30 მაისი
თარიღი
30 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 150-ე დღე (ნაკიან წლებში — 151-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 215 დღე.
<< | მაისი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 | ||
2024 |
დღის მოვლენები
რედაქტირება- 1431 : ასწლიანი ომი: რუენში, საფრანგეთი, 19 წლის ჟანა დ’არკი კოცონზე დაწვეს.
- 1498 : ქრისტეფორე კოლუმბი ამერიკის მიმართულებით თავის მესამე მოგზაურობას იწყებს.
- 1539 : ერნანდო დე სოტო 600 ჯარისკაცითურთ ტამბა ბეიში, ფლორიდა, შევიდა, ოქროს პოვნის იმედით.
- 1574 : ანრი III საფრანგეთის მეფე გახდა.
- 1588 : ესპანური არმადას ბოლო ხომალდი გადის ლისაბონიდან ინგლისის სრუტისკენ.
- 1593 : ლონდონთან ახლოს დუქანში მომხდარ შეტაკებაში დაიღუპა პოეტი კრისტოფერ მარლო, თუმცა არსებობს ვერსია რომ ის გადარჩა და განაგრძო მოღვაწეობა ფსევდონიმით უილიამ შექსპირი.
- 1631 : პირველი ფრანგული გაზეთი „La Gazette“-ს გამოცემა დაიწყო
- 1635 : ოცდაათწლიანი ომი: პრაღის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო.
- 1752 : ათანასე თბილელის და სვიმონ მაყაშვილის ელჩობა რუსეთში.
- 1814 : ნაპოლეონის ომები: მეექვსე კოალიციის ომი: პარიზის ხელშეკრულებით საფრანგეთის საზღვრები 1792 წლის სტატუსზე დაბრუნდა.
- 1871 : პარიზის კომუნა გადავარდა.
- 1879 : ამერიკელმა მაგნატმა უილიამ ვანდერბილტმა განაცხადა ნიუ-იორკში სპორტული ცენტრის „მედისონ სქვერ გარდენ“-ის შექმნის შესახებ.
- 1896 : ნიუ-იორკში ოფიციალურად დაფიქსირდა პირველი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა. ჰენრი უელსის ავტომობილი დაეჯახა ველოსიპედისტ ივლინ ტომასს რის შედეგადაც ამ უკანსკნელმა ფეხი მოიტეხა.
- 1913 : ბალკანეთის პირველი ომი: ლონდონის ხელშეკრულებით ომი სრულდება. ალბანეთი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა.
- 1922 : ვაშინგტონში უმაღლესი სასამართლოს მოსამართლემ უილიამ ჰოვარდ ტაფტმა საზეიმოდ გახსნა ლინკოლნის მემორიალი.
- 1941 : მეორე მსოფლიო ომი: გერმანიამ კრეტა აიღო.
- 1942 : მეორე მსოფლიო ომი: 100 ბრიტანული მომბდამშენს 90-წუთიანი იერიში მიაქვს კიოლნზე, გერმანია.
- 1953 : ჟრნალში „Nature“ (ნეიჩა) გამოქვეყნდა ჯეიმზ უოტსონის და ფრენსის კირკის შრომა სადაც მათ საზოგადოებას დეენემის (დნმ) სტრუქტურა, ორმაგი სპირალი შესთავაზეს.
- 1982 : ესპანეთი ნატოს მე-16 წევრი და პირველი ერი გახდა, რომელიც ალიანსში გაწევრიანდა დასავლეთ გერმანიის 1955 წელს შესვლის შემდეგ.
- 1997 : ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრებმა დაამარცხა ბრაზილია 4-2. ეს ერთადერთი ნაკრებია, რომელსაც ბრაზილიასთან არასდროს წაუგია.
- 1998 : 6,6 ბალის მიწისძვრა მოხდა ჩრდ. ავღანეთში, რამაც 5000 ადამიანი იმსხვერპლა.
- 2003 : ეარ ფრანსის კონკორდის ბოლო ფრენა განხორციელდა.
- 2009 : სიღნაღში, ფიროსმანის მუზეუმში პაბლო პიკასოს ბოლო პერიოდის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
- 2012 : ჰულის ხოცვა-ჟლეტის საპასუხოდ, რამდენიმე ქვეყანამ სირიელი დიპლომატები გააძევა.
- 2015 : საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა.
- 2016 : ჩადის ყოფილი დიქტატორი ჰისენ ჰაბრე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის გაასამართლეს სენეგალში და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
- 2020 : ილონ მასკის SpaceX-ის ხომალდმა Crew Dragon-მა NASA-სთან ერთად პირველი ეკიპაჟიანი გაფრენა განახორციელა.
- 2022 : ბაირამ ბეგაი ალბანეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
ამ დღეს დაბადებულნი
რედაქტირება- 1265 : ალიგიერი, დანტე — იტალიელი პოეტი და ფილოსოფოსი.
- 1814 : ბაკუნინი, მიხეილ — რუსი ანარქისტი.
- 1845 : ამადეუს I — ესპანეთის მეფე.
- 1905 : მამამთავრიშვილი, დავით — ქართველი ქირურგი
- 1909 : გუდმენი, ბენი — ამერიკელი ჯაზის მუსიკოსი და დირიჟორი.
- 1912 : ჟღენტი, სერგი — ქართველი ენათმეცნიერი (გ.1963)
- 1914 : ბერიძე, ვახტანგ — ქართველი ხელოვნების ისტორიკოსი.
- 1934 : ლეონოვი, ალექსეი — რუსი კოსმონავტი.
- 1936 : სლავა მეტრეველი — ქართველი ფეხბურთელი.
ამ დღეს გარდაცვლილნი
რედაქტირება- 1431 : ჟან დ’არკი — საფრანგეთის ეროვნული გმირი
- 1574 : შარლ IX (საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე
- 1640 : რუბენსი, პეტერ პაულ — ფლამანდელი მხატვარი
- 1778 : ვოლტერი — ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი (დ. 1694)
- 1795 : მაქსიმე II — დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი
- 1960 : პასტერნაკი, ბორის — რუსი პოეტი.
- 1966 : ვიაინიო აალტონენი — ფინელი მოქანდაკე.
მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები
რედაქტირება- აშშ - მოხსენიების დღე
- დიდი ბრიტანეთი - საგაზაფხულო უქმე დღე.
- ფიჯი - რატუ სირ ლალა სუკუნას დღე.
- ხორვატია — რესპუბლიკის დღე (1991).
საეკლესიო დღესასწაულები
რედაქტირება- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასხვა თვეები