მარინა ცვეტაევა
მარინა ივანეს ასული ცვეტაევა (რუს. Мари́на Ива́новна Цвета́ева; დ. 8 ოქტომბერი, [ძვ. სტ. 26 სექტემბერი], 1892, მოსკოვი, რუსეთის იმპერია — გ. 31 აგვისტო, 1941, იელაბუგა, თათრეთის ასსრ, რსფსრ) — რუსი პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი. აღიარებულია XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს რუს პოეტად.[17]
მარინა ცვეტაევა | |
---|---|
რუს. Марина Ивановна Цветаева | |
დაბადების თარიღი | 8 ოქტომბერი, 1892[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | მოსკოვი[6] [7] [2] [4] |
გარდაცვალების თარიღი | 31 აგვისტო, 1941[6] [8] [7] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [1] [2] [3] [4] [5] (48 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ელაბუგა[6] [7] [4] |
დასაფლავებულია | ელაბუგა |
საქმიანობა | პოეტი[16] [7] [2] [3] , მწერალი[3] , დღიურის ავტორი, პროზაიკოსი და მთარგმნელი[3] |
ენა | რუსული ენა, ფრანგული ენა და გერმანული ენა |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
ალმა-მატერი | პარიზის უნივერსიტეტი |
ჟანრი | პოეზია და მემუარები |
მეუღლე | სერგეი ეფრონი[16] [7] |
პარტნიორ(ებ)ი | სოფია პარნოკი |
შვილ(ებ)ი | არიადნა ეფრონი, Gueorgui Serguéievich Efrón და უცნობი |
ხელმოწერა | |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარინა ცვეტაევა დაიბადა 1892 წლის 8 ოქტომბერს ( [ძვ. სტ. 26 სექტემბერი]) ქალაქ მოსკოვში, პროფესორის — ივანე ვლადიმერის ძე ცვეტაევისა და მარია ალესქსანდრეს ასულ მეინ-ცვეტაევას ოჯახში. ბავშვობის წლები მან მოსკოვსა და ტარუსაში გაატარა, სადაც ახლა ცვეტაევას სახლ-მუზეუმია. ლექსების წერა მარინა ცვეტაევამ ექვსი წლის ასაკში დაიწყო. წერდა არა მხოლოდ რუსულ ენაზე, არამედ ფრანგულ და გერმანულ ენებზეც.[17]
1906 წელს მას გარდაეცვალა დედა. მარინა ცვეტაევასა და მის დას — ანასტასიას მამა ზრდიდა. მარინა ცვეტაევა სწავლობდა მოსკოვში, ხოლო მოგვიანებით შვეიცარიისა და გერმანიის პანსიონებში. თავისი ლექსების გამოქვეყნების შემდეგ მან ისეთი ცნობილი პოეტების ყურადღება მიიპყრო, როგორებიცაა — ვალერი ბრიუსოვი, მაქსიმილიანე ვოლოშინი და ნიკოლოზ გუმილიოვი.[17]
1912 წელს მარინა ცვეტაევა მისთხოვდა სერგეი ეფრონს. რუსეთის სამოქალაქო ომის დროს, სერგეი "თეთრების" მხარეზე იბრძოდა და ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ, იძულებული გახდა წასულიყო ემიგრაციაში.[17]
1914 წელს ცვეტაევა შეხვდა სოფია პარნოკს, რომელსაც 1916 წელს დაშორდა. 1917 წელს მარინა ცვეტაევას შეეძინა ქალიშვილი — ირინა, რომელიც დაბადებისთანავე ბავშვთა სახლში აღმოჩდა; სადაც 3 წლის ასაკში შიმშილისგან გარდაიცვალა.[17]
1922 წელს სამშობლოდან მარინა ცვეტაევაც წავიდა. ემიგრაციაში ჯერ ბერლინში, ხოლო შემდეგ — პრაღაში ცხოვრობდა. 1925 წელს, ვაჟიშვილის გაჩენის შემდეგ, იგი საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა, სადაც, ფაქტობრივად, სიღატაკეში ცხოვრობდა; ბინას პარიზის პერიფერიებში ქირაობდა.[17]
შემოქმედებითი საქმიანობის დასაწყისი
რედაქტირება1910 წელს მარინამ თავისი ფულით გამოაქვეყნა ლექსების პირველი კრებული „საღამოს ალბომი“. მისმა შემოქმედებამ მალე მიიქცია ცნობილ შემოქმედთა ყურადღება, მათ შორის იყვნენ ვალერი ბრიუსოვი, მაქსიმილიანა ვოლოშოვა და ნიკოლაი გუმლიოვი. იმავე წელს ცვეტაევამ დაწერა კრიტიკული სტატია „ჯადოსნობა ბრიუსოვის პოეზიაში“. „საღამოს ალბომის“ დაბეჭდვიდან ორი წლის შემდეგ გამოდის მეორე კრებული „ჯადოსნური ლამპიონი“.
ცვეტაევას შემოქმედების დაწყება დაკავშირებულია მოსკოველი სიმბოლისტების წრეებთან. ბრიუსოვის გაცნობის შემდეგ ცვეტაევა აქტიურად ქმნის წრეებს და სტუდიებს.
ცვეტაევას ადრინდელ შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინეს ნიკოლაი ნეკრასოვმა, ვალერი ბრიუსოვმა, მაქსიმილიანა ვოლოშოვამ.
1911 წელს ცვეტაევამ გაიცნო თავისი მომავალი ქმარი სერგეი ეფრენი, რომელზეც 1912 წლის იანვარში იქორწინა. იმავე წელს მარინასა და სერგეის შეეძინათ ქალიშვილი არიადნა.
1913 წელს გამოდის მესამე კრებული „ორი წიგნიდან“.
1916 წლის ზაფხულს ცვეტევა ჩავიდა ქალაქ ალექსანდროვში, სადაც ცხოვრობდა მისი და ანასტასია ცვეტაევა, თავის ქმართან მავრიკ მინცთან და შვილთან ანდრეისთან ერთად. ალექსანდროვში ცვეტაევამ დაწერა ლექსების ციკლი („ახმატოვას“ , „ლექსები მოსკოვზე“ და სხვ.). მისი ქალაქში ყოფნის პერიოდს ლიტერატორები შემდეგ უწოდებდნენ „ალექსანდროვული ზაფხული მარინა ცვეტაევასი“.
ურთიერთობა სოფია პარნოკთან
რედაქტირება1914 წელს მარინამ გაიცნო პოეტესა და მთარგმნელი სოფია პარნოკი; მათი რომანი 1916 წლამდე გაგრძელდა. ცვეტაევამ მას მიუძღვნა ციკლი ლექსებისა „მეგობარი ქალი“. ცვეტაევა და პარნოკი 1916 წელს დაშორდნენ, მარინა ქმარს, სერგეი ეფრონს, დაუბრუნდა. პარნოკთან ურთიერთობას ცვეტაევა ახასიათებდა როგორც „თავისი ცხოვრების პირველ კატასტროფას“; 1921 წელს იგი წერს: „გიყვარდეს ქალს მხოლოდ ქალი (კაცს მხოლოდ კაცი) ჩვეულების საწინააღმდეგოდ — საშინელებაა. გიყვარდეს ქალს მხოლოდ მამაკაცი (და მამაკაცს ქალი) ეს არაჩვეულებრივი ახლობელი — მოწყენილობაა!“
სამოქალაქო ომი (1917-1922)
რედაქტირება1917 წელს ცვეტაევა აჩენს ქალიშვილ ირინას, რომელიც 3 წლის ასაკში შიმშილისგან იღუპება თავშესაფარში.
სამოქალაქო ომის წლები ცვეტაევასთვის ძალიან მძიმე გამოდგა. სერგეი ეფრონი თეთრ არმიაში მსახურობდა, მარინა მოსკოვში ცხოვრობდა. ამ წლებში დაიწერა ციკლი „გედების ბანაკი“, რომელიც გაჟღენთილია გრძნობებით თეთრი მოძრაობის მიმართ.
1918-1919 წლებში ცვეტაევა წერს რომანტიკულ პიესებს; შექმნილია პოემები „ეგორუშკა“, „მეფე-ქალიშვილი“, „წითელ ცხენზე“.
1920 წლის აპრილში ცვეტაევამ გაიცნო თავადი სერგეი ვოლკონსკი.
ემიგრაცია(1922-1939)
რედაქტირება1922 წლის მაისში ცვეტაევას ქალიშვილ არიადნასთან ერთად საზღვარგარეთ, ქმართან გამგზავრების უფლება მისცეს, რომელიც დენიკინის განადგურების შემდეგ ყოფილი თეთრი ოფიცერი პარიზის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. თავიდან ცვეტაევა შვილთან ერთად ცოტა ხანს ცხოვრობდა ბერლინში, შემდეგ სამი წელი პრაღის გარეუბნებში. ჩეხეთში დაიწერა ცნობილი „მთების პოემა“ და „დასასრულის პოემა“, რომელიც კონსტანტინ როზდევიჩს მიეძღვნა. 1925 წელს შვილის გიორგის დაბადების შემდეგ ოჯახი პარიზში გადასახლდა.
1926 წელს ბორის პასტერნაკის ინიციატივით ცვეტაევამ მიმოწერა დაიწყო ავსტრიელ პოეტ რეინორ მარია რილკესთან, რომელიც მაშინ შვეიცარიაში ცხოვრობდა. ეს მიმოწერა იმ წელსვე წყდება რილკეს გარდაცვალებით.
ემიგრაციაში შექმნილი ლექსების უმეტესობა გამოუქვეყნებელი დარჩა. 1928 წელს პარიზში გამოდის კრებული „რუსეთის შემდეგ“, რომელშიც შედიოდა 1922-1925 წელს დაწერილი ლექსებიც.
1930 წელს იწერება პოეტური ციკლი „მაიაკოვსკის“, ვლადიმერ მაიაკოვსკის სიკვდილიზე, რომლის თვითმკვლელობამაც ცვეტაევა შესძრა.
ლექსებისგან განსხვავებით, რომელიც არ გამოუვიდა ემიგრაციაში, წარმატებას აღწევდა მისი პროზა, რომელმაც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა მის შემოქმედებაში 1930 წელს. („ემიგრაცია პროზაიკოსად მაქცევს“ წერდა ის.) ამ პერიოდში გამოცემულია „ჩემი პუშკინი“ (1937) „დედა და მუსიკა“ (1935) „პოემა ცონეჩკაზე“ (1938), მოგონება მაქსიმილიან ვოლოშინზე „ცოცხალი ცოცხალის შესახებ“ (1933), მიხეილ კუზმინზე „უცხო საღამო“ (1936) და სხვები.
1930 წლიდან ოჯახი პრაქტიკულად სიღატაკეში ცხოვრობდა. ფინანსურად ცოტას ეხმარებოდა სალომეა ანდრონიკოვა.
„არავის შეუძლია წარმოიდგინოს სიღატაკე, რომელშიც ვცხოვრობდით. ჩემი ერთადერთი შემოსავალია ის რასაც ვწერ. ჩემი ქმარი ავადაა და მუშაობა არ შეუძლია. ჩემი ქალიშვილი გროშებს გამოიმუშავებს, ქუდების კერვით. მყავს ვაჟიშვილი, რვა წლისაა. ჩვენ ოთხნი ვცხოვრობთ ამ ფულით. სხვა სიტყვებით: ჩვენ ნელ-ნელა ვკვდებით შიმშილისგან.“ — მარინა ცვეტაევას მოგონებებიდან.
1939 წელს ცვეტაევა ბრუნდება სსრკ-ში. 27 აგვისტოს დაიჭირეს მისი ქალიშვილი არიადნა, 10 ოქტომბერს კი ეფრონი. 1941 წლის 16 ოქტომბერს სერგეი იაკოვლევიჩი დახვრიტეს. არიადნა თხუთმეტწლიანი რეპრესიის შემდეგ რეაბირიტილებული იქნა 1955 წელს.
თვითმკვლელობა და საფლავის საიდუმლოება
რედაქტირება1941 წლის 31 აგვისტოს ცვეტაევამ სიცოცხლე თვითმკვლელობით (ჩამოხრჩობით) დაასრულა ბროდელნიკოვების სახლში, სადაც შვილთან ერთად იყო გადანაწილებული. „ევაკურიებულთ“ ვერ შემოინახა (ამოღებული იქნა მილიციის მიერი), თუმცა ტექსტი ცნობილია გიორგი ეფრონის მიმართ; წერილი შვილს:
„მურლიგა! მაპატიე, მაგრამ მომავალი უარესი იქნებოდა. მე ძლიერ ავად ვარ, მე უკვე მე აღარა ვარ. მიყვარხარ სიგიჟემდე. გამიგე, რომ აღარ შემეძლო მეტი ცხოვრება. გადაეცი მამას და ალას თუ ნახავ, რომ მიყარდა ისინი ბოლო წუთამდე, რომ ჩიხში მოვხვდი.“
წერილი ასევს:
„ძვირფასო ნიკოლა ნიკოლაევიჩ! ძვირფასო დებო სინიაკოვების! გევედრებით, წაიყვანოთ მური თქვენთან, ჩისტოპოლში, უბრალოდ იშვილეთ და რომ ისწავლოს მან. მე მისთვის მეტი არაფრის გაკეთება არ შემიძლია და მხოლოდ ვღუპავ მას. ჩანთაში მაქვს 450 რუბლი. თუ მოინდომებთ და გაყიდით ჩემს ნივთებს, მაქვს რამდენიმე ხელნაწერი წიგნი ლექსებით და რამდენიმე შეკვრა პროზა, გიტოვებთ თქვენ. გაუფრთხილდით ჩემს ძვირფას მურს, ძალიან სუსტი ჯანმრთელობა აქვს. გიყვარდეთ როგორც შვილი — ღირსია. მე კი მაპატიეთ. მ. ც. არასოდეს მაიტოვოთ. უსაზღვროდ ბედნიერი ვიქნებოდი თქვენთან რომ ეცხოვრა. არ მიატოვოთ!“
წერილი „ევაკუირებულთ“:
„ძვირფასო მეგობრებო! არ მიატოვოთ მური. გემურადრებით ვინც შესძლებთ წაიყვანეთ ჩისტოპლოტში ნ. ნ. ასევთან. ორთქლმავალლები საშიშია, გემუდარებით, არ გააამგზავროთ მარტო. მიეხმარეთ ტვირთის დალაგებაში. ჩისტოპოლში ვიმედოვნებ ჩემი ნივთების გაყიდვას. მინდა, რომ მურმა იცოცხლოს და ისწავლოს. ჩემთან დაიღუპება. ასევის მისამართი კონვერტზეა. არ დამმარხოთ ცოცხლად! კარგად შემამოწმეთ“.
მარინა ცვეტაევა დაასაფლავეს 1941 წლის 2 სექტემბერს პეტროპალოვსკის სასაფლაოზე, ქალაქ ელაბუგში. მისი საფლავის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია. სასაფლოს სამხრეთ ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობს ქვა, რომელიც უკანასკნელი ცნობებით მეტყველებს მისი საფლავის ადგილმდებარეობაზე, რომელზეც 1960 წელს მისმა დამ ანასტასია ცვეტაევამ ჯვარი გამოსახა ნაწერით „ამ საფლავში განისვენებს მარინა ცვეტაევა“. ამავე ადგილზე მარმარილოს ქვები აღიმართა. 1970 წელს ანასტასია ცვეტაევამ კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ საფლავი ზუსტად იქ მდებარეობს, სადაც მემორიალი დგას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- «Непрошедшее время» на Эхе, новые подробности сопутствующие уходу Марины, личность домохозяйки жилья, в сенях которого она приняла последнее решение
- Марина Ивановна Цветаева — значительная русская поэтесса начала XX-го века
- Марина Цветаева в Антологии русской поэзии
- Собрание сочинений Марины Цветаевой в Библиотеке поэзии
- Марина Цветаева დაარქივებული 2010-11-02 საიტზე Wayback Machine. на Стихии
- Марина Цветаева, «Новогоднее» დაარქივებული 2010-11-05 საიტზე Wayback Machine.
- «Мир Марины Цветаевой», проект დაარქივებული 2006-05-18 საიტზე Wayback Machine.
- Мемориальный дом-музей М. И. Цветаевой в Болшево (г. Королёв)
- «Наследие Марины Цветаевой», сайт на русском и английском языках
- «Письма Анатолию Штейгеру»
- «Сводные тетради»
- «Сообщество, посвященное Марине Цветаевой», сообщество в Живом Журнале
- Тарасов А. Б. «Третье царство» как попытка моделирования мира «нового» праведничества: А. Платонов и М. Цветаева
- მარინა ცვეტაევა
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Archivio Storico Ricordi — 1808.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 Regional Database of the Central Bohemian Research Library in Kladno
- ↑ 5.0 5.1 Русская литература XX века. Прозаики, поэты, драматурги / под ред. Н. Н. Скатов — 2005. — С. 619–623. — ISBN 5-94848-307-X
- ↑ 6.0 6.1 6.2 Цветаева Марина Ивановна // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 Швейцер В. А. Цветаева М. И. // Краткая литературная энциклопедия — Москва: Советская энциклопедия, 1975. — Т. 8. — С. 377–378.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ FemBio database
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 16.0 16.1 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 1098.
- ↑ 17.0 17.1 17.2 17.3 17.4 17.5 "Tsvetaeva, Marina Ivanovna" Who's Who in the Twentieth Century. Oxford University Press, 1999.