ფრიდრიხ შლეგელი (გერმ. Friedrich Schlegel; დ. 10 მარტი, 1772, ჰანოვერი — გ. 12 იანვარი, 1829, დრეზდენი) — გერმანელი კრიტიკოსი, ფილოსოფოსი, ენათმეციერი და პოეტი. ავგუსტ შლეგელის ძმა. თავის ძმასთან ერთად იენაში გამოსცემდა ჟურნალს „ათენუმი“. იყო რომანტიზმის ესთეტიკის ფუძემდებელი და თეორეტიკოსი. მისი ძირითადი ნაშრომია „საუბარი პოეზიაზე“ (1800). ფრიდრიხ შლეგელს ეკუთვნის დაუმთავრებელი ფრაგმენტული ფორმით დაწერილი რომანი „ლუცინდე“ (1799), დრამა „ალარკოსი“ (1802). მისი პოეტური ნაწარმოებები 1809 წელს გამოქვეყნდა. მნიშვნელოვანია მისი „ძველი და ახალი ლიტერატურის ისტორია“ (ტომი 1-2, 1813-1815).

ფრიდრიხ შლეგელი
გერმ. Friedrich Schlegel
დაბადების თარიღი 10 მარტი, 1772(1772-03-10)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11]
დაბადების ადგილი ჰანოვერი[12] [13] [14]
გარდაცვალების თარიღი 12 იანვარი, 1829(1829-01-12)[1] [2] [13] [3] [4] [5] [6] [7] [8] [15] [9] [11] (56 წლის) ან 11 იანვარი, 1829(1829-01-11)[10] (56 წლის)
გარდაცვალების ადგილი დრეზდენი[12]
დასაფლავებულია Alter Katholischer Friedhof
საქმიანობა ფილოსოფოსი[10] [11] , მთარგმნელი, მწერალი[16] , რომანისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი[10] , უნივერსიტეტის პროფესორი, პოეტი, რედაქტორი[14] , ისტორიკოსი[10] , ლიტერატურის თეორიტიკოსი[10] , ხელოვნების თეორიტიკოსი[10] და ხელოვნებათმცოდნე[17]
ენა გერმანული ენა
მოქალაქეობა ჰანოვერის სამეფო
ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგი
ალმა-მატერი გეტინგენის უნივერსიტეტი
ჟანრი ესე
ჯილდოები Supreme Order of Christ
მეუღლე Dorothea von Schlegel[18] [13] და Dorothea von Schlegel[14]

ფრიდრიხ შლეგელმა საფუძველი ჩაუყარა სანსკრიტის შესწავლას გერმანიაში. ნაშრომში „ინდოელთა ენისა და სიბრძნის შესახებ“ (1808) იგი განიხილავდა სანსკრიტის ნათესაობის საკითხს ლათინურთან, ბერძნულთან, გერმანულთან და სპარსულთან. ამასთან დაკავშირებით მან მოგვცა ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაციის პირველი მონახაზი, სადაც გამოყოფილია ენათა ორი ტიპი: 1. ფლექსიური და 2. არაფლექსიური ენები, რომლებიც თავის მხრივ, სამ ქვეჯგუფად იყოფა: ა) უაფიქსო (მაგალითად, ჩინური), ბ) მირთვითი (მაგალითად, ბასკური, კოპტური, ამერიკის ინდიელთა ენები) და გ) მოჩვენებით ფლექსიური (მაგალითად, სემიტური ენები). ფლექსიურობა ფრიდრიხ შლეგელს ინდოევროპულ ენათა ნათესაობის ერთ-ერთ მაჩვენებლად მიაჩნდა.

შლეგელი ავითარებდა უნივერსალური „ქრისტიანული ფილოსოფიის” იდეას, აკრიტიკებდა სხვადასხვა ტრადიციულ და თანამედროვე ფილოსოფიურ სისტემებს, განსაკუთრებით კი — გერმანულ კლასიკურ იდეალიზმს. მიაჩნდა, რომ ქრისტიანულ „სპირიტუალიზმზე“ დაფუძნებული ნამდვილი „სიცოცხლის ფილოსოფიის“ წინამძღვარია ადამიანის ცნობიერების შინაგანი მთლიანობის აღდგენა, მისი ყველა სულიერი უნარის (გონება, ფანტაზია, ნებელობა) გაერთიანება.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118607987 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Find a Grave — 1996.
  5. 5.0 5.1 IMSLP — 2006.
  6. 6.0 6.1 Discogs — 2000.
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. 8.0 8.1 Dr. Constant v. Wurzbach Schlegel, Friedrich von // Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich: enthaltend die Lebensskizzen der denkwürdigen Personen, welche seit 1750 in den österreichischen Kronländern geboren wurden oder darin gelebt und gewirkt habenWien: 1856. — ტ. 30. — S. 72.
  9. 9.0 9.1 Internet Philosophy Ontology project
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 10.6 The Fine Art Archive
  11. 11.0 11.1 11.2 Olomouc City Library regional database
  12. 12.0 12.1 Шлегель Фридрих // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  13. 13.0 13.1 13.2 Н. Грушке Шлегель, Фридрих // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1903. — Т. XXXIXа. — С. 671–675.
  14. 14.0 14.1 14.2 WeChangEd
  15. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  16. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  17. Dictionary of Art Historians
  18. Н. Г—е Шлегель, Доротея // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1903. — Т. XXXIXа. — С. 669–670.