ბორის ლეონიდის ძე პასტერნაკი (დ. 10 თებერვალი [ ძვ. სტ. 29 იანვარი], 1890, მოსკოვი, რუსეთის იმპერია — გ. 30 მაისი, 1960, პერედელკინო, მოსკოვის ოლქი, სსრკ) — რუსი პოეტი და მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1958).

ბორის პასტერნაკი
რუს. Борис Леонидович Пастернак
დაბადების თარიღი 29 იანვარი (10 თებერვალი), 1890[1]
დაბადების ადგილი მოსკოვი[2]
გარდაცვალების თარიღი 30 მაისი, 1960(1960-05-30)[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] (70 წლის)
გარდაცვალების ადგილი პერედელკინო
დასაფლავებულია პერედელკინოს სასაფლაო
საქმიანობა მწერალი[11] , პოეტი[11] , მთარგმნელი[11] , რომანისტი, დრამატურგი, პიანისტი და პროზაიკოსი
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მარბურგის უნივერსიტეტი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი
Magnum opus ექიმი ჟივაგო
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[14] [15] , მედალი „მოსკოვის დაცვისათვის“ და მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“
მეუღლე ზინაიდა პასტერნაკი და ევგენია პასტერნაკი
პარტნიორ(ებ)ი ოლგა ივინსკაია
შვილ(ებ)ი ევგენი პასტერნაკი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

პასტერნაკი დაიბადა მოსკოვში 1890 წლის 10 თებერვალს(გრიგორიანული კალენდრით) მდიდარ, ასიმილირებულ ებრაულ ოჯახში. ბორის პასტერნაკის მამა, ლეონიდ პასტერნაკი პოსტ-იმპრესიონისტი მხატვარი და ლექტორი იყო, ასწავლიდა მოსკოვის ხატვის, ქანდაკებისა და არქიტექტურის სასწავლებელში, ხოლო დედა - როზა კაუფმანი, საკონცერტო პიანისტი და ოდესელი ინდუსტრიალისტის - ისადორე კაუფმანის ქალიშვილი. პასტერნაკს ჰყავდა უმცროსი ძმა - ალექსი და ორი და - ლიდია და ჟოზეფინა . ოჯახი ამტკიცებდა ნათესაობას XV საუკუნის სეფარდულ ებრაელ ფილოსოფოს, ბიბლიის კომენტატორ და პორტუგალიის ხაზინადარ ისააკ ბენ-იეჰუდა აბრაბანელთან მამის ხაზით. [16] მათ ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ მწერლები ლევ ტოლსტოი, სკრიაბინი, ვალენტინ სეროვი . ამან პასტერნაკის მომავალ შემოქმედებაზე იქონია გავლენა. პასტერნაკი თავდაპირველად ხატვას სწავლობდა. 1903–1908 წლებში ემზადებოდა კომპოზიტორობისთვის. 1909 წლიდან სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, 1912 წელს ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლობდა გერმანიაში, მარბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1913 წელს დაბრუნდა მოსკოვში, სადაც დაამთავრა უნივერსიტეტი.

1913 წელს გამოაქვეყნა პირველი პოეტური კრებული „ტყუპი ღრუბლებში“. 1914 წელს ის გაერთიანდა ფუტურისტულ დაჯგუფებაში „ცენტრიფუგა“. ვლადიმერ მაიაკოვსკისთან შემოქმედებითმა მტერ-მოყვრობამ ერთხანს განსაზღვრა პასტერნაკის პოეტური გეზი. მიხეილ ლერმონტოვისა და თედორე ტიუტჩევის ტრადიციათა მიმდევრობას შემდგომ წლებში დაემატა უღრმესი კავშირი ალექსანდრე პუშკინისა და ალექსანდრე ბლოკის პოეტურ სამყაროსთან, აგრეთვე, რაინერ მარია რილკეს დიდი გავლენა.

პასტერნაკის შემდგომი კრებულები იყო „ბარიერთა ზემოთ“ (1917) და „დაი ჩემი, ცხოვრება“ (1922). ამ უკანასკნელში მან ასახა 1917 წლის ზაფხული, პერიოდი ორ რევოლუციას შორის. თავად მან საკუთარ სტილს ისტორიის ინტიმიზაცია უწოდა. რევოლუციისა და ისტორიის გააზრებას მიუძღვნა პოემები „ამაღლებული დაავადება“ (1923–1928), „ცხრაას ხუთი წელი“ (1925–1926), „სპექტორსკი“ (1925–1931) და „ლეიტენანტი შმიდტი“ (1926–1927).

1917–1918 წლებში პასტერნაკმა დაიწყო მუშაობა რომანზე „სამი სახელი“. მისი დასაწყისი გამოქვეყნდა მოთხრობა „ლუვერსის ბავშვობის“ სახლით, მაგრამ თავად რომანი დაუსრულებელი დარჩა. 1918 წელს გამოაქვეყნა მოთხრობა „უსიყვარულოდ“, სადაც გამოჩნდა რომან „ექიმი ჟოვაგოს“ ზოგიერთი პერსონაჟი. 1930 წელს გამოქვეყნდა მისი ავტობიოგრაფიული მოთხობა „დაცვის სიგელი“. 1931 წელს პასტერნაკმა იმოგზაურა საქართველოში, სადაც დაუახლობდა ცისფერყანწელებს: ტიციან ტაბიძეს, პაოლო იაშვილს, ვალერიან გაფრინდაშვილს, კოლაუ ნადირაძეს, აგრეთვე სიმონ ჩიქოვანსადა გიორგი ლეონიძეს.1933 წელს პასტერნაკი მეორედ ეწვია საქართველოს (ამჯერად სსრკ მწერალთა კავშირის ორგკომიტეტის ბრიგადის შემადგენლობაში) და შეუდგა ქართული პოეზიის თარგმნას. ამ დროიდან 50-იანი წლების მიწურულამდე პასტერნაკმა თარგმნა ვაჟა-ფშაველას „გველის მჭამელი“, ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია მთლიანად, აკაკი წერეთლის ლირიკა, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილის, ალექსანდრე აბაშელის, იაკობ გოგებაშვილის, კოლაუ ნადირაძის, გიორგი ლეონიძის, სიმონ ჩიქოვანის, ნიკოლო მიწიშვილის, ირაკლი აბაშიძის ლექსები. საქართველოს მიუძღვნა პასტერნაკმა 2 პოეტური რკალი — „მხატვარი“ და „მგზავრის ჩანახატები“ (1936).

პასტერნაკმა მძიმედ განიცადა პირველ მეუღლესთან, მხატვარ ელენა პასტერნაკთან განშორება. პასტერნაკის მეორე მეუღლე იყო ზინაიდა ნეიგაუზი. მასთან დაახლოებას მიუძღვნა პასტერნაკმა ლექსების კრებული „მეორედ დაბადება“ (1932). ამის შემდეგ პასტერნაკი გააქტიუდა საზოგადოებრივ და ლიტერატურულ ასპარეზზე. 1934 წელს სსრ კავშირის მწერალთა ყრილობაზე აირჩიეს კავშირის გამგეობის წევრად. კარიერულ და შემოქმედებით ზენიტში მყოფი პასტერნაკი ერთი მხრივ ემხრობოდა რევოლუციას და მეორე მხრივ, ჰქონდა შინაგანი პროტესტი არსებული უსამართლობების გამო. მან ჯერ კიდევ 1932–1933 წლებში ურალში სოციალისტურ გარდაქმნათა შესახებ მასალების შესაგროვებლად ჩაულმა დაინახა განსხვავება ბოლშევიკურ პროპაგანდასა და რეალობას შორის. ამიტომ ის თანდათან ჩამოცილდა ორიგინალურ შემოქმედებას და 1936 წლიდან მთლიანად თარგმნას მიჰყო ხელი და რუსულად თარგმნა უილიამ შექსპირის ტრაგედიები.

დიდი სამამულო ომის დროს პასტერნაკმა განაახლა ლექსების წერა. კრებულში „ადრიან მატარებლებზე“ (1941) კვლავ იჩინა თავი პოეტის პატრიოტულმა და დემოკრატიულმა სულისკვეთებამ, რომელიც გამძაფრდა კრებულში „მიწიერი სივრცე“ (1945).

ექიმი ჟივაგო

რედაქტირება

1946 წლიდან დაიწყო პასტერნაკის დევნა. ამ დროს ის მუშაობდა რომანზე „ექიმი ჟივაგო“, რომლის წერა 1945 წელს დაიწყო და 1955 წელს დაასრულა. რომანი საბჭოთა კავშირში არ გამოაქვეყნეს და ის 1957 წელს იტალიაში, იტალიურ ენაზე გამოქვეყნდა. საბჭოთა პრესის მძაფრი კრიტიკა გამოიწვია მისმა გამოქვეყნებამ. პასტერნაკი აიძულეს1958 წელს რომანისათვის მინიჭებულ ნობელის პრემიაზე უარი ეთქვა. „პრავდაში“ გამოქვეყნებულ წერილში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი მთელი თავისი ცხოვრებითა და შრომით შესისხლხორცებულია სამშობლოსთან, მის აწმყოსა და მომავალთან.

„ექიმი ჟივაგო“ საბჭოთა კავშირში მხოლოდ 1988 წელს გამოქვეყნდა. 1989 წელს კი სტოკჰოლმში პასტერნაკის კუთვნილი ნობელის პრემია გადასცეს მის ვაჟს, ევგენის.

პასტერნაკის ახალი შემოქმედებითი აღმავლობა გამოვლინდა კრებულში „ოდეს გამოიდარებს, ოდეს გადაირევა“ (1956–1959). პოეტის უკანასკნელი წიგნი იყო „ლექსები საქართველოზე, ქართველი პოეტები“ (1958), რომელშიც შეჯამებულია პასტერნაკის მრავალწლიანი ურთიერთობა ქართულ სამყაროსთან.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მარგველაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 706.
  • ბორის პასტერნაკი, ექიმი ჟივაგო— თბილისი, „ინტელექტი“, 2007, ISBN 978-99940-932-4-3

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Большая российская энциклопедияМосква: Большая российская энциклопедия, 2004.
  2. 2.0 2.1 Пастернак Борис Леонидович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  3. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. SNAC — 2010.
  5. ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  6. IMSLP — 2006.
  7. Discogs — 2000.
  8. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  9. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  10. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 The Fine Art Archive — 2003.
  12. Munzinger Personen
  13. Русская литература XX века. Прозаики, поэты, драматурги / под ред. Н. Н. Скатов — 2005. — С. 27–30. — ISBN 5-94848-307-X
  14. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1958/
  15. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  16. (2004) Boris Pasternak: A Literary Biography. Cambridge University Press, გვ. 2. ISBN 978-0-521-52073-7.