ესე
ესე (ფრანგ. essai; ინგლ. essay, ცდა, ნარკვევი; ლათ. exigo, ვწონი. პარალელური ფორმებია „ესსე“, „ესეი“, რომელთა დამკვიდრება კონსტანტინე გამსახურდიას სახელს უკავშირდება) — ლიტერატურის, ლიტერატურული კრიტიკისა და პუბლიცისტიკის ჟანრი; არსებობს სხვადასხვა ხასიათის ესე: ბელეტრისტული, ფილოსოფიური, ისტორიული, ბიოგრაფიული, ფსიქოლოგიური, სამეცნიერო და სხვ.
ჟანრული თავისებურებაა კომპოზიციური თავისუფლება, მკვეთრად გამოხატული ავტორისეული ინდივიდუალობა, სუბიექტივიზმი, საუბრის ფორმა, ზოგჯერ პოლემიკური ხასიათის თხრობა.
ესეს წარმოჩენა უკავშირდება მონტენს (ცდები), თუმცა მისი დამახასიათებელი ნიშნები ჯერ კიდევ ანტიკურ ავტორთა შემოქმედებაში შეინიშნებოდა.
XVIII საუკუნიდან ესე ჟურნალისტიკის ერთ-ერთი წამყვანი ჟანრია. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ფრანგ ეგზისტენციალისტებში.
რუსულ ლიტერატურაში ესეს მიმართავდნენ ბ. პასტერნაკი, მ. ცვეტაევა, კ. პაუსტოვსკი და სხვ.
საქართველოში ესეს ფორმის ნაწარმოებები აქვთ ი. ჭავჭავაძეს, ა. წერეთელს, ვაჟა-ფშაველას, გ. ლეონიძეს, კ. გამსახურდიას და სხვ.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- Александр Жолковский. Эссе
- Александр Любинский. Эссе დაარქივებული 2011-08-18 საიტზე Wayback Machine. // Любинский А. На перекрестье. — СПб.: Алетейя, 2007, с. 165—170
- Essay writing category on EnglishGrammar.org
- How to write an essay - Infographic