყოფაში, დიდების სურვილში. აქედან გამომდინარე არსებობს რომანტიზმის ორი ასპექტი: პასიური და აქტიური. პასიური ასპექტი ხასიათდება გონების კრიზისით და ჭარბი მგრძნობელობით, რაც იწვევს ტანჯვას, სასოწარკვეთას, მელანქოლიას, გაქცევის სურვილს. ეს ყველაფერი გამოწვეულია „მეს“ გამძაფრებული შეგრძნებით, სიამაყით. ხშირად ამის გამო ჩნდება სიკვდილის სურვილიც. აქტიური ასპექტი გამოიხატება ე.წ. ინტელექტუალური რომანტიზმით, ენერგიის კულტით, სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მოქმედებით.
რომანტიზმი ლიტერატურაში
რედაქტირებალიტერატურაში რომანტიკოსებმა ახალი კონცეფცია შემოიტანეს. გაათავისუფლეს იგი ნორმებისა და შეზღუდვებისგან. უპირატესობა შთაგონებას მიანიჭეს. რომანტიკოსი მწერლის მიზანია არა რეალობის ზუსტი ასახვა არამედ მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, საკუთარი იდეალური სამყაროს შექმნა და მისი მეშვეობით საკუთარი იდეალის მიტანა მკითხველამდე.
რომანტიკოსებთან დიდ მნიშვნელობას იძენს ისტორია, წარსული და, შესაბამისად, ლოკალური ფერი. ხშირად ლოკალური ფერი რეალობიდან გაქცევის საშუალებაცაა, რაც ხორციელდება მოგზაურობაში, სიზმარსა ან ოცნებაში.
რომანტიკოსებმა სიახლე შეიტანეს თითქმის ყველა ლიტერატურულ ჟანრში.
ა) პოეზია. ჰიუგო აცხადებს: „პოეზია არის არა იდეათა ფორმაში არამედ თავად იდეებში“, ე.ი. უარი უნდა ითქვას ხელოვნურად შექმნილ ფრაზებზე, პოეზიის მასალა უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა გრძნობა. პოეზია უნდა შეიგრძნო და არა გაიგო. იგი მიემართება გულს და არა გონებას. შინაარსთან ერთად ცვლილებას განიცდის ლექსთწყობაც, ტაეპი უფრო მოქნილი და მოძრავი ხდება.
ბ) დრამა. რომანტიზმმა დაამსხვრია კლასიციზმის ცნობილი სამი ერთიანობის კანონი. სიუჟეტები მითოლოგიის ნაცვლად ეროვნული ისტორიიდან აიღო. ინტრიგა გააფართოვა. პერსონაჟებად ურთიერთგანსხვავებული, უბრალო ადამიანები შემოიყვანა. ერთმანეთში შეურია სხვადასხვა სტილი, ტონი.
გ) რომანი. რომანტიზმმა ლიტერატურის ობიექტად ინდივიდისა და მისი სულიერი მდგომარეობის გამოცხადებით ხელი შეუწყო ე.წ. პიროვნული რომანის (შატობრიანის რენე, კონსტანის ადოლფი, მიუსეს საუკუნის შვილის აღსარება) შექმნას; სინამდვილის ასახვის მოთხოვნით რეალისტურ რომანს (ჰიუგის საბრალონი) გაუხსნა გზა; ლოკალური ფერის შემოტანით კი ისტორიული რომანი (ჰიუგოს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ოთხმოცდაცამეტი, დიუმას რომანები) განავითარა.
რომანტიკოსი მწერლები
რედაქტირება- იოზეფ ფონ აიხენდორფი
- ლუდვიგ ახიმ ფონ არნიმი
- იოჰან ვოლფგანგ გოეთე
- ჰაინრიხ ფონ კლაისტი
- გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი
- ნოვალისი
- ჟან პაული
- ფრიდრიხ შილერი
- ავგუსტ შლეგელი
- ფრიდრიხ შლეგელი
- ჰაინრიხ ჰაინე
- ერნსტ თეოდორ ჰოფმანი
- ჯორჯ გორდონ ბაირონი
- უოლტერ სკოტი
- პერსი ბიში შელი
- ფრანსუა-რენე შატობრიანი
- მადამ დე სტალი
- ვიქტორ ჰიუგო
- ალექსანდრე დიუმა
- ჟორჟ სანდი
- ჯაკომო ლეოპარდი
- ალესანდრო მანძონი
- ალფრედ დე მიუსე
- პროსპერ მერიმე
- ედგარ ალან პო
- ალექსანდრე ჭავჭავაძე
- გრიგოლ ორბელიანი
- ნიკოლოზ ბარათაშვილი
- ალექსანდრე პუშკინი
- მიხეილ ლერმონტოვი
რომანტიზმი ხელოვნებაში
რედაქტირებარომანტიკული მხატვრობა სახიათდება დრამატიზაციისადმი ინტერესით, მძაფრი სცენების გამოხატვით. არქიტექტურაში რომანტიზმი აკადემიზმის სიმშრალესა და სიცივეს უპირისპირდება. იწყება შუასაუკუნეების გოთური ხელოვნებისადმი მიბრუნება. რომანტიკოსთა აზრით არქიტექტურული ნაწარმოები არის ერთიანი ორგანიზმი, რომელიც უნდა მოერგოს დროს, ადგილებს, ჩვეულებებს, საჭიროებებს.
რომანტიკოსი მხატვრები და მოქანდაკეები
რედაქტირება- ანდერს ასკევოლდი (1834–1900)[1][2]
- ივანე აივაზოვსკი
- უილიამ ბლეიკი
- ალბერტ ბრედოვი (1828–1899)[3]
- ალექსანდრე ბრიულოვი
- კარლ ბრიულოვი
- ანტუან-ფელიქს ბუასელიე (1790–1857)[4]
- ფრანსისკო გოია
- ჟან გრანვილი (1803–1847)[5]
- იოჰან კრისტიან დალი (1788–1857)[6]
- ეჟენ დელაკრუა
- პეტერ იოზეფ ფონ კორნელიუსი (1783–1867)
- იოზეფ ანტონ კოხი (1768–1839)
- თეოდორ ჟერიკო (1791–1824)
- ფილიპ ოტო რუნგე (1777–1810)
- უილიამ ტერნერი
- ადოლფ ფონ მენცელი (1815–1905)
- კასპარ დავიდ ფრიდრიხი
- ფრიდრიხ ვილჰელმ ფონ შადოვი (1788–1862)
- ანრი შეფერი (1798–1862)
- არი შეფერი (1795–1858)
რომანტიზმი მუსიკაში
რედაქტირებარომანტიკული მუსიკის მთავარი მახასიათებელი სტილისტური ინდივიდუალობაა. რომანტიკული მუსიკის მიზანია მსმენელში ემოციის, მღელვარების გამოწვევა. კლავესინის ფორტეპიანოთი შეცვლა საშუალებას იძლევა მუსიკა უფრო დინამიკური და კონტრასტული გახდეს. ორკესტრაციაც უფრო დახვეწილი ხდება. რომანტიკოსთა მიერ შემოტანილი ხმოვანება მეტად შთამბეჭდავი და მდიდარია. მუსიკალური ჟანრებიდან ამ პერიოდში ყველაზე პრესტიჟული სიმფონიაა, რომლის განვითარებაშიც განსაკუთრებული როლი ბეთჰოვენმა შეასრულა.
რომანტიკოსი კომპოზიტორები
რედაქტირება- ფელიქს მენდელსონი
- ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი
- ვინჩენცო ბელინი
- ჰექტორ ბერლიოზი
- ჟორჟ ბიზე
- ალექსანდრე ბოროდინი
- იოჰანეს ბრამსი
- ანტონ ბრუკნერი
- ედვარდ გრიგი
- პოლ დიუკა
- რიხარდ ვაგნერი
- კარლ მარია ფონ ვებერი
- ჯუზეპე ვერდი
- ჟაკ ოფენბახი
- ფერენც ლისტი
- გუსტავ მალერი
- ნიკოლო პაგანინი
- ჯაკომო პუჩინი
- სერგეი რახმანინოვი
- კამილ სენ-სანსი
- ალექსანდრე სკრიაბინი
- ფრედერიკ შოპენი
- იოჰან შტრაუსი (მამა)
- იოჰან შტრაუს II
- ფრანც შუბერტი
- რობერტ შუმანი
- პეტრე ჩაიკოვსკი
- კარლ ჩერნი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Anders Askevold. nasjonalmuseet.no.
- ↑ Anders Monsen Askevold. artnet.com.
- ↑ Albert Bredow. artnet.com.
- ↑ Antoine-Félix (Boisselier le Jeune) Boisselier
- ↑ Jean Ignace (Isidore Gérard) Grandville. artnet.com.
- ↑ Johan Christian Dahl. artnet.com.