ავგუსტ ვილჰელმ შლეგელი (გერმ. August Wilhelm Schlegel, დ. 8 სექტემბერი, 1767, ჰანოვერი — გ. 12 მაისი, 1845, ბონი) — გერმანელი კრიტიკოსი, ლიტერატურის ისტორიკოსი, პოეტი, რომანტიკოსი, მთარგმნელი, ენათმეცნიერი. შედარებითი ენათმეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი. ფრიდრიხ შლეგელის ძმა.

ავგუსტ შლეგელი
გერმ. August Wilhelm von Schlegel
დაბადების თარიღი 8 სექტემბერი, 1767(1767-09-08)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი ჰანოვერი[6] [7]
გარდაცვალების თარიღი 12 მაისი, 1845(1845-05-12)[8] [1] [2] [3] [4] [5] [9] [7] (77 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბონი[6] [7]
დასაფლავებულია ბონის ძველი სასაფლაო
საქმიანობა ენათმეცნიერი, მთარგმნელი, სანსკრიტის მკვლევარი, ფილოსოფოსი, პოეტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ლიტერატურის ისტორიკოსი, რომანისტი, დრამატურგი, უნივერსიტეტის პროფესორი, ინდოლოგი, მწერალი[10] და ხელოვნებათმცოდნე[11]
ენა გერმანული ენა და ფრანგული ენა
მოქალაქეობა ჰანოვერის სამეფო[7]
ალმა-მატერი გეტინგენის უნივერსიტეტი
ჯილდოები ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის
მეუღლე კაროლინა შელინგი
ხელმოწერა

სწავლობდა გეტინგენის უნივერსიტეტში. 1798 წლიდან — იენის უნივერსიტეტის ექსტრაორდინალური პროფესორი. გერმანიის რომანტიკოსთა იენის წრის წარმომადგენელია, რომანტიზმის იდეები პირველად სისტემურად გადმოსცა ბერლინში წაკითხული ლექციების კურსში ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ (1801-1804, გამოქვეყნდა 1884 წელს). ავგუსტ შლეგელის მიერ გერმანულად თარგმნილი შექსპირის ნაწარმოებები მთარგმნელობითი ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშადაა მიჩნეული.

შლეგელმა 1818 წელს დააზუსტა თავისი ძმის _ ფრიდრიხ შლეგელის შექმნილი ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაცია და გარკვევით გამოყო სამი ტიპი: 1. ყოველგვარ გრამატიკულ სტრუქტურას მოკლებული ენები (იგულისხმებოდა შემდეგდროინდელი ტერმინით — იზოლირებული ენები); 2. აფიქსებიანი ენები; 3. ფლექსიური ენები. მან დაადგინა აგრეთვე განსხვავება სინთეზურ და ანალიზურ ენებს შორის.

თხზულებანი

რედაქტირება
  • Sämtliche Werke, Bd. 1-15, Lpz., 1846.
  • Kritische Schriften und Briefe, Bd. 1-6, Stuttg., 1962-1967.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 RKDartists
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 IMSLP — 2006.
  5. 5.0 5.1 Discogs — 2000.
  6. 6.0 6.1 Шлегель Август Вильгельм // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 WeChangEd
  8. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  9. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  10. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  11. Dictionary of Art Historians