ვახტანგ ბერიძე

(გადამისამართდა გვერდიდან ბერიძე, ვახტანგ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბერიძე.

ვახტანგ ვუკოლის ძე ბერიძე (დ. 30 მაისი, 1914, ქუთაისი ― გ. 21 დეკემბერი, 2000, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, ხელოვნების ისტორიკოსი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1959), პროფესორი (1960). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1964), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიკოს გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის დირექტორი (1973-1988), ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი.

ვახტანგ ბერიძე
დაბ. თარიღი 30 მაისი, 1914(1914-05-30)[1]
დაბ. ადგილი ქუთაისი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 21 დეკემბერი, 2000(2000-12-21)[2] (86 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
 საქართველო
საქმიანობა მეცნიერი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, ღირსების ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1936 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის საარქიტექტურო განყოფილება, 1936 წლიდან დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა.

ბერიძის ნაშრომებში განხილულია ქართული ხელოვნების ისტორიის საკითხები ადრინდელი ფეოდალური ხანიდან. მის გამოკვლევაში „სამცხის ხუროთმოძღვრება. XIII-XVI საუკუნეები“ (1955) ასახულია ქართული არქიტექტურის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, ხოლო ნაშრომები „საბჭოთა საქართველოს არქიტექტურა“ (კრებულში Архитектура республик Закавказья, М., 1951) და „ქართული საბჭოთა არქიტექტურის ისტორია“ (1955) პირველი ნაბიჯია ქართული საბჭოთა არქიტექტურის შესწავლის დარგში.

ბერიძის კრიტიკული ხასიათის წერილებში, სტატიებსა და ნარკვევებში განხილულია თანამედროვე მშენებლობის, ქალაქთა ძველი რაიონების დაცვის, ისტორიული მემკვიდრეობისა და თანამედროვე ეროვნული არქიტექტურის საკითხები. მას ეკუთვნის წიგნები „ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია“ (2014), სადაც ორ ტომში განხიხულია ქართული არქიტექტურის ისტორია და ძეგლები და „კულტურა და ხელოვნება დამოუკიდებელ საქართველოში 1918-1921 წლები“ (1992), სადაც განხილულია იმ დროის კულტურული ცხოვრება.

ჯილდოები

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • სავანე, Ars Georgica, 1, თბ., 1942;
  • ეხვევის დედა-ღვთისა, Ars Georgica, 2, თბ., 1942;
  • თბილისის „ლურჯი მონასტერი“, Ars Georgica, 3, თბ., 1948;
  • მცხეთის კათედრალის „სვეტიცხოველი“ და ქართლის მოქცევის სიუჟეტები მის ფრესკებში, საქართველოს მუზეუმის მოამბე, ტ. XV-B, თბ., 1948;
  • Против искажения истории грузинского искусства, Тб., 1949;
  • კაცხის ტაძარი, Ars Georgica, 3, თბ., 1950;
  • ქართული საბჭოთა არქიტექტურის ისტორია, Ars Georgica, 4, თბ., 1955;
  • სამცხის ხუროთმოძღვრება, თბ., 1955;
  • მაღალაანთ ეკლესია, Ars Georgica, 5, თბ., 1959;
  • თბილისის ხუროთმოძღვრება, ტ. 1, თბ., 1960;
  • თბილისის ხუროთმოძღვრება, ტ. 2, თბ., 1963;
  • გიორგი ჩუბინაშვილი, თბ., 1963;
  • ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;
  • ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974;
  • Искусство Советской Грузии, М., 1975 (ნ. ეზერსკაიასთან ერთად);
  • Некоторые аспекты грузинской купольной архитектуры со второй половины X в. до конца XIII века, Тб., 1976;
  • Die Baukunst des Mittelalt ers in Georgien, Berlini, 1980 (Edith Nenbauer-თან ერთად);
  • Место памятников Тао-Кларджети в истории грузинской архитектуры, Тб., 1981;
  • ქართული ნაქარგობის ისტორიიდან, თბ., 1983;
  • XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ. 1, თბ., 1983;
  • Давид Какабадзе, М., 1989;
  • XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება, თბ., 1994.
  • ნიკო ფიროსმანაშვილი, (წიგნი გამოსაცემად მოამზადა გ.მარსაგიშვილმა), თბ., 2007 (ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენაზე).
  • ქართული კულტურის 1-ლი საერთაშორისო სიმპოზიუმი - 1st international Symposium of Georgian Culture . 21-29, 07. 2008. - თბ., 2009.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება